კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააბითურა ცნობილმა ქართველმა კრიმინალმა „მურის“ ცნობილი ქართველი მაძებარი #46

ნაცნობი ხელწერა
1972 წლის 22 მაისს, მოსკოვში, „მალოკისელნი პერეულოკში“ მდებარე, ¹14 შემნახველი სალარო გაიძარცვა და სეიფიდან 360 ათასი მანეთი გაქრა, რომელიც უზარმაზარ, სამმაგსაკეტიან, ცეცხლგამძლე სეიფში იდო. ძარცვის შესახებ პირველმა შემსალაროს გამგემ, ვიქტორ სკვორცოვმა დილის 8 საათსა და 45 წუთზე შეიტყო და მაშინვე მილიციას აცნობა. შემთხვევის ადგილზე მისულ „მურის“ მაძებრებს სიგნალიზაცია ჩართული, მაგრამ იმგვარად ბლოკირებული დახვდათ, რომ ჩანდა, მძარცველმა (მძარცველებმა) უპრობლემოდ გახსნეს სეიფი. დაწესებულებაში იატაკი ამონგრეულიყო. მის ქვეშ მდებარე სარდაფში კი, მძლავრი დომკრატი იპოვეს, რაც ბეტონის იატაკის ჩასანგრევად გამოიყენეს. მართალია, ფოლადის მჭრელ ხერხს ვერ მიაგნეს, მაგრამ იატაკში ჩაყოლებული არმატურები გადახერხილი იყო და არანაირ ეჭვს არ იწვევდა, რომ ამ  საქმეში ინსტრუმენტსაც გამოიყენებდნენ. შემთხვევის ადგილზე აღმოჩნდა სიგარეტის ფერფლიც. თუმცა, თავად ნამწვავები ვერ იპოვეს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ თან წაიღეს. კვალის მოძიების დროს ისიც დადგინდა, რომ ნაფეხურებიც წაშლილი იყო, რაც მძარცველთა რაოდენობის დადგენის საშუალებას არ იძლეოდა. თავად სამმაგსაკეტიანი სეიფის შემოწმებამ კი, ცხადყო, რომ მოქმედებდა უმაღლესი კატეგორიის „მედვეჟატნიკი“. მან ყოველგვარი წვალების გარეშე, 3-5 წუთში, ტიტანის შენადნობისგან დამზადებული „ატმიჩკით,“ უპრობლემოდ გახსნა სეიფი, ფული გამოიღო და ის კვლავ ჩაკეტა... „მურში“ მსგავსი დანაშაულის გამოძიების სპეციალისტი, ქართველი პოლკოვნიკი გურამ ბოკერია იყო. მან ყურადღებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და კოლეგებს უთხრა: „ერთი შეხედვით, ეს საქმე იასონ ხერკელაძის, იგივე „კროტის“ (თხუნელა) ნამუშევარია. თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით და არ გამოვრიცხავ, რომ უცნობი მოქმედებდა ან, სულაც, უცნობთა ჯგუფი, რომლებსაც ჩვენი ცრუ კვალზე გაშვება სურდათ...“
გურამ ბოკერიას ყველა ექსპერტიზის პასუხი რომ მიუტანეს და გამოცდილმა მაძებარმა ისინი გააანალიზა, თქვა: „თითქმის გამოვრიცხავ, რომ ხერკელაძის გაკეთებული იყოს ეს საქმე. თუმცა, ხელწერა მისია და დომკრატს მხოლოდ ის ხმარობს. რაც მთავარია, ტიტანის შენადნობიანი „ატმიჩკითაც“ მხოლოდ ის ხსნის სეიფებს ძალიან სწრაფად და სუფთად, ყოველგვარი წვალების გარეშე“. ბოკერია იმან დააეჭვა, რომ ექსპერტებმა ზუსტად დაადგინეს: 1) სარდაფში მოწეულია დაახლოებით 2 კოლოფი სიგარეტი „ზოლოტოე რუნო“ და კვალის დაფარვის მიზნით ნამწვავები წაიღეს; 2) აშკარად წაშლილია ფეხსაცმლის კვალი, რომ არ დაედგინათ მძარცველთა რაოდენობა; 3) სავარაუდოდ, მძარცველებმა თავიანთი საქმიანობა, კონკრეტულად კი ოთხი მსხვილი არმატურის ხერხვა, პარასკევს, 19 მაისის საღამოს, დაიწყეს და 22-ში, დილით დაამთავრეს. ანუ, მთელი შაბათ-კვირა მუშაობდნენ, რადგან დასვენების დღეები იყო და ხელს ვერავინ შეუშლიდათ. სარდაფშივე აღმოჩნდა ხერხის პატარა ნატეხი, ხოლო არმატურების ნახერხს, ვერ მიაგნეს, რადგან ნამწვავებივით, სავარაუდოდ, ისიც თან წაიღეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ბოკერიამ თავის ხელქვეითებს მაინც დაავალა კროტის ალიბის გადამოწმება და გაირკვა, რომ 20-21 მაისს ხერკელაძე გადაბმულად ქეიფობდა რესტორან „თბილისში“, რუსთაველზე, რასაც ათეულობით ადამიანი ადასტურებდა. 22 მაისს კი, დილის 6 საათზე იასონ ხერკელაძე იმ დროს დააკავა დაბა წყნეთის ეგრეთ წოდებული „ბიუროს ზონის“ (სამთავრობო მაღალჩინოსნების აგარაკები) დაცვამ, როდესაც ის, ერთ-ერთი რაიკომის მდივნის აგარაკიდან გამოვიდა და მიმალვას ცდილობდა. ცნობილ „მედვეჟატნიკს“ მცირე რაოდენობის ოქროს სამკაულები და 6 ათასი მანეთი უპოვეს და მილიციის საკანში მოათავსეს. გამომძიებელმა კი ქურდობის მუხლით საქმე აღძრა...
დაკითხვა
გურამ ბოკერიას რომ კროტის წყნეთში დაპატიმრების ამბავი შეატყობინეს, გამოცდილ მაძებარს გაეცინა და თქვა:
– ხომ ვამბობდი, რომ კროტი ამ საქმეში სუფთაა... თბილისში უნდა გავემგზავრო და დავკითხო. გამორიცხული არაა, მან იცოდეს, ვინ „იჩალიჩა“ სალარო ან, სულაც, მოსკოვის საქმე მისმა რომელიმე გამოუცდელმა შეგირდმა შეასრულაო...
საქართველოს დედაქალაქში „მურის“ ქართველი პოლკოვნიკი 24 მაისს ჩამოფრინდა, მილიციის განყოფილებას ეწვია და იასონ ხერკელაძის დაკითხვაზე მიყვანა მოითხოვა. ნაცემი კროტი ბოკერიას რომ წარუდგინეს, ხერკელაძემ მას უთხრა:
– რისთვის შეწუხებულხართ, უფროსო, სამშობლოში ხომ არ გადმოხვედით სამუშაოდ?
– შენს დასაკითხავად ჩამოვფრინდი მოსკოვიდან, – უპასუხა ბოკერიამ და პატიმარს სიგარეტის კოლოფი გაუწოდა, მან კი მიუგო:
– ხომ იცით, რომ არ ვეწევი. თუმცა, სამი წელია, ერთმანეთს არ შევხვედრივართ და ალბათ, აღარ გახსოვთ.
ბოკერიამ მშვენივრად იცოდა, რომ ხერკელაძე მწეველი არ იყო, მაგრამ სიგარეტი მას გამოსაცდელად გაუწოდა, რადგან შემნახველი სალაროს სარდაფში მოწევის კვალი აღმოჩნდა, რომელიც ცუდად იყო შენიღბული, თუმცა ნამწვავები იქ არ იყო... პოლკოვნიკს გაეღიმა და უთხრა:
– მახსოვს. ინსტინქტურად გამოგიწოდე.
– უფროსო, – კროტმა თვალი თვალში გაუყარა პოლკოვნიკს და დააყოლა, – გული მიგრძნობს, რაღაც სერიოზული მოხდა. თქვენ აქ ტყუილად არ ჩამოხვიდოდით და პირდაპირ მითხარით სათქმელი.
გურამ ბოკერიამ დაწვრილებით უამბო კროტს ყველაფერი და ბოლოს უთხრა:
– გასაგებია, რომ შენ ალიბი გაქვს და მოსკოვის საქმეში სუფთა ხარ. უბრალოდ, იმის გასარკვევად ვარ აქ, რომ იქნებ, ეს საქმე შენმა შეგირდმა გააკეთა, ვისაც სეიფის გახსნა და ყველაფერი დანარჩენი ასწავლე?
კროტმა კი თავი გააქნია და სიცილით მიუგო:
– არა, უფროსო, ნამდვილად არა. ხომ იცით, რომ „ადინოჩკა“ ვარ და რა მეშეგირდება... შეიძლება, არასწორად ვიქცევი, მაგრამ ზუსტად გეტყვით, რომ ეგ საქმე ძალიან ნიჭიერმა, მაგრამ გამოუცდელმა ღლაპმა ჩაიდინა, უფრო სწორად კი ბანდამ, რომლებმაც ისეთი ფაქტები დაგიტოვეს, რაც  გამოცდილ „მედვეჟატნიკს“ არ ეპატიება.
– რატომ, გცემეს? – დაინტერესდა ბოკერია.
– რატომ, უფროსო და იმიტომ, რომ წყნეთის საქმის მიჩქმალვა უნდათ. თუმცა, „სროკზე“ მაინც მიშვებენ და წვრილმან ქურდობებს მტენიან, რასაც ვერ ხსნიან და კისერზე კიდიათ. მე კი ვეუბნები, კი ბატონო, სროკზე გამიშვით მაგრამ წყნეთის საქმეზე და არა „ტუფტაზე“-მეთქი. მეკადრება მე ტუფტა სროკი? აი, ამიტომაც წამითაქეს. არ აწყობთ, რომ სასამართლოზე რაიკომის მდივნის სახელი ამოტივტივდეს, რომელსაც „დაჩაზე“ სეიფი აქვს. სეიფში კი ოქროები და „მაყუთი“. მართალია, ბევრი არაფერი „მაყუთია“, მაგრამ ექვსი ათასიც საკმარისია რაიკომის მდივნის გასაფუჭებლად.
– გასაგებია, – გაეცინა ბოკერიას. დაკითხვა კი იმით დასრულდა, რომ „მურის“ ქართველმა პოლკოვნიკმა კროტი გამოაშვებინა.
ბოკერიამ გამომძიებლები ალტერნატივის წინაშე დააყენა. ან ისინი სუფთად უშვებდნენ კროტს, ან პოლკოვნიკი (ბოკერია) მოსკოვში ჩაიტანდა სიმართლეს და მართალია, ხერკელაძეს ციხეში ჩასვამდნენ, მაგრამ ამ ამბავს მილიციელებიც შეეწირებოდნენ და რაიკომის მდივანიც...
მივიწყებული საქმე
¹12 შემნახველი სალაროს ძარცვის საქმე თორმეტი წელი თაროზე იყო შემოდებული, გაუხსნელად ითვლებოდა და თითქმის ყველას მიავიწყდა. თუმცა, 1984 წელს ის კვლავ დააბრუნეს ძიებაში, კროტი დააპატიმრეს და მან აღიარა, რომ 360 ათასი მანეთი მისი წაღებული იყო...
„მურის“ გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში უსასტიკესად ნაცემმა იასონ ხერკელაძემ, იგივე კროტმა, ასეთი ჩვენება დაწერა: „ვმოქმედებდი მარტო და ძიებისთვის კვალის არევის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მივიტანე ორი კოლოფი „ზოლოტოე რუნოს“  ფერფლი, რომელიც კვალის წაშლის მიზნით გავფანტე. ნამწვავები კი, ვითომ გავიტანეთ და გადავყარეთ. სინამდვილეში იქ ნამწვავები არც ყოფილა – კოლექტიური ძარცვის იმიტაცია შევქმენი. ამევე მიზნით, შემთხვევის ადგილზე კვალის (ფეხსაცმელების) წაშლის იმიტაციაც, რომ ეფიქრათ, თითქოს იქ არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი მოქმედებდა. ასევე, შევქმენი იმის იმიტაციაც, რომ თითქოს მძარცველები ორი დღის განმავლობაში ხერხავდნენ ბეტონის არმატურებს. სინამდვილეში კი, ვაკუუმიანი ტექნოლოგიით აღჭურვილი ფოლადის ავტომატური ხერხით ნახევარ წუთში გადავხერხე არმატურები. დომკრატი კი, რომელიც სიმძიმის გამო შემთხვევის ადგილზე დავტოვე, ნაწილ-ნაწილ შევიტანე სარდაფში და იქვე ავაწყვე. რაც შეეხება ალიბის, მოსკოვში 22 მაისს, ღამის 01 საათზე ჩავფრინდი ყალბი პასპორტით. 01 საათსა და 35 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე ვიყავი. საქმე თხუთმეტ წუთში შევასრულე და ასევე, ყალბი პასპორტით, დილის 05 საათზე და 15 წუთზე კვლავ თბილისში ვიყავი, რის მერეც შეგნებულად დავაჭერინე თავი წყნეთის აგარაკზე...“
კროტი 15 წლით ციხეში ჩასვეს. თუმცა, ის 1990 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდა და 1997 წელს გარდაიცვალა. ნაძარცვი ფული კი ვერ აღმოაჩინეს, რადგან ხერკელაძე აცხადებდა, რომ დროსტარებაში დახარჯა.
P.S. „კროტზე“ ინფორმაცია „მურს“ ერთმა ცნობილმა კრიმინალმა შეატყობინა, რომელიც კანონიერ ქურდად ითვლებოდა, სინამდვილეში კი, ჩანერგვის სამსახურის თანამშრომელი იყო და კოლეგებს სხვადასხვა, მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა.

скачать dle 11.3