კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააჩუმა „პროვინციელმა“ გია ფერაძემ „განათლებული“ მოსკოვური „ბომონდი“ #46

ცნობილი ქართველი მსახიობი გია ფერაძე ერთხელ ერთ ბომონდურ სუფრაზე მოხვდა მოსკოვში. იქ ყველა ყველას იცნობდა, ერთმანეთს ნაძალადევი არისტოკრატული მანერებით მიმართავდნენ, სტუმარს კი ყურადღებას არ აქცევდნენ – გიას თავს აჩვენებდნენ, რომ თითქოსდა, ძალიან განათლებულები იყვნენ და საუბარში მედიდურ ფრაზებსაც გამოურევდნენ ხოლმე... გია ფერაძე რის გია ფერაძე იქნებოდა, რომ სიტუაცია არ „ეჩიჩმა“. გიამ შამპანური დაისხა, ფეხზე წამოდგა და აყაყანებულ ბომონდს მიმართა:
– ვხედავ, რომ ძალიან ღირსეული, განათლებული ხალხი ხართ აქ შეკრებილი და შეიძლება, სამიოდე კითხვა დაგისვათ?
– გვკითხე, – ერთხმად, ფამილარულად მიუგო „ბომონდმა“ „პროვინციელს“.
– რა ერქვა კარლ მარქსის მამას? – იკითხა გიამ და ორ დუჟინ „განათლებულებში“ ერთმაც არ იცოდა პასუხი...
– ჰაინრიხი! – თქვა ფერაძემ და იქვე დაამატა:
– ვინ დაწერა სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“?
ბომონდი კვლავ დუმდა.
– ვასილ პავლოვიჩ სოლოვიოვ-სედოიმ, – გაანათლა ქართველმა „პროვინციელმა“ „ბომონდი“ და მესამე კითხვაზე გადავიდა:
– რა უფრო კარგია სასუქად – ჩიტის სკინტლი თუ საქონლის ფუნა?
– ფუნა! ფუნა! – ერთმანეთს ასწრებდა პასუხს აყაყანებული „ბომონდი“.
გია ფერაძემ ხელის აწევით გააჩერა „განათლებულები“ და თქვა:
– პოლიტიკა თქვენ არ გესმით, არც ხელოვნება, ფუნასა და ქაქში კი კარგად ხართ გათვითცნობიერებულები. თქვენს განათლებას გაუმარჯოს! – გიამ ბოკალი ბოლომდე გამოცალა და ამაყად დატოვა სუფრა.

скачать dle 11.3