კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაადო ქეთი ქარდავამ საკუთარ ქორწილს „გრიფით საიდუმლო“ და როგორ მიულოცა მას გათხოვება ჯეიმს აპატურაიმ #46

ჟურნალისტ ქეთი ქარდავას და მიშკა პერტენავს 5 ნოემბერს ქორწილი ჰქონდათ, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზი, ხალისიანი და ორიგინალური გამოვიდა. წყვილმა ყველას სიურპრიზი მოუწყო და ქორწილში წინა დღეს დაპატიჟა. შესაბამისად, მათი „ნიუსი” ყველასთვის მოულოდნელი და განსაკუთრებული იყო. მე ამ მშვენიერ წყვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ დაქორწინებას და უდიდეს ბედნიერებასთან ერთად, ვუსურვებ, მუდამ ასეთი ლამაზი სიყვარული ჰქონოდეთ ერთმანეთის მიმართ.
ქეთი ქარდავა: ჩემი ქორწილი ყველასთვის სიურპრიზი იყო, რადგან უახლოესი ადამიანებისთვისაც არაფერი მითქვამს ქორწილის და ზოგადად, არც ჩვენი ურთიერთობის შესახებ. მინდოდა, ყველასთვის სიურპრიზი ყოფილიყო. ჩემი უახლოესი მეგობრებიც კი არ იჯერებდნენ ამას. დედამიწაზე, ალბათ, არავის, არასდროს, არავინ არ დაუპატიჟია ქორწილში წინა დღეს. რომ ვრეკავდი, თან ვეუბნებოდი: გრიფით საიდუმლოა, ხვალ საღამომდე. მეკითხებოდნენ: რას ლაპარაკობ, ხვალ საღამოს თუ?.. კი, ხვალ საღამოს „ტერას 360-ში” გელოდებით 6-ის ნახევარზე. თქვენ მოხვდით იმ რჩეულ 36 ადამიანს შორის, ვისაც აქვს საშუალება, ქეთევან ქარდავა საქორწილო კაბაში იხილოს... ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ დაქირავებული ფოტოგრაფიც კი მოვატყუეთ, რომელიც დაბლა არ ჩამოვუშვით. გვინდოდა, მობილურით გადაგვეღო ჩვენ და მეჯვარეებს ფოტო, რომელსაც ელისო ჯარიაშვილი 6 საათზე დადებდა სოციალურ ქსელში წარწერით: „ექსკლუზივი” და შემდეგ ავიდოდით ტერასაზე. ასე რომ, სტუმრებისთვისაც, რომლებიც ზემოთ გველოდებოდნენ, ეს სიურპრიზი იქნებოდა. ერთადერთი, იმაზე დამწყდა გული, რომ ჩემ გვერდით არ იყო ჩემი შვილი, რომელიც უცხოეთში სწავლობს და ვერაფრით მოახერხებდა ჩამოსვლას. ისიც ელოდებოდა 6 საათს, როდის დაიდებოდა პირველი ფოტო. მერე მეგობრებმა „ლაივი” გააკეთეს და ლიზიკო თავის მეგობრებთან ერთად, დაესწრო ჩემს ქორწილს.
– ძალიან ლამაზი იყავი ქორწილში. კაბაც, სხვა პატარძლებისგან განსხვავებული გეცვა და ძალიან გიხდებოდა.
–  „ფეისბუქზე” ყოველთვის ყველას ვუგზავნიდი ან ვუწერდი გულს და მეც მეძახდნენ: გულიკოს, გულს... მოკლედ, გული ასოცირებული იყო ჩემთან. საჩუქრებიც ისეთი მივიღე, ყველგან გული ფიგურირებდა. რაც შეეხება კაბას, ქორწილამდე სამი დღით ადრე ჩამოვედი, არც კაბა მქონდა და არც არაფერი. დედაჩემს ვაყიდინე ქსოვილი, მკერავი ნერვიულობდა: გამორიცხულია, 2 დღეში კაბის შეკერვა მოვასწროთო. მერე, რომ მივედი, ვუთხარი: არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება – მთავარია, უკან კარგად ამომიჭრათ გული. მინდოდა წინიდან დახურული ყოფილიყო, რადგან, რომ შევიდოდი, ყველას ეფიქრა: ეს მოკრძლებული კაბა-როლინგიაო,  რომ ჩავუვლიდი და ჩემს გულს დაინახავდნენ, გაგიჟდებოდნენ და მართლაც, ძალიან კარგი გამოვიდა. სოფო ჯაჯანაშვილმა და ელისო ჯარიაშვილმა გვირგვინი გამიკეთეს. კაბა ღამის 12 საათზე გამოვიტანეთ. გვირგვინები კი 4 საათზე მოიტანეს. ისინი უფრო მეტად ნერვიულობდნენ, ვიდრე მე. მაკიაჟიც, არ იცი, როგორ გავიკეთე. დამირეკა ჩემმა მეგობარმა ლიკამ, დილაა, 11 საათი: რას აპირებ მაკიაჟზეო. ახლა დავიგეგმები – ან სამსახურში ჩავალ მაკიაჟზე, ან ჩემს გატეხილ ფანქარს გადავისვამ თვალზე-მეთქი. სულ გადაირია: ეს გამკეთებელიაო და ჩამწერა 2-ის ნახევარზე ვიზაჟისტთან. ძალიან კარგად გამიკეთა და ზოგადად, ვფიქრობ: მარტივად რომ მივუდექი ყველაფერს, უფრო კარგად გამოვიდა. ქორწილში მეგობრებმაც ძალიან ბევრი სიურპრიზი მომიწყვეს. თუმცა, მანამდე მწერდნენ: შენ ისეთ დღეში ჩაგვყარე, ჩვენი ასეთი გამწარებისთვის არ ვიცით, რას გიზამთ, შოკში ვართ... მოსამზდებელი, საჩუქარი... მე ვეუბნეობდი: დაივიწყეთ საჩუქარი, მოდით და მაგრად გავერთოთ-მეთქი. მეგობრებმა სამხურიდან დიდი ბანერი დამახვედრეს გულებით და წარწერით: „ქეთი, მიშკა – საუკეთესო სურვილებით”. ვინც ყვავილი მომართვა, ყველას გულის ფორმა ჰქონდა... რაც შეეხება თაიგულს, საკმაოდ დიდი იყო და ლამაზი. ხომ უნდა გადამეგდო და გამოვაცხადე: აბა, ვის გინდათ თაიგულის დაჭერა-მეთქი და ქალებიც დადგნენ და მამაკაცებიც. დაიკაპიწეს მკლავები და მე ვაგრძელებ: მინდა ჩემს ქორწილში ყველაფერი განსაკუთრებული იყოს, ისეთი ხელი მაქვს, უეჭველი, ძალიან მალე დაქორწინდება ის, ვისაც ჩემი თაიგული შეხვდება-მეთქი. შესაბამისად, ამ თაიგულს დიდი ძალა აქვსო და კიდევ უფრო დაიკაპიწეს ხელები. მე ამ დროს ვამბობ: მინდა პირდაპირ გადავცე ეს თაიგული სოფოს-მეთქი  და ყოველგვარი სროლის გარეშე, ხელში დავაჭერინე. ისიც ძალიან ბედნიერი იყო. ასე რომ, ეს თაიგული გაჭრის და ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მზადება სოფოს ქორწილისთვის.
–  როგორ დაიწყო შენი და მიშკას ურთიერთობა და როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
–  ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, უფრო სწორად, დაბადებიდან. ჩვენი მშობლები უახლოესი მეგობრები იყვნენ, მამები – ახლო ძმაკაცები. მერე, როგორც ხდება, გზები გაიყო. ყველას ჩვენ-ჩვენი ისტორია და პრობლემები გვქონდა. ვფიქრობ: ჩვენ უნდა გაგვევლო ცხოვრების ეს გზა, რომელიც ბოლოს აუცილებლად შეერთდებოდა. მე თუ ოჯახის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ვერ წარმოვიდგენდი. ჩემი ყველა ნაბიჯი და ამ გადაწყვეტილების მიღება მიშკას დამსახურებაა. რაც უფრო გადის წლები, მით უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება, თან, როცა შვილი გყავს, რომელიც 16 წლისაა. მაგრამ მივხვდი: რაც მე ამაზე მიფიქრია და თეორიები შემიქმნია, თურმე, სულ არ ყოფილა მნიშვნელოვანი, სწრაფად იცვლება გადაწყვეტილებები მაშინ, როცა არსებობს ადამიანი, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს. ქორწილში ყველა ეუბნებოდა მიშკას: შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ. შენ შეძელი ის, რომ დღეს ქარდავას ეს კაბა აცვიაო. მიხარია, რომ ჩემს მეგობრებს მალე დაუმეგობრდა. მიშკა მათი მეგობარია ჩემგან დამოუკიდებლადაც და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ლიზიკო და მიშკა დამეგობრდნენ. როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, ლიზიკომ უთხრა: ჩემი და შენი მიზანი ერთია – ქეთი იყოს ბედნიერი და მას თვალზე ცრემლი არასდროს ჰქონდესო. მიშკამ უპასუხა: რა თქმა უნდა, ჩვენ ორივეს ეს მიზანი გვაქვსო. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რას იფიქრებდა და გადაწყვეტდა ლიზიკო.
–  როგორ გეგმავთ მომავალ ცხოვრებას?
–  ახლა ვაგვარებთ საბუთებს, თვის ბოლოს გადმოვა მიშკა ჩემთან ბრიუსელში და მერე დავგეგმავთ, რა და როგორ. ზოგადად, გადაბარგება შეიძლება, რაღაც პრობლემებთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ მიშკა ისეთია, რომელიც სულ მეუბნება: შენ როგორც გინდა. ანუ, ჩემს კომფორტზეა აგებული. მე კი ამას არ ვიყავი მიჩვეული. სიყვარულის ექსპრესიის ისეთი უნარი აქვს, რომ, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი, ისევე, როგორც ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვა. ქალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა და ეს იყო ის, რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. პირად ცხოვრებაზე არასდროს მისაუბრია, არც მიყვარს ეს, მაგრამ ჩემი ნატურიდან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როდესაც დღის განმავლობაში ძალიან ბევრი დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რთულია, სამსახურის მიღმა მამაკაცთან იყო ისეთი, შენ რომ გინდა. შეიძლება, ამის სურვილი გქონდეს, მაგრამ მთელი დღე ისეთი მომართული ხარ, რომ საღამოს გახვიდე და როგორიც შენ გინდა, ისეთი იყო, არარსებული ვარიანტია. თუმცა მერე, მე რომ მიშკასთან საკუთარი თავით ვიყავი კმაყოფილი და „შენ როგორც გინდა” – ამის თქმა მომინდა, მივხვდი: რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. დღეს ჩემი და ჩემი მეგობრების საფირმო ფრაზა გახდა: სად იყავი აქამდე, რადგან არ ვართ მიჩვეული ამდენ პატივისცემას. გამოუვალ სიტუაციაში ვაგდებთ, რადგან არ აქვს ამ კითხვაზე პასუხი, მხოლოდ ამბობს: მოვდიოდიო. როცა პირველად გავთხოვდი 18 წლის ვიყავი, ძალიან პატარა და ახლა არანაირი უფლება არ მქონდა შეცდომა დამეშვა, უპირველეს ყოვლისა, ჩემი შვილიდან გამომდინარე. ვიცი, რომ ყველაზე მეტად მას უნდა, ბედნიერი ვიყო. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ბავშვთან ერთად მარტო დავრჩი, მაშინ, როცა პროფესიული წარმატებები მეწყებოდა. ეს იყო ძალიან დიდი სტრესი, ტრავმა და ამან გამხადა ძალიან ძლიერი. თავად ვიცი, რა სირთულეები მაქვს გადატანილი და რის ფასად დამიჯდა ის დღე, რომელიც შაბათს მქონდა. ამის უკან ბევრი რამ იდგა წლების განმავლობაში და მე საკმაოდ ბევრი სარეაბილიტაციო წელი დამჭირდა ამ ყველაფრიდან გამოსასვლელად. მაგრამ, მაშინაც მე მივიღე გადაწყვეტილება და ვფიქრობ: არცერთ ქალს არ უნდა შეეშინდეს გადაწყვეტილების მიღების, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, მის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს და ბავშვზეც – ბავშვისთვის მთავარია, ორივე მშობელი იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი. მაშინ ეს ძალიან რთული იყო. ლიზიკო 5 წლის იყო, მაგრამ მე ბოლომდე მქონდა გაანალიზებული, რომ ამ პრობლემებთან მარტო უნდა დავრჩენილიყავი. სირთულეებს, რაც ამ ყველაფერს ახლდა, დაემატა პროფესიაც, სადაც, თუ ძლიერი არ ხარ, ვერაფერს გააკეთებ. ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ საერთოდ ვერ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. იმასაც ვფიქრობდი, რომ სხვისთვისაც პრობლემატური ვიქნებოდი, რადგან ბევრი საკითხისადმი ზედმეტად მქონდა გამახვილებული ყურადღება და ის სხვა ადამიანიც არ იქნებოდა ჩემთან კომფორტულად. ამიტომ, როდესაც მე და მიშკა ერთმანეთს შევხვდით, ვუთხარი: ჩემი პროფესიის ადამიანთან ურთიერთობა რთულია და მე არ ვარ დამყოლი ქალი, მოდი, ასე, ისე-მეთქი და... და პირველი, რაც ამაზე მიპასუხა მიშკამ, იყო: მე ძალიან მიყვარს ჭკვიანი ქალები, არ მაფრთხობს, პირიქით, ძალიან მომწონსო. ერთ-ერთ ინტერვიუში რამდენიმე წლის წინ წავიკითხე  ფრაზა და ვერ მივხვდი, რატომ ამბობდა ამას ის ადამიანი. რას წარმოვიდგენდი, რომ მე, წლების შემდეგ, ამ ფრაზას ვიტყოდი, მით უმეტეს, მამაკაცს ვეტყოდი. ეს ფრაზა იყო: მადლობა ყველა ქალს, რომ მიშკა მე დამიტოვეს. პირადად ვუთხარი კიდეც: მადლობა ყველას, რომ არავის აეწყო შენთან ურთიერთობა-მეთქი. მე დავიჯერე ერთი რამ: თურმე, შეიძლება იყო ადამიანთან, რომელიც მთლიანად მომართულია იმაზე, როგორ შეგიქმნას კომფორტი და თან, შენ არ გჭირდებოდეს კომპრომისებზე წასვლა. ამიტომ, ვერასდროს მივცემ თავს უფლებას, რომ ჩემი პატრა ნაბიჯითაც კი მას რამე ვაწყენინო, რადგან ის ამას არ იმსახურებას.
– ჯეიმს აპატურაიმ იცოდა შენი ამბავი, თუ მისთვისაც სიურპრიზი იყო?
– არ იცოდა. ფოტო რომ ნახა, მომწერა ჯეიმსმა: შენ – პატარძალი? შენი სიუჟეტებით ახდენ დიდ სიურპრიიზებს, ქმნი ნიუსებს და თურმე, პირადი ცხოვრებითაც შეგძლებია კარგი ნიუსის მოწყობაო.

скачать dle 11.3