კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის სინამდვილეში მოძღვარი, რომელიც დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს #46

ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად განიხილება 26 ოქტომბერს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი სპეცოპერაცია, რომლის დეტალები არ გახმაურებულა. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს სასულიერო პირი – მამა გიორგი მეგრელიშვილი და 36 წლის მოქალაქე, ოთარ სანოძე, რომელიც წარსულში ნასამართლევია. როგორც ჩანს, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ, რისთვისაც დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიება. არსებული წყაროებიდან ირკვევა, რომ სასულიერო პირის აყვანა კლინიკა „ლანცეტის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, მას 0,008 გრამი ბუპრენორფინი აღმოუჩინეს. მასთან ერთად დაკავებულ პირს, ოთარ სანოძეს კი, 0,29575 გრამი ბუპრენორფინი და 0,0254 გრამი ჰეროინი ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ სასულიერო პირს, მამა გიორგი მეგრელიშვილს 4 000-ლარიანი გირაო, ხოლო მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს პატიმრობა შეუფარდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ოთარ სანოძე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულისათვის. „ამასთან, მას ბრალად ედება განსაკუთრებით განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, ასევე, ბრალდებულის კონტაქტები ქვეყნის გარეთ და შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობს მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“, – აცხადებენ სასამართლოში. რაც შეეხება ბრალდებულ გიორგი მეგრელიშვილს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით,  ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული არ არის წარსულში ნასამართლევი და არც ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც იქნება მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი მეგრელიშვილი, მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, წარსულში კი, ზესტაფონის „საყავრიის” უბნის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური გახლდათ. როგორც სოფელ მარტყოფის გამგებელთან საუბრისას გაირკვა, ბრალდებულთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, მეტიც, მღვდელმსახური მარტყოფის ადგილობრივი მკვიდრი არ აღმოჩნდა. მრევლთან საუბრისას აღინიშნა, რომ, გიორგი მეგრელიშვილი, როგორც მოძღვარი, უმრავლესობას ძალიან უყვარს და მომხდართან დაკავშირებით არაფერს ამბობენ. რაც შეეხება მარტყოფის მთავარანგელოზის მგალობლებსა და სტიქარებს, აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ და არც ნარკოდანაშაულში ბრალდებულ, საკუთარ მოძღვაზე ამბობენ რამეს.
მომხდართან დაკავშირებით ჟურნალი „თბილისელები” მეუფე იოანეს ესაუბრა, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავს და დასძენს, რომ მსგავსი რამ მოულოდნელი იყო. მეუფე იოანესთან საუბრისას გაირკვა, რომ გიორგი მეგრელიშვილი განკვეთილ იქნა მღვდელმსახურებიდან და აღარ ექნება წირვა-ლოცვის ჩატარების უფლება. არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ გიორგი მეგრელიშვილის არასახარბიელო დამოკიდებულებას სამართალდამცველებთან და კითხვაზე – ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ამის შესახებ სამღვდელოებას, მეუფესგან უარი მივიღეთ.
როგორც აღმოჩნდა, გიორგი მეგრელიშვილი აქამდეც შემჩნეულია კანონის უგულებელყოფაში. არსებობს 2013 წლის 6 მაისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ ეჩხუბა ზესტაფონში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი, თანმხლებ პირებთან ერთად, პატრულს. პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა. როგორც ზესტაფონის ადგილობრივმა პოლიციამ გვითხრა, 2013 წელს არ მუშაობდნენ ამ სფეროში და მომხდარზე არაფერი იციან. აღნიშნულ ფაქტზე თვითმხილველები საუბრობენ. მათი ნათქვამის მიხედვით, ზესტაფონის „საყავრიის” უბნის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგი მეგრელიშვილმა პოლიციელებთან იჩხუბა.
შემთხვევა ზესტაფონში, მაღაზია „იოლის” წინ დაფიქსირდა.
რამდენიმე პირს შორის მანქანასთან დაკავშირებით გაუგებრობა მოხდა. ჩხუბის ფაქტს პოლიციის მაღალჩინოსანი შეესწრო, რომელმაც პატრული გამოიძახა. პატრულის მიერ სიტუაციის განმუხვტის შემდეგ, გამოჩნდა მამა გიორგი მეგრელიშვილი. ის ნასვამ მდგომარეობაში იყო. მან პატრულს დაარტყა და ჩხუბი ხელახლა დაიწყო.
მამაო ყვიროდა: მე კაბის შიგნით „პრისტუპნიკი“ ვარ, მღვდელი არ გეგონოთო.
მომხდარს ემატება ისიც, რომ გიორგი მეგრელიშვილი ზესტაფონში, ეგრეთ წოდებულ „ირინეს პარკში”, არაერთგზის შემჩნეულია საქმეების გარჩევაში.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი მეგი გოცირიძე. მან თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რასაც ვრცელი პოსტი დაურთო. ერთ ნაწილში ის აღნიშნავს: ეს „მამაო” ზესტაფონში, ეგრეთ წოდებულ „ირინეს პარკში”, არაერთგზის შემჩნეულია საქმეების გარჩევაში. ასევე, არის ყოფილი ყაჩაღი და ავტომატით დარბოდა ძმასთან ერთად (ისიც მღვდელია). გადაადგილდებიან ძვირად ღირებული „ჯიპის” ტიპის ავტომანქანებით! არსებობს ფოტო და ვიდეომტკიცებულებები!“ აღნიშნულ ფაქტზე სამღვდელოება კომენტარს არ აკეთებს და არც გიორგი მეგრელიშვილის ძმის შესახებ ამბობენ რამეს.

скачать dle 11.3