კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა აქვთ დეა ადამიასა და დონალდ ტრამპს და როდის აპირებს ის საქართველოს პრეზიდენტობას #47

მედეა ადამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოები ყოველთვის არის საზოგადოების განხილვის საგანი... მან კიდევ ერთხელ აალაპარაკა ხალხი დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით... ის ტრამპის აქტიური მხარდამჭერი გახლდათ და გამარჯვებამდე ყოველდღე აქვეყნებდა მის მხარდამჭერ თუ გამარჯვების მისალოც ტექსტებს... საიდან იცოდა დეამ, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა და როგორ მოიგო მან ჩვიდმეტი ათასი ,ტრამპზე დადებული ფსონით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ
მედეა ადამია: შანხაიში, ერთ–ერთი სამშენებლო ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე ვარ. ასევე, მაქვს  მეორე სამსახური – დავიწყე ჩემი პირადი ბიზნესი... ბავშვობიდან მიყვარდა ესკიზების ხატვა, თან საქართველოში დეფიციტია გემოვნებიანი და ხელმისაწვდომი ტანსაცმელი. დავიწყე ტანსაცმლის ხაზის წარმოება, რომელიც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის კოლექციას  მოიცავს. შევქმენი საკუთარი ბრენდი სახელწოდებით – „მედეა და ამადეო“ – მედეა ჩემი სახელიდან გამომდინარე და იასონი უხერხული იქნებოდა, ამიტომ ავიღე ამადეო, რაც იტალიურად „ღვთის რჩეულს“ ნიშნავს. ჩინეთის, საუდის არაბეთის, სტამბოლის, მაროკოსა და სხვადასხვა ცნობილ ბაზარზე გადის ექსპორტით. დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა ჩემს ნაწარმს. მალევე მოიხვეჭა სახელი ბრენდმა ჩინეთის ბაზარზე. იკერება იმავე ქარხანაში, სადაც „ზარა“ და „მანგო“. ჩინეთში ქსოვილები გადის ტესტირებას, რამდენად სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ახლა შანხაიში ვგეგმავ ახალი მაღაზიის გახსნას. ასევე, საქართველოში გავხსნი პატარა ვინტაჟური სტილის ბუტიკს. უახლოეს მომავალში აქსესუარების ხაზსაც გამოვუშვებ.  ჩემს ბრენდს სამ წელიწადში მივიყვან იმ ეტაპამდე, რომ გასწრებული თუ არა, გათანაბრებული იყოს, ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა: „არმანი“, „დოლჩე გაბანა“ და ასე შემდეგ. ასევე, მესამე სამსახურიც მაქვს, ვატარებ ინგლისურის ლექციებს ჩინეთში. ვფიქრობდი: ჩემი ინგლისურის მასწავლებლობა რომ გაიგოს ქართველმა ხალხმა, ვისაც ჩემი ინგლისური მოსმენილი აქვს ვიდეოებიდან–მეთქი... მაგრამ, მე კარგად ვიცი ინგლისური და ვიდეოებში მხოლოდ მინიონების შარჟს ვაკეთებდი.
– დონალდ ტრამპის  აქტიური მხარდამჭერი იყავი. ფსონიც კი დადე მის გამარჯვებაში დარწმუნებულმა და მოიგე კიდეც...
– ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ტრამპი ჩემი მონათესავე სულია. ჩემსავით იმდენად სუფთა და მართალი პიროვნებაა, იმდენ სიმართლეს ამბობს, რომ ყოველთვის დავუჭერ მხარს ასეთ ადამიანს. მას ძალიან უყვარს ამერიკა და ამერიკელი ხალხი... ერთ დღეს მივედი სამსახურში და ვხედავ, ფსონებს დებენ. მე ვერ შემომკადრეს და გაკვირვებულმა თვითონ ვიკითხე, რა ფსონებს დებთ–მეთქი. ჰილარისა და ტრამპის გაპრეზიდენტებაზე, რომელი გაიმარჯვებსო.  თქვენ ვინ გგონიათ, ვინ მოიგებს–მეთქი. რა თქმა უნდა, ჰილარი, ტრამპს ვინ დაუჭერს მხარს, მაგ გადარეულსო. ყველამ ჰილარიზე დადო, ტრამპზე არავის დაუდია. ჰოდა, მე დავდებ–მეთქი და ისე დარწმუნებულმა დავდე ის თანხა, ზუსტად ვიცოდი, უკან დამიბრუნდებოდა – მოვიგე კიდეც ჩვიდმეტი ათასი. ტრამპზე საერთოდ აღარ ვფიქრობდი და იმ ღამეს მესიზმრა: მთელი ამერიკა შოკშია,  დარბიან გაოგნებული. ტრამპი კი ამ დროს ბედნიერი, გაბრწყინებული სახით „როკენროლს” ცეკვავდა. მეორე დღეს რომ მივედი სამსახურში, ყველას ვუთხარი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს–მეთქი. გაპრეზიდენტებამდე სამი კვირით ადრე, ყოველდღე ვდებდი გამარჯვების მისალოც პოსტებს ტრამპისადმი. – ტრამპ, გილოცავ, ტრამპ, ნომერ პირველი ხარ და ასე შემდეგ. რომ გაიმარჯვა, სამსახურში არავინ დარჩენილა, ყველა მე მირეკავდა... სულ ვნახულობ ასეთი მნიშვნელოვანი დატვირთვის სიზმრებს, თან ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. სულ წინასწარ ვგრძნობ, რა მოხდება... ზუსტად ვიცი, რომ ამ წელს მე და ტრამპს შეხვედრა მოგვიწევს ამერიკაში. მშენებლობასთან დაკავშირებით  მაგზავნიან სამსახურიდან ჯერ სიდნეიში, მერე ოჰაიოს შტატში და ვიცი, ტრამპს შევხვდები. უკვე იქიდან შემოგთავაზებთ საქმიან ლაივ–ვიდეოს ტრამპთან ერთად...
– როგორც ვიცი, პრეზიდენტობას შენც აპირებ...
– ახლა პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლებები, ასეთი არა, თორემ პრეზიდენტიც ვიქნები და იმპერატორიც. ისე, აუცილებლად შევქმნი პარტიას, სახელწოდებით „ჩვენი სამშობლო“ და თუ ხალხის ნება იქნება, გავხდები პრეზიდენტი, ქალი მმართველი – თამარის ხანა კარგად ახსოვს საზოგადოებას და რატომაც არა, შევქმნი ისეთივე ძლიერ სახელმწიფოს, როგორიც ჩინეთია. სოციალური წყობითა და სოფლის მეურნეობის აღორძინებით გავასწორებ ჩემს ქვეყანას წელში.
– ძალიან გიყვარს სტალინი. როგორ ჩამოგიყალიბდა მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება?
– ყოველთვის გვქონდა ოჯახში მისადმი მოწიწება და პატივისცემა. ჩვენს ოჯახში სამაგიდო წიგნი იყო ბიბლია და სტალინის ბიოგრაფია. ერთ დღესაც, რომ გადავშალე და წავიკითხე, ძალიან შემიყვარდა. სტალინი რომ ცოცხალი იყოს, ის უშველიდა ჩვენს ქვეყანას. ჩემთვის სტალინი ძალიან საამაყოა და ასევე, მისი მეგობარი ბერია. მეც ვამაყობ და ჩემი შვილები და შვილიშვილებიც იამაყებენ სტალინით. ჩინეთში, კაბინეტში მაქვს საქართველოს დროშა და სტალინის ბიუსტები. ასევე, ქართული ბზა და ვენახი დავრგე სამსახურის ვერანდაზე. რომ მეკითხებიან, საიდან ხარო, ვეუბნები, დიდი ბელადის, სტალინის ქვეყნიდან–მეთქი. იქ ვარ გოგონა – სტალინის ქვეყნიდან. სტალინის დაბადების დღეზე დედაჩემი სულ ჩადის გორში. მეც ყოველთვის ჩავდივარ, როცა ვახერხებ. მე, საერთოდ, ძლიერი პიროვნება ვარ და მიყვარს ძლიერი ადამიანები... ყოველთვის დავდივარ მათ საფლავებზე და ვთხოვ, რომ მეც გადმომილოცონ მათი სიძლიერე. მე მწამს ზებუნებრივი ძალების, უფლის და იმ ადამიანების, რომელთაც უფალმა ეს სიძლიერე უბოძა... ამას წინათ მე და დედაჩემმა სტამბულში ვიმოგზაურეთ. დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები და რომ მივედით სულთან სულეიმანისა და ჰიურემ სულთნის აკლდამასთნ, ხელები აღვაპყარი. დედაჩემი გაოგნდა, რას შვღებიო. მე ვუთხარი დამაცადე, მისმინე-მეთქი და დავიწყე – სულთან სულეიმანო, მართლია, შენი გენის არ ვარ, მაგრამ გამომიგზავნე შენსავით ძლიერი პიროვნება ჩემს მეორე ნახევრად-მეთქი. რაღაც მატერიალური კი არა, რეალური ადამიანი ვთხოვე. მე იმდენად ძლიერი ვარ, ძალიან მინდა, გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში ჩემსავით ძლიერი, ჩემი თანასწორი მიჯნური, რაც მთავარია, კარიერისტი ადამიანი. მე ისეთი ინტუიცია მაქვს, ქუჩაში რომ შემხვდეს და ჩამიაროს, მას აუცილებლად ვიგრძნობ. გავაჩერებ და ვეტყვი: გაჩერდი, შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ.
– შენი და დუბაის პრინცის რომანზე ბევრს ლაპარაკობდნენ...
– დიახ, სამსახურიდან მივლინებაში დუბაიში უკვე რვაჯერ გამაგზავნეს და პრინცს მართლაც შევხვდი, რომელმაც ძალიან თბილად მიმიღო. ვიტყოდი, ქართული შეხვედრა მომიწყო–მეთქი, მაგრამ ქართველს ვერავის შევადარებ. უცხო რჯულის ადამიანს ვერასდროს გავყვები ცოლად და სისხლს ვერ აღვრევ. როდესაც გათხოვებას გადავწყვეტ, ბოლომდე გამოვიძიებ მის გენიალოგიას, რადგან იმდენმა ვინმემ არია სისხლი, მინდა ჩემმა შთამომავლებმა მაინც შეინარჩუნონ ქართული გენეტიკა. მე ძალიან ტრადიციული ვარ. მირჩევნია, ქართველი იყოს და არა – პრინცი, ჩემი პრინცესობაც მეყოფა.  თორემ თუ ქართველებს გვყავს უცოლო პრინცი, რატომაც არა. მე ზუსტად ვიცი, რომ ვიქნები არანორმალურად მოსიყვარულე და ჩემს მეორე ნახევარზე გადამკვდარი. მის მიმართ დედობრივი ინსტიქტიც მექნება და მინდა, ბევრი შვილი მყავდეს.

скачать dle 11.3