კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ შეკრულობას #47


შეკრულობა კუჭის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელსაც არ აქვს განსაზღვრული ასაკი. ის აწუხებს როგორც ბავშვს, ისე საშუალო ასაკის ადამიანს და მოხუცს. სიმპტომებია: შებერილობა, მჟავიანობა, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, სუნთქვის გართულება, აკნე, წყლულები პირში. მკურნლაობის ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიუმჯობესოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა და შეკრულობისგანაც ავტომატურად გათავისუფლდებით. ამის მიღწევა საკუთარი ძალებით სახლის პირობებიც შეგიძლიათ.
1. ლიმონი
ლიმონის წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა შეკრულობის დროს. ის ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას. შედეგად, მკურნალობა ხდება მარტივი და კომფორტული.
გაჭერით ლიმონი შუაზე, ნახევრიდან გამოწურეთ  წვენი და დაასხით მას ერთი ჭიქა თბილი წყალი. თუ გნებავთ, ასევე დაამატეთ სულ ცოტა მარილი ან თაფლი. დალიეთ ის დილით, უზმოზე. საღამოსაც შეიძლება, თუმცა უკეთესი შედეგი დილით აქვს. თუ ამ პროცედურას რეგულარულ სახეს მისცემთ, თქვენთვის სასურველ შედეგს რამდენიმე დღეში მიაღწევთ.
2. ცერეცოს თესლი
ცერეცოს თესლი კარგია კუჭ-ნაწლავის სისტემის ყველანაირი პრობლემისას. ის აძლიერებს მომნელებელი კუნთების მოქმედებას. ერთი ჭიქა კამის თესლი ოდნავ შეწვით, დაფქვით და შეინახეთ თავდახურულ მინის ჭურჭელში. ყოველ დილით აიღეთ ნახევარი სუფრის კოვზის ოდენობით, დაასხით ერთი ჭიქა თბილი წყალი და დალიეთ.
3. ლეღვი
ლეღვი გამოიყენება ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის, მაგალითად, როგორიცაა, შეკრულობა. კარგია თუ მას ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ. არ აქვს მნიშვნელობა, ახალი თუ გამხმარი სახით. აიღეთ სამი ნუში და ერთი ლეღვის ჩირი, დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ დაახლოებით სამი საათი. მოაშორეთ კანი და მიიღეთ ეს პასტა ძილის წინ.
4. აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი  თავიდან აგაცილებთ კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მისი ექსტრავაგანტური მასტიმულირებელი და საფაღარათო ბუნება ხელს უწყობს  მცირე და მსხვილი ნაწლავის სტიმულირებას, რის გამოც, ნაწლავის მოძრაობა უმჯობესდება. მიიღეთ ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი უზმოზე. თუ არ მოგწონთ მისი გემო, შეგიძლიათ, ხილის წვენთან ერთად დალიოთ. სულ რამდენიმე საათია საჭირო, რომ შვება იგრძნოთ. მაგრამ, გახსოვდეთ, მისი ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან გვერდით მოვლენებს იწვევს.
5. თაფლი
თაფლის დადებით თვისებებზე საუბარი ზედმეტია. ერთ-ერთი, რომელზედაც ის სასიკეთოდ აისახება, კუჭ-ნაწლავის სისტემაა. ორი სუფრის კოვზი დღეში სამჯერ. ლიმონის წვენში ან წყალში გაზავებული კი დილით უზმოზე.
6. სელის თესლი
სელის თესლი კარგი სამკურნალო საშუალებაა, როგორც მსუბუქი, ისე ძლიერი შეკრულობისას. აურიეთ ის ერთ ჭიქა თბილ წყალში, დატოვეთ სამი საათით და მიიღეთ დილაობით, ყოველდღიურად. მალე თქვენი ნაწლავების მოქმედება უკეთესი გახდება.
7. ყურძენი
შეკრულობისას ყურძენიც ძალიან კარგი საშუალებაა და თან, მარტივად ხელმისაწვდომი. ჭამეთ ან დალიეთ მისი სუფთა წვენი ყოველდღიურად. შესაძლებელია, ყურძნის წვენი მოხარშოთ რძესთან ერთად და საღამოს დალიოთ. ამ მეთოდს უფრო ბავშვებისთვის იყენებენ. თუ ზამთარია და ყურძენი რთულად მოსაპოვებელია, შეგიძლიათ, ის ქიშმიშით ჩაანაცვლოთ. გააჩერეთ ქიშმიში ორი დღის განმავლობაში წყალში  და წყალიც და ქიშმიშიც მიიღეთ უზმოზე.
8. ისპანახი
ისპანახი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის გაწმენდას, აღდგენასა და რეგენერაციას.  მიირთვით ის სურვილისამებრ, უმი ან მოხარშული სახით. მძიმე შეკრულობისას, აურიეთ  ჭიქა-ნახევარი ისპანახის წვენი და ნახევარი ჭიქა წყალი. სვით რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველდღიურად.
9. შაქრის ან შაქრის ჭარხლის ბლანტი ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ინგრედიენტია, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას, მაგრამ ამავე დროს, მაღალკალორიულია. მიიღეთ ის ერთი სუფრის კოვზის ოდენობით დაწოლამდე, რამდენიმე საათით ადრე. თუ გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ, აურიოთ რძეში. ან იმავე რაოდენობის კარაქში, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიიღეთ დილით, უზმოზე.
10. კვება
შეკრულობისას მიირთვით:  ლობიო, სტაფილო, კარტოფილი, ყავისფერი ბრინჯი, ახალი ხილი და მწვანე, ფოთლოვანი ბოსტნეული; მზესუმზირის თესლი, გოგრის თესლი, ბარდა, ბროკოლი,  და ასე შემდეგ... მიიღეთ ბევრი სითხე – დღეში რვა-ათი ჭიქის ოდენობით მაინც. არ დაგავიწყდეთ უზმოზე წყლის დალევა. დილით კარგია, თუ დალევთ ონკანის და არა მაცივრის წყალს. ასევე, ძალიან კარგია ბოსტნეულისა და ხილის წვენები, რაც ჯანსაღია და უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლურ სასმელებს.

როგორ ვუშველოთ გაუხეშებულ ქუსლებს
გამომშრალი, გაუხეშებული, დაბზარული ფეხის ქუსლები, სამწუხაროდ, ბევრისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებული სიმწვავით ზამთარში იჩენს თავს. ერთია, რომ ეს დისკომფორტს ქმნის და უსიამოვნოა, თანაც გაზაფხულისა და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, როცა უკვე ღია ფეხსაცმლის ტარებას ვიწყებთ, განსაკუთრებით ვზრუნავთ ფეხების ვიზუალზე. არსებობს უამრავი კოსმეტიკური საშუალება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ ეს არცთუ ისე მცირე თანხებს უკავშირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შეგვიძლია, სახლის პირობებში, ძალიან მარტივად და იაფად ვუმკურნალოთ ფეხებს.
ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ ლიმონი. ლიმონი კარგად აფიქსირებს დაზიანებულ და დახეთქილ ქუსლებს. აირჩიეთ დიდი ზომის ლიმონი, გაჭერით შუაზე. გამოწურეთ წვენი, მაგრამ დატოვეთ რბილობი. თითოეულ ნახევარში მოათავსეთ ქუსლი და ჩაიცვით წინდები. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იყავით ამ მდგომარეობაში. ცოტა უხერხულია ლიმონიანი ქუსლებით სიარული, ამიტომ ეს ნახევარი საათი მწოლიარემ ან მჯდომარემ გაატარეთ.
ნახევარი საათის შემდეგ, მოიშორეთ ლიმონი და ნახავთ, რომ ლიმონის მჟავამ მკვდარი უჯრედები მოგაშორათ და კანი დაგირბილათ. ყველაზე უხეში და დაბზარული ნაწილიც კი, ძალიან რბილი და გლუვი გახდება. ქუსლებზე კი ლიმონის სასიამოვნო სუნი გექნებათ. თუ, რა თქმა უნდა, მისი სუნი საერთოდ განიჭებთ სიამოვნებას.
რბილი და ლამაზი ქუსლების დიდხანს შესანარჩუნებლად, კარგი იქნება თუ მას მცენარეული ზეთით დაიმუშავებთ.

სიმსუქნის, თირკმლის ქვებისა
და დერმატიტის მკურნალობა ნიახურით შეიძლება
ნიახური შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს: C ვიტამინს (ასკორბინის მჟავა), A, B ჯგუფის ვიტამინებს, K და PP ვიტამინებს.
მინერალური შემადგენლობის მიხედვით, ნიახურს შეიძლება ეწოდოს სრულიად უნიკალური ქარხანა – თუთია, კალიუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის და ფოლიუმის მჟავა, კაროტინოიდები. ასეთი მდიდარი ვიტამინებისა და მინერალური შემადგენლობა  განსაზღვრავს ნიახურის  სამკურნალო თვისებებს.
თერაპიული ეფექტი ნიახურს აქვს მისი შემადგენელი სპეციალური ნივთიერების წყალობით, რომელიც არეგულირებს სისხლში წნევას, აუმჯობესებს ორგანიზმის თავდაცვით უნარს, ეხმარება მას ინფექციების გამკლავებაში. ნიახური არის კარგი დამხმარე  მომნელებელი სისტემის მუშაობაში, აუმჯობესებს მეტაბოლოზმს. ნიახური უნდა გამოიყენოთ თირკმელებისა და ნაწლავების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აქვს ცხიმების გაწმენდის უნარი. ასევე დევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს.
თუ ძლიერი ნერვული დაძაბულობა, ბევრი ემოციური სტრესი, ძილის დარღვევა და სხვა  ნერვული პრობლემები გაწუხებთ, მიიღეთ ნიახური და ის გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას. გამოიყენეთ ნიახურის ინფუზია. ოც გრამ ნიახურს დაასხით  ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თხუთმეტი წუთი და მიიღეთ ნახევარი ჭიქა. გაიმეორეთ დღეში სამ-ოთხჯერ.
ნიახური არაჩვეულებრივი საშუალებაა გონებრივი დაღლილობის მოსახსნელად. ამ მიზნით განსაკუთრებით სასარგებლოა ნიახურის ფესვები. ოც გრამ ხმელ ფესვებს  (დაფქული) დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი, ხარშეთ ნახევარი საათი. გააცივეთ და წინა შემთხვევის მსგავსად, დღეში სამი-ოთხჯერ მიიღეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით. ამ შემთხვევაში, სასარგებლოა ფოთლებიც  და მისი ბულიონიც, მაგრამ ფესვებს საუკეთესო მოქმედება აქვს.
როცა საქმე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს ეხება, სასარგებლოა შემდეგი ინფუზია: აიღეთ ორი სუფრის კოვზი ნიახურის ხმელი ფესვები, დაასხით ერთი ჭიქა ცივი, გადადუღებული წყალი და გააჩერეთ ორი საათის განმავლობაში. დალიეთ ჭიქის მესამედი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
თირკმლის ანთებითი დაავადებები დროს აიღეთ ახლად გამხმარი და სურნელოვანი ნიახურის თესლი. ორ სუფრის კოვზ თესლს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი და ხარშეთ ნახევარი საათი. მიიღეთ სამი სუფრის კოვზი დღეში ორ-სამჯერ. ეს ნაყენი კარგია წინასაოპერაციო პერიოდშიც. დაახლოებით იგივე რეცეპტი შეგიძლიათ გამოიყენოთ პროსტატის დროსაც, მაგრამ ორი სუფრის კოვზის ნაცვლად, აიღეთ ოცი გრამი ხმელი ნიახური და ნაყენი მიიღეთ ორი სუფრის კოვზის რაოდენობით დღეში სამ-ოთხჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. აღნიშნული ნაყენი, ასევე გაგიუმჯობესებთ სასქესო ორგანოებში სისხლის მიწოდებას და მენსტრუაციის დროს ტკივილს მოგიხსნით. კარგია მათთვისაც, ვისაც ალერგიული დერმატიტი აწუხებს. ნიახურის წვენი, ასევე მკურნალობს კანის დაზიანებებსა და ჭარბ წონას.

ვარიკოზული ვენების მკურნალობა პომიდვრით
ადამიანთა უმეტესობა იცნობს პომიდვრის სასარგებლო თვისებებს, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მისი დახმარებით ვარიკოზული ვენების განკურნება შეიძლება.
პომიდვრის საშუალებით, ვარიკოზული ვენების მკურნალობის ორი გზა არსებობს: წითელი და მწვანე პომიდვრის გამოყენებით.
აიღეთ მწვანე პომიდორი, კარგად გარეცხეთ და დაჭერით საშუალო ზომის რგოლებად. დაიდეთ რგოლები ვარიკოზულ ვენებზე და საჭიროების შემთხვევაში, დაიმაგრეთ თასმით. გაიჩერეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ. როგორც კი დისკომფორტი შეგექმნებათ და წვას იგრძნობთ, მაშინვე მოიშორეთ და დაიბანეთ ცივი წყლით.
სასურველია, ეს პროცედურა დღეში ხუთჯერ ჩაატაროთ და შედეგს ძალიან მალე მიიღებთ.
რაც შეეხება წითელ პომიდორს, ამ შემთხვევაშიც იგივე პროცედურის ჩატარება მოგიწევთ. მწიფე პომიდორი უნდა გარეცხოთ, წვრილად დაჭრათ და დაიდოთ ვენებზე 3-4 საათის განმავლობაში, თასმით მიბმული. გარკვეული დროის შემდეგ, უმჯობესია, პომიდვრის ახლით ჩანაცვლება. სასურველია, ეს პროცედურა შუადღით, ან საღამოთი ჩაიტაროთ.
გარდა ამისა, პომიდვრის ფლავონოიდები ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

скачать dle 11.3