კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალი ქმრის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის ციხეში ორჯერ მოხვდა #47

ოთხ პირთან ერთად ყაჩაღობისთვის ბრალდებული ელიზა ნ. გათავისუფლებიდან ზუსტად 9 დღეში, ციხეში შებრუნდა. ქალი, რომელმაც საპატიმროში სამ წელზე ცოტა მეტი გაატარა, მეორედ მეზობელი ქალის  სასტიკად ცემისა და სხეულის დაზიანებისთვის მოხვდა ციხეში. როგორც დაკითხვებზე განაცხადა, მას ყველაფერი  საკნიდან გამოსვლამდე ჰქონდა დაგეგმილი და მოსალოდნელი შედეგიც წინასწარ – გათვლილი.
30 წლის ელიზა ნ. ციხეში ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის იჯდა. მას ბრალი ედებოდა ოთხ პირთან ერთად ჩადენილ დანაშაულში, რომელთაგანაც ერთ-ერთი მისი ქმარი – გია ნ. იყო. ქმრისგან განსახვავებით, ცოლი ჩავარდა. გამოძიება ვარაუდობდა, რომ დანაშაულის შესამსუბუქებლად ძებნილი ქმარი აუცილებლად ჩაბარდებოდა, მაგრამ გია ნ-ს ცოლის დახმარება არც უცდია. არადა, ის რომ არა, მისი ცოლის პატიმარი არ გახდებოდა.
ელიზა ნ-ს დაპატიმრება კი, როგორც ოჯახისთვის, ასევე ახლობლებისთვის სრული შოკი იყო თუმცა, მის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს. შედეგად, 9-წლიანი პატიმრობა 5 წელზე ჩამოუყვანეს. საქმე ისაა, რომ  პირველმა ინსტანციამ ელიზა ნ-ს 9 წელი არგუნა. მათი დიდი ბრძოლის შედეგად კი, მეორე ინსტანციამ 2 წელი მოუკლო, მესამემაც კიდევ – ორი და საბოლოოდ, 5 წელი განესაზღვრა. თუმცა, ასევე, ადვოკატისა და ახლობლების ძალისხმევით, განსასჯელმა საპატიმრო 3 წლის შემდეგ დატოვა. ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა და სწორედ ამიტომ, 9 დღეში მისი უკან შებრუნება, ყველასთვის წარმოუდგენელი იყო...
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, როცა ელიზა და გია დაქორწინდნენ, გია პირველ ცოლს, რომელიც ერთი წელიც არ ჰყოლია, ახალი გაცილებული იყო და ყოფილი სიმამრი მოსაკლავად დასდევდა. ეს ამბავი ყველამ იცოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ელიზას არც უფრიქრია, რომ მის ცოლობაზე უარი ეთქვა. პირიქით, ქორწინების დასაჩქარებლად ყველაფერი გააკეთა. შეთანხმების თანახმად, მათი ქორწინება ელიზას მიერ სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ მოიცადა და გიას ცოლად ჩუმად გაჰყვა. როგორც ჩანს, სწორედ ქორწინების შემდეგ იწყება ელიზას კრიმინალისადმი ინტერესი, რომელიც მას აშკარად ქმარმა გაუღვივა... ელიზას ჩვენებით, სწორედ ქმრის დამსახურება იყო, რომ ჯერ სიგარეტის, შემდეგ კი „პლანის” მოწევა დაიწყო. ქმარს მისთვის ნარკოტიკიც შეუთავაზებია, მაგრამ, როგორც მომავალმა ექიმმა, ვიცოდი, რომ   მომავალ შვილს შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შექმნოდა და „წამალზე“ უარი ვთქვიო, – წერს ელიზა ჩვენებაში.
ელიზას ჩვენებით, სწორედ ასეთმა ცხოვრებამ და ქმრის კრიმინალურმა წრემ მიიყვანა ციხემდე, რასაც დაემატა უფულობა – მშობლების მიერ მიცემული ფული მისი ქმრის ნარკომანობის გამო, რამდენიმე დღე თუ ჰყოფნიდათ. ამიტომ, აუცილებელი გახდა, დამატებითი შემოსავალი ეშოვათ და იშოვეს კიდეც – გია ნ-ს ნათესავის სახლიდან 10 ათას დოლარი და სხვა ძვირფასი ნივთები გაიტანეს. ყაჩაღობაში კი, ქმრის თხოვნით თავადაც მონაწილეობდა...
საბრალდებო დასკვნის თანახმად, სამ ბოროტმოქმედდთან ერთად, ელიზა ნ. მისი მეუღლის ნათესავის ბინის დაყაჩაღებაში მონაწილეობდა. ნიღბებითა და იარაღებით აღჭურვილმა ოთხმა თავდამსხმელმა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი ჯერ დააბეს, სცემეს და შემდეგ გაქურდეს. პირველი ვერსიით, იარაღი ელიზასაც ჰქონდა და ის უშუალოდ არასრულწლოვან ბავშვზე, ხოლო მისი ქმარი და დანარჩენები ბავშვის მშობლების ცემა-წამებასა და ამ გზით ნადავლის მოპოვებაზე „ზრუნავდა”. თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერსია შეიცვალა და გამოიკვეთა, რომ ელიზა ბინაში საერთოდ არ ყოფილა და მას არც იარაღი ჰქონია. მართალია, ის საქმეში გადიოდა, მაგრამ სხვა როლი ჰქონდა – მას სახლისთვის გარედან უნდა ედარაჯა და საეჭვო ვითარების შემთხვევაში, ქმრისთვის ავტომანქანის სამჯერ დასიგნალებით ეცნობებინა. რომელი ვერსია იყო სწორი ეს სადავოა. ითქვა, რომ პირველი ვერსია გამოძიებამ დაკავებულის ქმრის გამო შექმნა, რათა პოლიციას ჩაჰბარებოდა და ცოლის დანაშაულიც საკუთარ თავზე აერო, მაგრამ ამ ვარიანტმა არ გაჭრა. ამიტომ, ელიზა ნ-ს ბრალდება თანდათან ისე შემსუბუქდა, რომ ცხრაწლიანი პატიმრობა 5 წლამდე შეუმცირდა. საბოლოოდ კი, დადგინდა, რომ ელიზა დანაშაულში მხოლოდ დამხმარე იყო – მეტიც, თითქოს ელიზამ ისიც კი არ იცოდა, რომ მისი ქმარი და ქმრის თანამზრახველები ბინაში საყაჩაღოდ იყვნენ შესულნი.
არანაკლებ საინტერესოა თუ როგორ გაიხსნა ყაჩაღობის საქმე. თავდამსხმელები, კერძოდ, გია ნ. 8 წლის ბავშვმა ხმით ამოიცნო. მშობლები სწორედ მან დაარწმუნა, რომ მათ ბინაში გია ნ. იმყოფებოდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე სანთებელა და სიგარეტი დარჩა, რომლებზე აღებული თითის ანაბეჭდებითაც დადგინდა, რომ მისი მფლობელი წარსულში ნასამართლევი ზვიად თ. იყო. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, მისი ვინაობა ვერ დადგინდა.
საგულისხმოა, რომ დაზარალებულთა ჩვენებებით, ბინაში ყოფნისას ყველაზე მეტად ძებნილი გია ნ. აქტიურობდა. მართალია, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ აგრესიულობით გამოირჩეოდა. ოჯახის უფროსის თქმით, სწორედ მისი ბრძანებით,  თავი გაუტეხა მეორე თავდამსხმელმა იარაღის კონდახით. შემდეგ კი, მეორე ოთახში გაათრიეს და იქ სცემდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ მას მაშინაც არ დაანებეს თავი, როცა ფულისა და ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი გაუმხილა. თუმცა, ამბობს, რომ ყველაზე მეტად ცოლსა და მცირეწლოვან შვილზე ნერვიულობდა, რომლებიც ცალ-ცალკე ოთახებში ჰყავდათ და არ იცოდა, მათ როგორ ექცეოდნენ.
რაც შეეხება ბავშვის მიერ თავდამსხმელის ამოცნობას, მცირეწლოვანი ჩვენებაში ირწმუნება, რომ მიუხედავად ნიღბისა, გია ნ. მან თვალებით იცნო და ამით დარწმუნდა, რომ არაფერს დაუშავებდა. ამიტომ, მან გაქცევა დააპირა, მაგრამ გია ნ-მ მოგუდული ხმით დაუძახა, არ განძრეულიყო და მის ყველა ბრძანებას დამორჩილებოდა. ასე თუ არ მოიქცეოდა, მის მშობლებს მოკლავდა. ბავშვი ამბობს, რომ ამით საბოლოოდ მიხვდა, რომ გია იყო.
საბოლოოდ, ბავშვის ჩვენებითა და შემთხვევის ადგილზე დატოვებული მამხილებელი ნივთებით, საქმე უტყუარად გაიხსნა, მაგრამ ციხეში მხოლოდ ელიზა ნ. და ზვიად თ. აღმოჩნდნენ, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და ფაქტობრივად, ყველაფერი ძებნილებს დააბრალეს. მაგრამ, ელიზასგან განსხვავებით, ზვიად თ-ს 11-წლიანი პატიმრობა ერგო იმ იმედით, რომ გარეთ დარჩენილები დაეხმარებოდნენ, მაგრამ სულ ტყუილად.
ყველაზე საინტერესო ამბავი ელიზას ციხეში ყოფნის პერიოდში მოხდა. მან შეიტყო, რომ მისმა ძებნილმა ქმარმა მათი მეზობელი და მისი ახლო მეგობარი ნანა მ. მოიყვანა მესამე ცოლად. თუმცა, ვინაიდან გია საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, ნანა თავად ჩავიდა მასთან. რამდენიმე თვეში კი ორსული მარტო დაბრუნდა საქართველოში. აღმოჩნდა, რომ გია ნ-მ დანაშაული იქაც ჩაიდინა და დააპატიმრეს, რის გამოც მისი მესამე ცოლი იძულებული გახდა, სახლში, მშობლებთან დაბრუნებულიყო.
ციხიდან გამოსულმა ელიზა ნ-მ, ქმრის ნაცვლად, სწორედ მასზე იძია შური. როგორც ჩვენებაში ხაზს უსვამს, გათხოვებამდე სწორედ ნანა იყო მისი გულშემატკივარი. მისი თქმით, ის და გია ერთმანეთს სწორედ ნანასთან ხვდებოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მის ქმარს გაჰყვა ცოლად.  ელიზა ნ-ს ჩვენებით, ნანაზე შურისძიება ამიტომ გადაწყვიტა და  განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მას ყველასგან მალულად ესტუმრა. როგორც ჩვენებებით ირკვევა, ძველი მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს თავიდან თბილად შეხვდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, პატიმრობიდან ახლადგამოსულს ნერვებმა უმტყუნა და მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ნანა მ-ს სასტიკად სცემა.
პოლიციამ  ელიზა ნ. გათავისუფლებიდან ზუსტად მეცხრე დღეს აიყვანა. დაუჯერებელია, მაგრამ ცემის გამო მას მხოლოდ ჯარიმა შეუფარდეს. თუმცა, ვინაიდან ციხიდან ვადაზე ადრე იყო გათავისუფლებული, წარსულში მოუხდელი სასჯელი დაემატა და საბოლოოდ, წელიწადი და 9 თვე განესაზღვრა.

скачать dle 11.3