კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის დანგრევას აპირებს პარლამენტში უშიშროების გენერალი სიმონ ნოზაძე, რომელსაც დეპუტატობა ათი ცხვარი დაუჯდა #46

პარლამენტის ახალ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის არის  სიმონ ნოზაძე, რომელმაც  პარლამენტარის  მანდატი ხაშურში, მძიმე ბატალიებში მოიპოვა.  63 წლის უშიშროების გენერალს პარლამენტში მოსახვედრად, არც მეტი, არც ნაკლები, 14 წელი,  დეპუტატობის სამი მცდელობა  და  სულ რაღაც ათი ცხვარი დაუჯდა. ეს ხუმრობით, თორემ  სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის მაღალჩინოსანს, რომელმაც მაღალი პოზიცია დეპუტატის მანდატისთვის მიატოვა,  საპარლამენტო ტრიბუნამდე რთული გზის გავლა მოუხდა.  
სიმონ ნოზაძეææ: მე  კარგად  მაქვს გაცნობიერებული, რომ პარლამენტის წევრობა   საამაყოა და ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. აქტიურ მონაწილეობას მივიღება მის საქმიანობაში, არ გავაცდენ  სხდომებს, არ ჩავერევი ინტრიგებში. კულისებს მიღმა ბრძოლები არაა ჩემი საქმე,   მე არ ვიქნები დეპუტატი, რომელიც ვიღაცას წყალს შეასხამს სახეში და შეაგინებს, ამის საშუალებას არც სხვას მივცემ და არც – საკუთარ თავს. შევეცდები, დავანგიო არსებული წარმოდგენა და სტერეოტიპი, რომ ვინც კი დეპუტატი ხდება, ავიწყდება თავისი რაიონი. 
– თქვენი ოპონენტი თქვენზე ამბობდა, უშიშროების  გენერალმა კამპანიის დროს  უშიშროების ხრიკები გამოიყენა და ხალხს თავი ხელისუფლების კანდიდატად შეასაღაო.
– ყველამ იცის, რომ ეს ასე არ იყო.   30 წელი ვიმუშავე სპეცსამსახურში, მაქვს ყველა ის თვისება, რაც უნდა  ჰქონდეს უშიშროების ოპერმუშაკს და ხელმძღვანელს, მაგრამ ეს არჩევნებში არ გამომიყენებია. ის, რომ მე სპეცსამსახურის მაღალჩინოსანი ვარ, ჩემი რაიონისთვის მხოლოდ სასიკეთოდ მაქვს გამოყენებული. მე გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაც მაქვს და სპეცსამსახურის გენერალ-მაიორიც ვარ. ერთი წოდება ედუარდ შეავრდნაძემ მომცა, მეორე – გიორგი მარგველაშვილმა. ეს გზა მარტივად არ გამივლია, ლეიტენანტობიდან გენერლობამდე 22 წელი მოვანდომე, ყველა საფეხურზე ვარ ნამუშევარი. იმ ხალხს არ ვგავარ, 27 წლის ასაკში რომ ხდებოდნენ გენერლები. 46 წლის ვიყავი, როცა გენერალი გავხდი და მიხაროდა.  ეს ნამდვილად დავიმსახურე ჩემი საქმიანობით.  2003 წელს ღირსების ორდენით დამაჯილდოეს.
– პროფესიით ინჟინერი ხართ, როგორ მოხვდით უშიშროებაში?
–   ჯერ ტექნიკუმი დავამთავრე ტექნიკოს–ელექტრიკოსის სპეციალობით, მერე – პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ტაშკენტის უმაღლეს სკოლაში მივიღე იურისტის კვალიფიკაცია. მოგვიანებით, ეკონომიკის ფაკულტეტზეც ვისწავლე. მაშინ უშიშროებას შერჩევის სპეციალური  მეთოდი ჰქონდა,   სხვადასხვა სფეროდან მოჰყავდათ ხალხი. ორი წელი ვყოყმანობდი, სანამ უშიშროებაში მივიდოდი. ცოტა სხვანაირად წარმომედგინა მუშაობა, მაგრამ სხვა აღმოჩნდა.   სისტემაში მივედი  1982 წელს,  ოპერ–რწმუნებულობით დავიწყე.  სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ოპერ–რწმუნებული ვიყავი, მაშინ ჩვენი სისტემა ძალიან დახურული იყო. მიკვირს, როცა ახლა უშიშროებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლებზე ამდენს წერენ და საუბრობენ. 25 წლის წინ, ჩემს ოჯახში  ლამის  მარტო ცოლმა, დედამ და ძმამ იცოდნენ, სად ვმუშაობდი. თუმცა, რას ვაკეთებდი და რა იყო ჩემი ფუნქცია, ამის შესახებ წარმოდეგნაც არ ჰქონდათ. 90-იან წლებში სამართებლის პირზე მიწევდა სიარული.  იმ დროს მე ვხელმძღვანელობდი მოლაპარაკებებს სამეგრელოში,  რაც მაშინ ძალიან რთული იყო.  უშიშროების მინისტრის მოადგილე ვიყავი, შეიძლებოდა, ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მსხვერპლი მოჰყოლოდა.  მადლობა ღმერთს, ისე ჩავამთავრე ის პერიოდი, შეცდომა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვებოდა,  არ დამიშვია.  ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აღზევების დროს, ახალგაზრდების ის გუნდი, ახალი მისული რომ ვიყავით უშიშროების სისტემაში, ვცდილობდით, ჩვენი საქმიანობა  ეროვნული ინტერესების თანხვედრაში ყოფილიყო.  ზვიად გამსახურდიამ, როდესაც პრეზიდენტი გახდა,  მადლობაც კი გადაუხადა მაშინ უშიშროების სამსახურს, სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის.
– თუმცა, რაც თქვენ იმ დროს „გადაცმულს” გივლიათ ეროვნული მოძრაობის მიტინგებზე, ალბათ, რა მოთვლის.
– პრაქტიკულად, არცერთ მიტინგს არ დავკლებივარ. ერთ ისტორიას გიამბობთ. 1987 წლის ნოემბერში ზვიად გამსახურდიამ დიდი მიტინგი ჩაატარა იპოდრომზე.  ბუნებრივია,  ხელმძღვანელობისგან მიტინგზე დასწრების უფლება მქონდა, მაგრამ, როცა ეროვნული სულისკვეთებით ხარ განწყობილი, იქ იმიტომაც მიდიხარ, რომ ამ მოძრაობის მონაწილე  გახდე.  ქუთაისში ცნობილი კაცია  ჩემი მეგობარი თემურ ჩეჩელაშვილი. ქუთაისში მუშაობდა და ისიც ოპერრწმუნებული იყო, პროფესიით ისტორიკოსი. როცა თემური მიტინგზე დავინახე,  გამიკვირდა. შენ აქ რა გინდა-მეთქი, ვკითხე. ამ დღეს მოვესწარი და ამას გავაცდენდიო, მიპასუხა თემურმა. ასეთები, ვისაც ეროვნული განწყობა გვქონდა,  მაშინ უშიშროების სამსახურში ცოტანი არ   ვიყავით..  
–   დიპლომატია და პროფესიული მოხერხებულობა, როგორც ჩანს, არ გაკლიათ. ორჯერ  ააფეთქეს ედუარდ შევარდნაძე, როცა თქვენ დაცვის სპეციალური  სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყავით,  მან კი  ორდენით დაგაჯილდოვათ.
–   ჩვენ მაქსიმალურად გაწვრთნილი გვყავდა ბიჭები და ამიტომაც აღმოჩნდა ორივე ტერაქტი წარუმატებელი.  ყველაფერი გაანალიზდა და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურმა უშეცდომოდ იმოქმედა.   როდესაც მეორე მხარეს დგას სპეცსამსახური, რომელიც გიწყობს ტერაქტს, ძნელია, მხოლოდ ერთმა სამსახურმა შეძლოს მისი აღკვეთა.
– ასეთი ბიოგრაფიის კაცისთვის პოლიტიკაში ყოფნას რა ხიბლი აქვს?
–   63 წლის კაცი ვარ, მაგრამ ჩემი გონება  კარგად მუშაობს. რატომაც არ უნდა დავიწყო ახალი ეტაპი? ექვსი ათწლეული დავახურდავე, მაგრამ, მგონი, გარეგნულად არ მეტყობა. ცხოვრებისეული გამოცდილება მაძლევს საშუალებას,  დავეხმარო ჩემს ხალხს. მხოლოდ ეს არის ჩემთვის  პოლიტიკის „ხიბლი”. 
– ამბობენ,  გადეპუტატება გრანდიოზულად  აღნიშნაო. ისიც ითქვა,  რაიონში ცხვრები დაკლაო.   
– გრანდიოზული აღნიშვნა არ ყოფილ. არჩევნების შემდეგ ჩემი  გუნდი, ვინც არჩევნებში იყო ჩართული, დაახლოებით, 120 კაცი,  შევკრიბე და აღვნიშნეთ. ისიც კი ვუთხარი ამ ხალხს,   არ გვინდა დიდი ხმაური, მოწინააღმდეგეებს, ვისი დეპუტატიც ვარ, ნუ გავაღიზიანებთ-მეთქი. სუფრაზე ვიყავი, მაგრამ არ  დამილევია. სუფრაც მიყვარს, თამადობაც, კარგი სიმთვრალეც მაქვს, მაგრამ არ მინდა, ხაშურელებმა მთვრალი დეპუტატი ნახონ. რაც შეეხება ცხვრებს, არჩევნებამდე ხელიც არ გამინძრევია, რომ კანონი არ დამერღვია.  ბიჭები მეუბნებოდნენ, ვიქეიფოთო,   დავპირდი, მოვიგებ თუ წავაგებ, ამ შრომას დაგიფასებთ-მეთქი. სიტყვა მივეცი და შევასრულე – ხეობის სოფლებში ყველგან გავგზავნე ცხვარი და ღვინო.  დაახლოებით, ათამდე ცხვარი გამოვიდა, სალაპარაკოდ არ ღირს – არჩევნების მერე ცხვრის დაკვლა მოქრთამვად არ ითვლება (იცინის). 
–  ცხვრის, რა გითხრათ, მაგრამ ღვინო კი გქონიათ  ბევრი.  კომპანია „ქართული შავი ღვინოების” მფლობელი ხართ.
– ეს კომპანია აღარ არსებობს. მე და ჩემმა ბიძაშვილმა ეს კომპანია წლების წინ დავაფუძნეთ და კარგი ღვინო გვქონდა. მაგრამ, 2009 წელს დევნა დაგვიწყეს და ყველაფერი წაგვართვეს – აუქციონზე გაგვიყიდეს მთელი ქონება, რაც ქარხანას ჰქონდა.  რომ იცოდეთ,   ჩემი ოცნებაა, გამოვაცხო ქართული პური და დავაყენო ქართული ღვინო. ჩვენი ისტორია სისხლხორცეულადაა დაკავშირებული ამ ორ ფენომენთან.   ხორბალი ყოველწლიურად  მოგვყავს, სოფელთან და  სოფლის მეურნეობასთან კავშირი არასდროს გაგვიწყვეტია.  ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენება ჩემს სოფელში ყოფნაა. არც ფიზიკურად შრომა დამკლებია – თოხითაც მიმუშავია, ბარითაც. მაიორი ვიყავი და სოფელში ჩავდიოდი, რომ მორიგეობის დროს მემწყემსა. არანაირი შრომა სათაკილოდ  არ მიმაჩნია. ერთი  წელია, დიდი ბაღი გავაშენეთ. ევროპული და ამერიკული  ჯიშის  ხილის ბაღი  გავაკეთეთ.   დიდი  მოსავალი ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მივიღებთ. დიდი ოჯახი მაქვს – ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი მყავს. ახლა ცოლი და შვილი ჩართული იყვნენ ჩემს კამპანიაში. მათაც, ძალიან უყვართ  ჩვენი  სოფელი, რომელსაც თავისი ხიბლი აქვს. ამიტომაც,  გადავწყვიტე, რომ  სიბერეში სოფელში გადავსახლდე (იცინის).

скачать dle 11.3