კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დოდო ჩარჩხალია: მადლობა უფალს, რომ ადამიანებისადმი თანადგომის ბედნიერების ღირსი გამხადა #46

ქალბატონი, რომლის სახელიც სიკეთეს, სათნოებასა და ადამიანების უანგარო დახმარებასთან ასოცირდება. დოდო ექიმის თავმდაბლობაზე, უდიდეს სითბოსა და ქველმოქმედებაზე უამრავი ადამიანი ლაპარაკობდ. თუმცა, თვითონ ქალბატონ დოდოს ამაზე აქცენტირება  არ უყვარს. მიაჩნია, რომ ადამიანების  საკეთებელი საქმე ისედაც სიკეთის ქმნაა. განსაკუთრებით მძიმეა მისთვის  აფხაზეთის თემა – მიტოვებული სახლი, მამის საფლავი, გადახვეწილი ნათესავები... უამრავ დევნილს, აფხაზეთში მებრძოლს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს მიუღია დახმარება ისე, რომ დღემდე არ იციან, ვისგან იყო. ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს, ექიმი  დოდო ჩარჩხალია, ფოთისკენ გზად მიმავალი შემთხვევით შემხვედრ დაზარალებულებს სასწრაფო დახმარებით ეხმარებოდა. ეს  გმირი ქალბატონი, ფოთის ტუბდისპანსერის დირექტორი, ქალბატონი ზეინაბ (დოდო) ჩარჩხალიაა. ის გახლავთ ფოთის საპატიო მოქალაქე, დასახელებულია წლის ექიმად და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
მინი-დოსიე: დაიბადა ჩხოროწყუს რაიონში. პირველი საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, სწავლა ქალაქ ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა, რომელიც 1974 წელს წარჩინებით დაამთავრა. სხვადასხვა წელს მუშაობდა ოჩამჩირის, ჩხოროწყუს, ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებებში თერაპევტად, უბნის თერაპევტად, განყოფილების გამგედ, კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად. 1992 წლიდან დღემდე ფოთის ტუპდისპანსერის დირექტორია.  ქალბატონი ზეინაბი ექიმად ჯერ კიდევ სტუდენტობის  ბოლო კურსზე „მოინათლა”, როცა რამდენიმე სტუდენტთან ერთად, ქალაქის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში სამუშაოდ მიავლინეს, ეს საკუთარი თავის გამოცდის პერიოდი იყო. მას შემდეგ, დღემდე, დიდი პასუხისმგებლობის განცდა თითოულ პაცინეტთან მიმართებაში მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ფოთის  ტუბდისპანსერში ქალბატონ დოდოს სამუშაო კაბინეტის კარი ყველასთვის ღიაა. თითქმის ყველა პაციენტს იცნობს პირადად და ისინიც ქალბატონ დოდოს  საოცრად ემადლიერებიან. ქალბატონი დოდოს ბუნებიდან გამომდინარეა, რომ ახალგაზრდა ავადმყოფებს ის შვილივით ექცევა, უფრო ასაკოვანთ კი – მეგობარივით. მიაჩნია, რომ  ხშირად ეს ურთიერთობები ბევრ მედიკამენტზე ეფეტურად მოქმედებს. მისი დამსახურებაა, რომ „დოდო ექიმის”  სწამთ და სჯერათ. ახალგაზრდა, წითური გოგონა შემოდის კაბინეტში  და სიყვარულით სავსე სიტყვებით მიმართავს მას.  ჩვენ გასაგონად კი ამბობს: „განწირული ვიყავი, რომ არა დოდო ექიმი. სიცოცხლე მაჩუქეთ, დოდო ექიმო. ღმერთი ამას არ დაგიკარგავთ.”
უფრო ასაკოვანი მამაკაცი – თ.ქ.  კი გარეთ მოგვყვება და გვთხოვს, მისი აზრი დავაფიქსიროთ: „სანამ ცოცხალი ვარ, მისი მადლიერი ვიქნები. ეს ქალი ღმერთისგანაა კურთხეული. შვილი გადამირჩინა, უფალმა შვილები დაულოცოს!”
შვილები ქალბატონი დოდოსთვის უპირველესია. ირაკლი ჯალაღანია – მისი ვაჟი 14 წლის უკვე თსუ-ს სტუდენტი იყო, სწავლა აშშ-ში განაგრძო. არის სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, იურისტი.  ირაკლის ტყუპისცალი – ლევანი კი იურისტია, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი. ქალიშვილი – თამარი დედის სპეციალობას ეზიარა. მედიცინას სწავლობდა გერმანიაში, თბილისში. რეზიდენტურა კარდიოლოგიის სპეციალობით გაიარა კიევში. ქალბატონი დოდოს სიამაყე მისი შვილიშვილებია – ისეთივე მზრუნველი ბებიაა, როგორიც დედა, მეუღლე და ექიმი.
როგორც ექიმი და ტოპ-მენეჯერი, ქალბატონი დოდო პასუხიმგებლობით აღსავსეა. განსაკუთრებულია მისი ურთიერთობები დანიის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჯვრის” პრეზიდენტთან, ქალბატონ  რაუნჰილ პეტერსენთან. ეს ქალბატონი წლების განმავლობაში უდიდეს დახმარებას უწევდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასა და მოსახლეობას მთელი საქართველოს მასშტაბით. მათ შორის, ახორციელებდა ექიმების სამუშაო ვიზიტით მიწვევებს სწორედ ამ პროექტის ფარგლებში. ქალბატონი დოდო რამდენჯერმე იმყოფებოდა  ოლბორგის კოპენჰაგენის კლინიკებში  სამუშაო ვიზიტით.
დოდო ჩარჩხალია: სიკეთის გაზომვა არ არსებობს. მშიერ ადამიანს, რომელსაც ერთი თვეა, საჭმელი არ უჭამია, წინ რომ ერთი ნაჭერი პური და 1 მილიონი დოლარი დაუდო, ან ერთი უნდა აირჩიო და ან მეორეო, ის ერთ ნაჭერ პურს აირჩევს. მე ექიმი ვარ, მკურნალი. ეს სიტყვა ძალიან დიდი მოცულობისაა – სულისა და სხეულის  განკურნებაა ჩემი სპეციალობა. ექიმობა მხოლოდ მედიკამენტის დანიშვნა არაა. ჩემთან ადამიანები მოდიან ტკივილით და მე ვალდებული ვარ, მათ ვუწამლო. ეს დიდი ბედნიერებაა, განუზომელი ბედნიერებაა, გაიმარჯვო ავადმყოფობაზე. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ტუბდისპანსერის მესაკუთრე  გვიქმნის  ყველა ხელშესახებ პირობას და კომფორტს. დიდი მადლობა ამისთვის კომპანია   „ბლოკ ჯორჯიას“, ყველა პაციენტის სახელით.
ნებისმიერ დარგში კარგ სპეციალისტად, პროფესიონალად ჩამოყალიბებას დიდი შრომა და მონდომება სჭირდება. ექიმს კი, ყოველივე ამის გარდა, თუ ადამიანებისადმი დიდი სიყვარულის, სითბოს, სხვისი ტკივილის, წუხილის გათავისების ნიჭი  არ აქვს, წარმატებას ვერ მიაღწევს. მადლობა უფალს, რომ ადამიანებისადმი თანადგომის ბედნიერების ღირსი გამხადა.

скачать dle 11.3