კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად პოულობს ქალი დამატებით სითბოს და ყურადღებას, როცა ეს ყველაფერი ქმართან აკლია #46

ამბობენ, ქალს ბედნიერებისთვის აუცილებლად სჭირდება ყურადღება. კომპლიმენტი და იმის განცდა, რომ მასზე ცოტათი ეჭვიანობენ. დიდი ალბათობით, ეს სიმართლეს შეესაბამება. მამაკაცები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ თუ საყვარელ ქალს ცოლად შეირთავ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მას აღარც კომპლიმენტი სჭირდება და აღარც მოფერება. არადა, გათხოვილი ქალების უმრავლესობა ღალატზე სწორედ ამიტომ მიდის – ასე მიაჩნიათ ფსიქოლოგებს.

დიანა (36 წლის): ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ უცხო მამაკაცის საძინებელში აღმოვჩნდი. ამას არ ვგეგმავდი. არც ქმრის ღალატი მინდოდა. ალბათ, ფიქრობთ, ყველა მოღალატე ქალი ამას ამბობსო, მაგრამ მე უკვე მესმის მათი. არავინ გეგმავს იმას, რომ გათხოვდება და ქმარს უღალატებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემ გარშემო ასეთი არავინაა, მაგრამ მერე აღმოაჩენ, რომ სიყვარული არც ისეთი ბედნიერება ყოფილა, როგორიც გვეგონა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ოჯახში ქმრები სხვა მამაკაცებად გარდაიქმნებიან ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, კაცების უმრავლესობა ასეა. ვუყურებ ჩემს ქმარს და მიკვირს – სად წავიდა ის შეყვარებული ბიჭი, რომელიც სულ ჩემზე ფიქრობდა და ყურადღებით მანებივრებდა, ისეთი მზრუნველი იყო... ახლა ვერ ვიჯერებ, თუ იმ ყველაფერს, რითაც ჩემი გული მოიგო, ჩემი ქმარი აკეთებდა, თანაც საკუთარი სურვილით, ძალდაუტანებლად. ახლა ისეთია, რომ ვკვდებოდე, წარბს არ შეარხევს, არ აღელდება. მეტყვის, არა უშავს, არაფერი მოგივაო. სანამ ცოლად მომიყვანდა, სხვანაირი იყო. თითი რომ გამკაწროდა, ნერვიულობდა და მაშინვე ჩემთან გამორბოდა. საიდან მოვიდა ის გულგრილობა, რომლითაც ახლა მაგიჟებს, ვერ მივხვდი. ბევრი ვიფიქრე.
– რამეს უკავშირებთ?
– ვერა. თითქოს არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო, მასში ასეთი ცვლილებები გამოეწვია. ვერ ვიტყვი, რომ გარე-გარე „დაძვრება” და ქალების დევნაში ათენებს და აღამებს.
– ანუ, თქვენი ღალატი, მის ღალატზე პასუხი არ ყოფილა?
– არა. მე გაცილებით სერიოზული მიზეზი მქონდა, რომ ქმრისთვის მეღალატა. შეიძლება, გაგაკვირვოთ იმან, რასაც ახლა გეტყვით – ქმარს ღალატს აპატიებ და ურთიერთობას არ გააფუჭებ, თუკი ეს ქმარი რამედ გიღირს.
– რას გულისხმობთ?
– დავიწყებ იმით, რომ ერთი შეცდომა ეპატიება ყველას, მით უმეტეს, საყვარელ ადამიანს. კაცმა შეიძლება, გიღალატოს, მაგრამ ისე მოინანიოს და ისე მოიქცეს, რომ ეგრევე აპატიო. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი ქმარი მღალატობს თუ არა, გინდ ყოფილა მისი ერთგულება, გინდ არა. ამისგან ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. ჩემი დარდია ის, რომ ყურადღების დეფიციტს სხვა კაცი მივსებს. მაინც სხვაა ის ჩემთვის, რაც არ უნდა იყოს. თუმცა, მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როცა პანიკაში ვიყავი და ყველაზე მეტად მჭირდებოდა. უყურადღებობამ და საყვარელი ადამიანის გულგრილობამ შეიძლება, გაგაგიჟოს. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. აღარ ვაინტერესებდი ჩემს ქმარს. ჩემს არსებობასაც კი ვეღარ ამჩნევდა. ბუნებრივია,  სითბოსა და ყურადღების დეფიციტის შევსების სურვილი გამიჩნდა. ის კაციც გამოჩნდა – იქვე, ახლოს, მეზობლად.
– მეზობლის საყვარელი ხართ?
– „საყვარელი“ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. ჩვენ მეგობრები ვართ, ძალიან, ძალიან ახლო მეგობრები. მეფერება-ვეფერები. უბრალოდ, სექსი არ გვაქვს.
– იმიტომ, რომ თქვენ არ გინდათ?
– ჰო, ცოლი მასაც ჰყავს და შეიძლება, ამიტომაც არ მაძალებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ეს შეკითხვა აქტუალური არ არის ჩემთვის. იმდენად კარგად ვგრძნობ თავს მის გვერდით, რომ ზედმეტი შეკითხვებით პრობლემას არ ვიქმნი. ზუსტად ვიცი, ჩემთვის შეუძლებელს შეძლებს. სადაც უნდა ვიყო და როგორც უნდა ვიყო, მისი იმედი მაქვს. სულ ვგრძნობ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჩემდამი და ამაზე შესანიშნავი გრძნობა არ არსებობს.
– ანუ, გიყვართ ერთმანეთი?
– თუ ეს სიყვარულია, მაშინ ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული შფოთვა არ ახლავს. მხოლოდ სიხარულისა და სიმშვიდის განცდა მაქვს. დავწყნარდი. ჩემი ქმრის უყურადღებობაც ასატანი გახდა, აღარ ვცოფდები.
– რომ გაიგოს თქვენი „მეგობრული სიყვარულის” შესახებ თქვენმა ქმარმა, რა მოხდება მაშინ?
– სკანდალი, შორს წასული მძიმე შედეგებით. ჩემი ქმარი ვერ გაიგებს ჩვენს ურთიერთობას. ვერც იმას, ეს რატომ დამჭირდა. საერთოდაც, რა საჭიროა გაიგოს? მას ხომ არ უნდა, დრო დამითმოს, მომისმინოს და გამიგოს. ეზარება, თურმე, მაინც არაფერს ვიტყვი ჭკვიანურს.
– ასე ამბობს?
– დიახ. არაერთხელ უთქვამს და მიტირია კიდევ ამის გამო. ყველა სხვა ქალი ჩემზე ჭკვიანი, ჩემზე გემოვნებიანი და კარგია. ერთი კომპლიმენტი არ გაემეტება ჩემთვის და გულს მიკლავს. ვერ იგებს, რომ მარტო სექსი არ მეყოფა დადებითი ენერგიის მისაღებად. ჩახუტება მენატრებოდა, სანამ ის ადამიანი შემოვიდოდა ჩემს ცხოვრებაში. რატომ ვერ გაიგო ჩემმა ქმარმა, რა მინდოდა მისგან? ან რატომ დაავიწყდა ის ყველაფერი, რაც შეყვარებულობის პერიოდში ძალიან კარგად იცოდა?! მისი ბრალია, რომ უცხო მამაკაცის მკლავებში აღმოვჩნდი. ვერ ვიმტყუნებ თავს. სხვანაირად არ შემეძლო. ძალიან ცუდად ვიყავი. ერთადაც ვიწექით, მაგრამ არაფერი მომხდარა ჩვენ შორის. თუმცა, ეს მაინც ღალატია და მის ცოლს სახეში ვერ ვუყურებ.
– საკუთარ ქმარს?
– ჩემი ქმარი ღირსია. უყურადღებოდ რომ მიმაგდო, რა ეგონა?! ჰაერივით მჭირდებოდა სითბო და ყურადღება. ჰოდა, ვიპოვე.

скачать dle 11.3