კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ გამოწიწკნა პაატა გულიაშვილს დაცვამ ბიძინა ივანიშვილი და როდის უწევდა მას აკუმულატორებისა და შოთის პურის მოპარვა #47

ოთხი წლის წინ პაატა გულიაშვილი თელავის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა და ურთულეს მდგომარეობაში მყოფი თეატრი, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეგიონულ თეატრად აქცია. შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, როცა მშობლიური ქალაქისგან თელავის საპატიო მოქალაქის სტატუსი დაიმსახურა. მსახიობს ამ თეატრისა და პირადად მისი ცხოვრების ყველაზე რთული და კარგი ეტაპების შესახებ ვესაუბრეთ.
პაატა გულიაშვილი: ძალიან სასიხარულოა, როცა მშობლიური ქალაქის საპატიო მოქალაქის სტატუსს იღებ. ვიღაც გმირია, ვიღაც კარგი ექიმი, მე ეს  წოდება თელავის თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის მივიღე. ოთხი წლის წინ, ეს თეატრი ძალიან ბევრი პრობლემით ჩავიბარე და ამ წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწიეთ: ხელფასები გავზარდეთ, ბევრი პრემია ავიღეთ, ვმონაწილეობთ ფესტივალებში, ბატონმა რობერტ სტურუამ დადგა სპექტაკლი, რომელმაც დიდი წარმატება მოგვიტანა, გავაკეთეთ შენობის ფასადი და ახლახან, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩუქა ავტობუსი, რომელიც მართლა ძალიან გვჭირდებოდა რეგიონებში სასიარულოდ და მისი საოცრად მადლიერები ვართ. ეს ამბავი რომ გამოგვიცხადა, სიხარულისგან ისე ვეტაკე, დაცვამ ძლივს გამომწიწკნა (იცინის). გიორგაძე, ღარიბაშვილი, ნარმანია ის ადამიანები არიან, ვინც დიდი წვლილი შეიტანეს ამ თეატრის წარმატებაში. ოცდაოთხი საათი მინისტრთან ვიჯექი. ეს ამბავი რომ კარგად გადაწყვეტილიყო და ბოლოს, მეხუმრებოდნენ, კარიდან შემოდიოდი და ფანჯრიდან გადიოდიო (იცინის).
– ალბათ, თელავის თეატრის წარმატება შენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ მამამ, მსახიობმა ავთანდილ გულიაშვილმა სიცოცხლე სწორედ იქ დაასრულა.
– კი, სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ამიტომაც დავთანხმდი. შემოთავაზებები წინა წლებშიც იყო, მაგრამ მილიონი საქმე მქონდა და პლუს, ნაცარტუტად ქცეული თეატრის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის დამატება აღარ მინდოდა. თან, მაშინ ლაპარაკი იყო დუტა სხირტლაძეზეც, რისთვის უნდა გვეჭიდავა ორ ადამიანს ერთი ქალაქიდან? ამიტომ, ჩანასახშივე უარი ვთქვი. მერე, იმ ცნობილი ამბების შემდეგ, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახდა ამ თეატრში გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც მამაჩემს უნდოდა. მოვახერხე კიდეც, რომ მსახიობებს თავი დაფასებულად ეგრძნოთ და პირობები გაუმჯობესებოდათ.
– ავთანდილ გულიაშვილი კრებაზე გარდაიცვალა, რომლის დროსაც დუტასთან კამათი მოუვიდათ მას და კიდევ რამდენიმე ადამაიანსო, წერდნენ მაშინ.
 – მამაჩემის გარდაცვალებას მილიონი კუდი გამოაბეს, რაც გასაკვირი არცაა. ზოგადად, ხალხს გვჩვევია ფაქტების დამახინჯება. სიმართლე არაა, ამის დუტასთან დაკავშირება. თეატრში ნამდვილად იყო განხეთქილება, სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, დეტალებში ჩაღრმავება აღარ მინდა, მაგრამ ნამდვილად ვიცი, მამას დუტასთან არაფერი ჰქონია საერთო და საკამათო. დედაჩემიც იმ კრებაზე იყო და მასზე უკეთ ვის უნდა გაეგო ეს. კამათის გამო არაფერი მომხდარა. საქმე ისაა, რომ მამა გულით ავადმყოფი იყო. მაშინაც კათეტერი ედგა და საერთოდ რაზეა, ხალხო, საუბარი, როცა დუტა პანაშვიდებზე ჩემ გვერდით იდგა და სამძიმარს იღებდა. ეს მილიონმა კაცმა საკუთარი თვალით ნახა. ცუდად მოიქცა თუ კარგად დუტა თეატრში, ეს სხვა საქმეა. ვერ განვსჯი, თუმცა, ჩემი აზრით, სადაც გაიზარდე, იმ ადამიანებს უხეშად არ უნდა მოექცე. თუმცა, მას, ისევე როგორც მეორე მხარეს, საკუთარი არგუმენტები აქვთ. მას იმაში ვამტყუვნებ, რომ თეატრი ამბსოლუტურად გაპარტახებული დამხვდა და დუტას შეეძლო, საერთო ენა გამოენახა იმ ხალხთან. მის ხასიათს ვიცნობ და ვიცი, შეეძლო, საქმე კონფლიქტამდე არ მიეყვანა.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ?
– გადაფსკვნილი ძმაკაცები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთისთვის კარგი გვინდა და თუ რამე დაგვჭირდება, აუცილებლად ვურეკავთ ერთმანეთს. 
– როგორ ახერხებ თბილისიდან თელავის თეატრის გაძღოლას, მკაცრი უფროსი ხარ?
– თავიდან, სანამ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, თითქმის სულ იქ ვიყავი, მაგრამ ახლა, როცა სიტუაცია დალაგდა, კვირაში ორჯერ ჩასვლაც საკმარისია. მე კიდევ კაბინეტის ტიპაჟი არ ვარ, სულ იქ დავჯდე. თუმცა, რადგან ხშირად ვხუმრობ, ნუ ჩათვლით, რომ რბილი უფროსი ვარ, პირიქით, ძალიანაც მკაცრი ვარ (იცინის). განსაკუთრებით მაშინ, როცა მსახიობი ნაბახუსევის, ნათლობის სუფრის და მსგავსი მიზეზის გამო, მოინდომებს შიდაგანაწესის დარღვევას. რომ ვიხსენებ, როგორი საკითხების გადაწყვეტა მიწევს თეატრისთვის, ხანდახან ჩემი თავის მიკვირს. მსგავსს სიტუაციაში, პირადად ჩემთვის, ვერასდროს ვილაპარაკებდი ისე, როგორც თეატრისთვის და ასე ვერ შევახუჭუჭებდი ადამიანს, რომ მისგან „კი” მომესმინა (იცინის). ბევრი შრომაა საჭირო და მერე მსახიობი რომ გთხოვს, პურმარილისთვის უნდა წავიდე და სპექტაკლი მომიხსენითო, მწყინს. თხოვნასაც ხომ გააჩნია.
– თეატრის რთული და კარგი პერიოდების შესახებ ვისაუბრეთ. შენს ცხოვრებაშიც იქნებოდა ანალოგიური ეტაპები.
– პროფესიიდან გამომდინარე, მთელი ჩემი ყოფა რთულია (იცინის). ისეთი კონკურენციაა, წყლის დასალევად რომ გახვიდე, მობრუნებულს ადგილი აღარ დაგხვდება. ოჯახში ყველაფერი ნორმალურადაა, თუ არ ჩავთვლით, რომ გუგა უკვე თერთმეტი წლისაა და თქვა, მსახიობობა გადავწყვიტეო. ისეთი რეაქცია მქონდა, ოჯახი გაოცებული მიყურებდა. გადავირიე, არავითარ შემთხვევაში-მეთქი, რადგან ძალიან რთულია ამ პროფესიით ცხოვრება. კახურად რომ ვთქვათ: „კაცმა რო თქვას, მე რა ჩემ ფეხებს ვაკეთებ?”. ღადაობა და ანეკდოტების მოყოლა სულ მეხერხებოდა და ეს შემოსავლის წყაროდ ვაქციე. ხუთ ადგილას ვმუშაობ, სამხატვრო ხელმძღვანელიც მქვია, მაგრამ ფულიანი ტიპი არ ვარ, არ ვიპარავ. შეიძლება, ძალიან კარგადაც ვხვდები, როგორ უნდა გავაკეთო ფული, მაგრამ დაწყებისთვის ისევ ბევრი ფულია საჭირო, რომელიც მე არ მაქვს. ათ წელიწადში კიდევ მექნება ანეკდოტების მოყოლის თავი? 48 წლის ტიპი ანეკდოტებით ხომ ვერ ვიტინგიცებ? – რა ვიცი, ჯერ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე (იცინის). სულ რთული პერიოდები არ მაქვს? ბოთლებიც ჩამიბარებია, ფქვილის ტომრებიც დამიცლია ვაგზალზე ვაგონებიდან, აკუმულატორებიც მომიპარავს და ფურნიდან პურიც. ასეთი ცხოვრება იყო: მხედრიონი, უბედურება, უპურობა, უსაჭმელობა. არ ვიცი, ვინ რას ეძახის ღირსეულ საქციელს, მაგრამ ახლა გამოდიან და ღირსეულ ცხოვრებაზე ისინი ლაპარაკობენ, ვინც მაშინ ერთ ჯერზე ერთ კი არა ათ აკუმულატორს იპარავდა. მოხუცი ქალისთვის თავში არ ჩამირტყამს, მაგრამ, რაც ვთქვი, ის გამიკეთებია. 90-იანებში ხელმრუდობის გარეშე არ გამოდიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი სახლში კი არ მიმქონდა, უბანში კაი სიგარეტი რომ მოგვეწია, ცოტა უნდა გვეყოჩაღა (იცინის). მე ძველი ბიჭი ვერასდროს ვიქნებოდი, მაგრამ რაღაც დოზით, ესეც იყო, როცა თელავში ვცხოვრობდი. აბა, ბიჭს ჩხუბი თუ არ მოუვიდა და მინიმუმ, სამი საათი ბირჟაზე არ იდგა, ისე არ გამოდიოდა, მაგრამ ბოლოს მაინც თეატრში მივდიოდი.
– შარში არასდროს გახვეულხარ ამ ყველაფრის გამო?
– როგორ არა, პოლიციაშიც მოვხვედრილვარ. ერთხელ ჩხუბი მოგვივიდა რუსთაველზე, დაგვიჭირეს და მთაწმინდის პოლიციაში აგვიყვანეს. მასწავლებელთან მივდიოდი და გალაკტიონის წიგნი მეჭირა ხელში. მილიციელმა წიგნი გამომართვა, დაჯდა და კითხვა დაიწყო. მე ვუთხარი, მომისმინე, ეგ წიგნი თავის დროზე წაგეკითხა-მეთქი და ისეთი მომხვდა, თვალებში დამიბნელდა (იცინის). ეგ კი არა, მოსკოვში გასტროლზე ვიყავით და იქაც დაგვიჭირეს. მოკლედ, სულ რაღაცეებში ვებლანდები (იცინის). რომ ჩავედი, მეგობარი ვნახე, რომელიც იქ ცხოვრობდა და აგვიყვანეს. მელოდება თეატრის ხალხი, მირეკავენ, სად ხარო? – ბიჭო, ისე მეკითხებით, გეგონება თელავში ვიყო, მე რა ვიცი, სად ვარ-მეთქი (იცინის). მერე აღმოჩნდა, რომ ამ მეგობარს უკვე მოგვარებული ჰქონია ყველაფერი (იქაც ჩვეულებრივ გადაიხდიდი ფულს) და მე მეხუმრებოდა. ის ხუმრობდა და მე საკანში ჩამაგდეს. სხვათა შორის, ხშირად ვიხლართები ასეთ სიტუაციაში, მაგრამ არავის ეგონოს, რომ ჩემს კრიმინალურ წარსულს ვუსვამ ხაზს. ეს ბაცნური და ბავშვური თემებია. მაშინ შეიძლება, პოზად ითვლებოდა ეს და განზრახაც ვაკეთებდით. თხუთმეტი წუთი გაგაჩერებდნენ პოლიციაში, უბანში რომ მიხვიდოდი და გკითხავენ, სად იყავიო, უპასუხებდი: აუუ, დამიჭირეს, ჩემიი და ერთი საათი ლაპარაკობ ციხეში გატარებული დროის შესახებ, რაც სინამდვილეში, არც ყოფილა (იცინის).
– ოჯახის შექმნის შემდეგ, იცვლება მდგომარეობა.
– ოჯახი რომ შევქმენი, ნინოს სამი წელი, ფაქტობრივად, არ ვუნახივარ. მაშინ თეატრში ახალი მოსული ვიყავი და ბოლომდე ჩავერთე მის ორომტრიალში. სახლი მე არ მქონდა და კარი. მაშინ კი არა, წლების განმავლობაში ასე იყო. მეგობრების დახმარებით, ექვსი თვის წინ გადავედი საკუთარ სახლში, ბოლომდე ჯერ კიდევ არ მაქვს გასტუმრებული, მაგრამ მაინც ჩემი ჰქვია. მაშინ რუსთავში ვცხოვრობდი და იქიდან დავდიოდი. რუსთაველში მოხვედრამდე კოშმარული წლები გვქონდა. ერთ ღერ სიგარეტზე „მიტყდებოდა” მაღაზიაში ჩასვლა და ნინუცას ვაგზავნიდი, რომ ვალად გამოერთმია ერთი ღერი. დედამისი ან ჩემები თუ არ ჩამოგვიტანდნენ საჭმელს, დაღუპულები ვიყავით. მახსოვს, ერთი მულტფილმის გახმოვანებისთვის 80 ლარი გადამიხადეს. იცი, ეს რა ფული იყო? ორმოცი ლარით ვალები გავისტუმრეთ და რაღაცეები შევიძინეთ. მეორე ორმოც ლარს იცი, რამდენ ხანს ვინახავდით? იმ ანეკდოტის არ იყოს, სომეხმა იმდენი მაყუთი აგროვა შავი დღისთვის, ბოლოს იძახდა, რა ვერ დამიდგა ეს შავი დღე, რომ დავხარჯოო (იცინის). ეგ ორმოცი ლარი იმდენხანს გვქონდა, ბოლოს ვამბობდი, ჩარჩოში ჩავსვათ და კედელზე გავიკრათ-მეთქი. მაინც ვერ ვხარჯავდით იმედი რომ არ გაგვქრობოდა... (იცინის). პირველი შვილი – გუგა რომ გაჩნდა, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ ნინოს დედასთან მოგვიწია გადასვლა. იმიტომ არა, რომ რამე პრობლემა გვქონდა, პირიქით, ორივემ ამოვისუნთქეთ და  ფერზე მოვედით, მაგრამ მაინც ცალკე მერჩივნა ცხოვრება და პირველივე შანსი მომეცა თუ არა, მაშინვე ქირით გადავედით. იმ დროს სტაბილური შემოსავალიც გამიჩნდა, რადგან ჩემს ცხოვრებაში რობიკო სტურუა შემოვიდა. 350 ლარი ხელზე ასაღები ხელფასი მქონდა და ასი დოლარი ბიძინა ივანიშვილის დანამატი. 2004 წელი იყო, მაშინ 80 დოლარი ღირდა ქირა და ეს უკვე სერიოზული შემოსავალი იყო. ვხუმრობდი, მამაჩემი ვერ მიგზავნის ბიძინასოდენს და დამილაგეთ, ვინაა მამა-მეთქი (იცინის). მერე ნელ-ნელა ტელევიზიაც გამოჩნდა. მახო ქვრივიშვილმა იმ ცნობილ სერიალში მიმიყვანა და ერთ მუნჯურ სცენაში 30 ლარი შემომთავაზა. ისე გამოვიდა, რომ მოეწონათ და უამრავი სერია გადავიღეთ. ყოველდღიურად ვიღებდით და სერიოზული შემოსავალი გამიჩნდა (იცინის). ეს იყო ჩემი ცხოვრების ოქროს ხანა. ტექნიკა, მანქანა თუ სხვა საჭირო ნივთი, მაშინ შევიძინეთ, მოკლედ, წელში გავიმართე. იმდენად არა, რომ ბინის პრობლემა მომეგვარებინა. ცხრა წელი ქირით ვიყავი, სამი წელი – გირით, მაგრამ ბოლოს, ხომ მაინც გადავედი საკუთარ სახლში. მოკლედ, მძიმე გზა გავიარე და ალბათ, ამიტომაც მქონდა ისეთი რეაქცია, როცა ჩემმა შვილმა გვითხრა, მსახიობობა მინდაო. მეორე ჯერ პატარაა, მაგრამ ფეხბურთელია. კარგად თამაშობს და იმედი გვაქვს, რომ ის შეგვინახავს (იცინის).

скачать dle 11.3