კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ გსურთ სწრაფი შედეგი და წონის შესამჩნევი დაკლება, დაიცავით ერთკვირიანი დიეტა #46

თუ ამ დიეტის წესებს სწორად მიჰყვებით, ზედმეტი წონის დაკლებას, ჯანმრთელობის შენარჩუნებით, 7 დღეში შეძლებთ.
ბოსტნეულის კოქტეილის დღე
ბოსტნეული კალიუმის მდიდარი წყაროა – ეს არის ელემენტი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმისთვის წყლის მიწოდებას.
საუზმე: დააბლენდერეთ 3 ღერი ნიახური და 6 სტაფილო. დალიეთ წვენი და მიირთვით 200 გრამი ყველი.
ლანჩი: 3 ძირი ნიახურისა და 6 სტაფილოს წვენს დამატებული 1 პომიდორი.
სადილი: 3 ძირი ნიახურისა და 6 სტაფილოს წვენს დამატებული 1 კონა დაჭრილი ოხრახუში და 1 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი, 100 გრამი შემწვარი ქათმის ფილე, 5 სადილის კოვზი მოხარშული სტაფილო და ბარდა.
ვახშამი: 3 ღერი ნიახურისა და 6 სტაფილოს წვენს დამატებული 1 სადილის კოვზი მზესუმზირის ზეთი, 2 ნაჭერი ორცხობილა ინდაურის ლორის 2 ნაჭრით, სალათის 2 ფურცელი.
თევზის დღე
იოდი, რომლის შემცველობაც მაღალია თევზში, გავლენას ახდენს ორგანიზმში ცხიმის წვის პროცესზე.
საუზმე:  2 ცალი კივი, ნახევარი ვაშლი, ნახევარი ფორთოხალი, 2 სადილის კოვზი სიმინდის ფანტელები 2 სადილის კოვზი იოგურტით, 1 ჭიქა მინერალური წყალი.
სადილი: 200 გრამი შემწვარი თევზი, ცოტა ვინეგრეტი შეზავებული ლიმონის წვენით და არა მაიონეზით და 1 ჭიქა მინერალური წყალი.
ვახშამი:  200 გრამი ფოლგაში შემწვარი კალმახი და 1 ჭიქა მინერალური წყალი.
რძის კოქტეილის დღე
ამინომჟავა, რძის შემადგენელი ინგრედიენტი, ასტიმულირებს ტვინს, გამოყოს სეროტონინი, რაც უზრუნველყოფს კარგ ხასიათს.
საუზმე: 1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი, 4 სადილის კოვზი სიმინდის ფანტელები 150 გრამ მდნარ ყველთან ან ხილის იოგურტთან ერთად.
ლანჩი: 1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი.
სადილი: 1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი, პურის 2 ნაჭერი ჯემთან ერთად.
ვახშამი: 1,5 ჭიქა დაბალკალორიულ რძეს შერეული 1 ცალი ბანანი, 150 გრამი შემწვარი ქათმის ფილე, სალათის 4 ფურცელი 2 სადილის კოვზ იოგურტთან ერთად.
ბროკოლის დღე
ბროკოლი ორგანიზმს ამარაგებს C ვიტამინით და ბეტა-კაროტინით.
საუზმე: მაგრად მოხარშული კვერცხი, ნახევარი პომიდორი დაჭრილ ხახვთან ერთად, 100 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა მინერალური წყალი 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენით.
სადილი: 4 სადილის კოვზი მოხარშული თეთრი ბრინჯი, 200 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 ჭიქა მჟავე კომბოსტოს წვენი.
ვახშამი: სალათა მომზადებული 100 გრამი მოხარშული ბროკოლითა და ნახევარი ქილა წითელი ლობიოთი, შეზავებული 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, ასევე, 1 ჭიქა მჟავე კომბოსტოს წვენი.
კარტოფილის დღე
კარტოფილი მდიდარია მინერალი კალციუმით. არც თუ ისე კალორიულია და დაგეხმარებათ, ებრძოლოთ შიმშილს, რადგან კარგად ანაყრებს.
საუზმე: 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი და 1 დიდი ზომის მოხარშული კარტოფილი 1 სუფრის კოვზი კამით.
ლანჩი: 1 ჭიქა პომიდვრის წვენი, 2 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი გამომცხვარი ყველის ნაჭერთან ერთად, ზემოდან მოაყარეთ 1 სადილის კოვზი ოხრახუში.
სადილი: 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი, 1 საშუალო ზომის გამომცხვარი კარტოფილი, 1 სადილის კოვზი კამით.
ციტრუსოვანი ხილის დღე
ეს დღე ორგანიზმის გაწმენდას ემსახურება და ამარაგებს C ვიტამინით.
საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი, 2 ცალი მანდარინი, 1 ჭიქა იოგურტი.
სადილი: 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი, 50 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 200 გრამი ციტრუსოვანი ხილის სალათა.
ვახშამი: 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი, 1 ნაჭერი პური, 1 ნაჭერი ქათმის ფილე, სალათის 1 ფურცელი, რამდენიმე მანდარინი.
ბრინჯის დღე
საუმზმე: 6 გაყინული ან ახალი მარწყვი, 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი და 1 ჭიქა უშაქრო იოგურტი.
ლანჩი: 150 გრამი მოხარშული ინდაურის ფილე, 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, 150 გრამი მოხარშული ბროკოლი, 1 წიწაკა.
სადილი: 6 მარწყვი – ახალი ან გაყინული, 1 ჭიქა მოხარშული ბრინჯი, 3 სადილის კოვზი მდნარი ყველით.

скачать dle 11.3