კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იძულებითი ძარცვა #47

ორივეს ერთად 150 დოლარი ჰქონდა... მაგრამ იმედით იყვნენ სავსენი. მთავარი იყო, დანიშნულების ადგილამდე ჩაეღწიათ. იქ კი სამუშაო და შესაბამისად, ფული ელოდათ. ბანკი პატარა იყო, მაგრამ მან, ვინც მათ ეს საქმე მისცა, უთხრა, რომ თითოს, მინიმუმ, ხუთი ათასი დოლარი ერგებოდა... ბენზინი თითქმის მილევამდე იყო, წინ კი დიდი გზა ჰქონდათ.
– პირველივე ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერე, – უთხრა ბენმა.
– ეშმაკმა წაიღოს, ნორტონ, იქნება აქ ბენზინგასამართი სადგური?!
– რაღაც მოჩანს... მარჯვნივ... გზიდან გადაუხვიე და ეგ არის.
ბენზინგასამართ სადგურზე სულ ორი ჩამოსასხმელი პუნქტი იყო. კიდევ რამდენიმე ნაგებობა და მომცრო კაფე... ნორტონი მანქანიდან გადავიდა, ჩამოსასხმელ პუნქტს მიუახლოვდა და ხმამაღლა შეიგინა.
– ბენ, აქ ბენზინი გაცილებით ძვირი ღირს.
– აბა, რას ელოდი, მგონი, ეს ბენზინგასამართი სადგური აქ ერთადერთია. ამიტომაც, მეპატრონე ფასს თავად ადებს. თუ ბენზინს არ ჩავასხამთ, სადმე, უდაბნოში დავრჩებით. ხვალ კი, ადგილზე უნდა ვიყოთ და საქმე გავაკეთოთ.
– ეშმაკმა დალახვროს, ბენ, ხომ იცი, როგორ ვცოფდები, როცა სულელად გამოვყავართ... შემიძლია, დანაშაულზეც კი წავიდე.
– მორჩი, ნორტონ, სამი თვეა, რაც ციხიდან გამოვედით. იქ დაბრუნება აღარ მინდა, – შეიჭმუხნა ბენი, – ბენზინს ჩავასხამთ და მშვიდად წავალთ, თუნდაც ეს ხუთი დოლარით ძვირი დაგვიჯდეს.
– ნუ ვწვრილმანდები, ჰო? ამისი თქმა გინდა? ნუ ნერვიულობ, არ მოვკლავ და არ ვცემ. ისე მომშივდა, ყავა ხომ არ დაგველია?
იქნებ სენდვიჩებიც ჰქონდეთ. თუ აქ ეს ოთხჯერ უფრო ძვირი იქნება?!
– ძალიან თუ გშია, ორი-სამი დოლარი სალაპარაკოც არ არის, –  ამოიოხრა ბენმა, – და საერთოდ, ფული გვაქვს. შეგვიძლია, თავი მათხოვრებივით არ ვიგრძნოთ.
ამასობაში, ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ (ის უფრო მექანიკოსს ჰგავდა, მანქანის ზეთში მოთხუპნული კომბინეზონით, ვიდრე ფულიან ტიპს) რეზინისმილიანი „პისტოლეტი“ ბენზინის ავზში ჩაყო და მოღუშულ ნორტონს გაუღიმა.
– ბოლომდე გავავსოთ, ხომ? ცნობისთვის გეტყვით, რომ უახლოესი ასი მილის მოშორებით, სხვაგან ბენზინს ვეღარ ჩაასხამთ. იმ მიზეზით, რომ ბენზინგასამართი სადგური არსადაა.
– იმიტომაც ყვლეფ აქ ხალხს? შეხედე, ბენ, მთელი შვიდი დოლარით მეტს ვიხდით ბენზინში. აქ რა, მარტო სუპერს ჰკიდით? ჩვეულებრივი რატომ არ გაქვთ?
– იმიტომ, რომ არ გვაქვს, – მხრები აიჩეჩა ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ, – ზეთი შეგიმოწმოთ?
ნორტონმა და ბენმა ერთმანეთს გადახედეს. მათი ცოდნა მანქანის მართვისა და გახეთქილ-დაშვებული საბურავის იქით ვერ მიდიოდა.
– თუ ზეთი არ გვექნება, მანქანა გაჩერდება? – გულუბრყვილოდ იკითხა ბენმა. ნორტონმა მას შეუბღვირა, მაგრამ მექანიკოს-მეპატრონეს მაინც ჰკითხა, – ანუ, ეს სავალდებულოა?
 – ჰო. ზეთი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ დიდი ხანია, არ გინახავთ.
– რამდენი დაგვიჯდება? – საქმიანად ჰკითხა ბენმა.
– თუ არ არის და ჩავამატე, თორმეტი დოლარი.
– კარგი, ამოიოხრა ბენმა და ნორტონს მიუბრუნდა, –  წამოდი, ყავა დავლიოთ, წამოდი... წამოდი... ფული გვყოფნის.
– ისე ნუ იზამ, სანამ დანიშნულების ადგილამდე ჩავალთ, ჯიბეში დოლარი არ გვედოს. აბუზღუნდა ნორტონი, მაგრამ ძმას კაფეში მაინც გაჰყვა... ბარში ქერად თმაშეღებილი, ნორმალურად ჩაცმული, მეტ-ნაკლებად სიმპათიური ქალი იდგა და ყავას ადუღებდა. კლიენტებს წინ პატარა ლანგრები დაუწყო და შეკვეთის მისაღებად მოემზადა.
– ყავა და სენდვიჩები... ის კაცი, ჩვენს მანქანას რომ დასტრიალებს, თქვენი შეფია?
– არა, ქმარი და საკმაოდ კარგი მექანიკოსია. დარწმუნებული იყავით, თუ ხელი მოჰკიდა, პრობლემა აღარ შეგექმნებათ.
– პრობლემები არც ახლა გვაქვს, – თქვა ბენმა და სენდვიჩი ჩაკბიჩა. სანამ ლუკმის გადაყლაპვას მოაწსრებდა, კაფეში მექანიკოსი შემოვიდა. ხელებში რაღაც ჭუჭყიანი, უცნაური ნივთი ეჭირა.
– კიდევ კარგი, რომ ისე არ გაგიშვით. ზეთი არ იყო, ზეთის ფილტრი კი, თავად ნახეთ, რა მდგომარეობაშია. გამოვცვალე, რადგან ორ მილსაც ვერ გაივლიდით, რომ ცეცხლი გაგიჩნდებოდათ.
– მართლა? – დაეჭვებით იკითხა ნორტონმა.
– ჰო. ათი დოლარისთვის ღირს რისკზე წასვლა?
– არა, რა თქმა უნდა, – სწრაფად წამოიძახა ბენმა და ძმას მკლავში წაავლო ხელი, – მორჩით? შეგვიძლია, წავიდეთ?
– არც კი ვიცი, გითხრათ თუ არა, – კეფა მოიქექა მექანიკოსმა, – მაგრამ ჩემი ვალია, გაგაფრთხილოთ, გადაცემათა კოლოფის „რემენი“ მოშვებულია და სადაცაა გაწყდება, უნდა გამოიცვალოს.
– რაო? ნორტონი ჭარხალივით გაწითლდა.
– თუ გრძელ გზაზე მიდიხართ, ასეთი „რემენით“ სიარული ძალიან საშიშია. როცა გამოვცვლი, გაჩვენებთ.
– აჰა, – ბენი უკვე გონებაში ითვლიდა დარჩენილ თანხებს... და, ეს რა დაგვიჯდება?
– სულ რაღაც ოცდახუთი დოლარი... – აუღელვებლად თქვა მექანიკოსმა.
– კარგი, გამოცვალე და საერთოდ, თუკი მანქანას რამე პრობლემა აქვს, ყველაფერი მოაგვარეთ.
როცა მექანიკოსი გავიდა, ნორტონი ძმას ეცა.
– გაგიჟდი? გაგვყვლეფს... ახლა კი მართლა ვეღარ ჩავაღწევთ იმ ოხერ ბანკამდე, – ნორტონმა კბილები გააღრჭიალა და როცა სენდვიჩებისა და ყავის საფასურს დახედა, მაგიდის ზედაპირს მუშტიც დაჰკრა, – ასეთ ძვირად ღირებულ სენდვიჩებს მთელ ამერიკაში ვერსად ნახავთ.
ამ არემარეზე სენდვიჩებს სხვაგან არ აკეთებენ, – მშვიდად გამოსძახა ბარიდან ქალმა.
– ბენ, ეს ცოლ-ქმარი ნამდვილი ყაჩაღები არიან, – თქვა ნორტონმა.
– მაგას მეც მივხვდი, ძმაო და შესანიშნავი გეგმა მაქვს. წარმოიდგინე, რამდენი ფული ექნებათ. თანაც, სულ ნაღდი. მეეჭვება ან ცოლი, ან ქმარი ყოველკვირა ბანკში მირბოდნენ ჩეკების გასანაღდებლად. თან, ასეთ ტიპებს უყვართ, როცა ფული ყოველთვის მათთანაა. დარწმუნებული ვარ, პირველებს არ გვექცევიან ასე.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ ბანკის გასაძარცვავად წასვლა არაფერში გვჭირდება. ამ ტიპმა გვაიძულა, ძარცვა აქვე მოგვეწყო. იმიტომ რომ, მან პირველმა დაიწყო. პისტოლეტი ადგილზე გაქვს?
– როგორც ყოველთვის, – გაიცინა ნორტონმა.
– მაშინ ყავა დავლიოთ და ხელსაყრელ მომენტს დაველოდოთ.
მექანიკოსი ხელების ფშვნეტით შემოვიდა.
– ასე... ახლა შეგიძლიათ, მშვიდად გაემგზავროთ. თქვენზე სულ ორას სამოცდაჩვიდმეტი დოლარია.
– მშვენიერია... – ბენმა და ნორტონმა ქამრიდან პისტოლეტები ამოიღეს, – აბა, მშვიდად... ერთი სიტყვა და ორივე მკვდარი ხართ. თუმცა, რომც იყვიროთ, ვერავინ დაგეხმარებათ. ეს შეიარაღებული ძარცვაა. თქვენ ბოროტად ისარგებლეთ ჩვენი მიმნდობლობით და გულუბრყვილობით. ამისთვის კი უნდა გადაიხადოთ. სასწრაფოდ ფული გამოიტანე, მეგობარო... მერე კი პროფესიონალის შეკეთებული მანქანით მშვიდად ვიმგზავროთ, გაცილებით მშვიდად.

скачать dle 11.3