კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სოდის ჯადოსნური თვისებები კოსმეტიკაში #47

ჩვეულებრივ სოდას ბევრი იყენებს სამზარეულოში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყენოს ის, როგორც კოსმეტიკური საშუალება. სოდის ეფექტურობაზე კოსმეტიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქვემოთ ამოიკითხავთ:
სახის სკრაბი – შეურიეთ სოდა წყალს პროპორციით 3:1 და გამოიყენეთ, როგორც სახის სკრაბი. შედეგი გაგაოცებთ.
გაწმინდეთ სავარცხელი – სავარცხლიდან ჭუჭყის მოცილება ძნელია, მით უმეტეს, თუ ის მრგვალია. შეურიეთ სოდა და წყალი ისე, რომ მიიღოთ სქელი, ფაფისებრი მასა. მოათავსეთ სავარცხელზე და ნელა გაწმინდეთ.
მოიშორეთ ნუნები – თუ ნუნების მოშორება გიჭირთ, სოდისა და წყლისგან გააკეთეთ ფაფისებრი მასა. აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი და მისი საშუალებით მსუბუქად გაიწმინდეთ ნუნები.
რბილი ფეხის ქუსლები – 3 სადილის კოვზი სოდა გახსენით წყალში და ჩააწყვეთ მასში ფეხები წყლის გაგრილებამდე. სოდა დაარბილებს და დაამშვიდებს ფეხის კანს და ქუსლებს.
გამონაყარი – შეურიეთ სოდა ლიმონის წვენს ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. მოათავსეთ გამონაყარზე, დაელოდეთ გაშრობას და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სიწითლე მალე გაქრება. გაითვალისწინეთ, ლიმონი კანს აშრობს, ამიტომ ბევრი არ მოგივიდეთ.
შავი წერტილები – სოდა არაჩვეულებრივად აცილებს შავ წერტილებს. შეურიეთ 1 სადილის კოვზი სოდა და მეოთხედი ჭიქა რძე. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უკეთესი შედეგისთვის შეგიძლიათ, პროცედურა გაიმეოროთ.

скачать dle 11.3