კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #46

კითხვა: სახის კანი მაქვს მშრალი და მგრძნობიარე. ბოლო პერიოდში ვატყობ, რომ კანს დაეკარგა ელასტიკურობა და გამონაყარიც მიჩნდება დროდადრო. ვარ 33 წლის და რისი ბრალი შეიძლება, იყოს ეს? რას მირჩევთ, რომელი მკვებავი კრემი ვიხმარო და რა ვიტამინი არის რეკომენდებული ასეთ დროს?
პასუხი: ორგანიზმში სითხის დეფიციტის აღსადგენად და კანისთვის სინოტივის შესანარჩუნებლად, უნდა დალიოთ დღეში 2 ლიტრზე მეტი წყალი. საკვები რაციონი გაამდიდრეთ  მარცვლეული კულტურით, კაკლით, ხილითა და ბოსტნეულით, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით. შეზღუდეთ შაქრის, შოკოლადის,  კოფეინის შემცველი პროდუქტებისა და ცხიმის მიღება. უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლზე. ერიდეთ ტემპერატურის  მკვეთრ ცვალებადობას, ზედმეტ გადახურებას ან გაციებას. არ დაიბანოთ ძალიან ცხელი წყლით და გამოიყენეთ საპონი ნეიტრალური PH-ით.  ბანაობის შემდეგ, კანი ნაზად გაიმშარალეთ, უხეშად არ გაიწმინდოთ. წაისვით დამატენიანებელი კრემები. შეგიძლიათ,  პირის დასაბანად გამოიყენოთ მცენარეული – პიტნის, ოხრახუშის, ვირისტერფას, ვარდის ფურცლების ნაყენები და ნახარშები:
* 2 სადილის კოვზ ზემოთ აღნიშნულ რომელიმე ბალახს, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე. გააჩერეთ 10-20 წუთით და ამ ნაყენით სახე გაიწმინდეთ დღეში 2-3-ჯერ.
შეგიძლიათ, აურიოთ ერთმანეთში 1 კვერცხის გული, 1 ლიმონის ან 1 კიტრის წვენი, 1/2 ჭიქა ახალი არაჟანი და 1 სადილის კოვზი არაყი. ეს ნარევი შეინახეთ მაცივარში და ყოველდღე იწმინდეთ სახე. ან  ფორთოხლის კანს დაასხით მდუღარე, გააჩერეთ გაცივებამდე, შემდეგ გაწურეთ და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
კითხვა: გამიგია, რომ კანისთვის კარგია დღეში ორ ლიტრამდე წყლის დალევა. მაინტერესებს, ჩვეულებრივი წყალი უნდა დავლიო თუ გადადუღებული?
პასუხი:  წყლის მიღება მხოლოდ კანისთვის კი არ არის კარგი, არამედ აუცილებელია მთელი ორგანიზმისთვის. ის წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისგან. წყალი უნდა იყოს ჩვეულებრივი და არა გადადუღებული.

скачать dle 11.3