კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა დაგეგმოთ მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება #46

ყველა ცდილობს, მოძებნოს ცხოვრების ისეთი თანამგზავრი, ვისთანაც ჰარმონიულ ურთიერთობას დაამყარებს, ექნება მშვიდი და სიყვარულით აღსავსე ოჯახი და თავიდან აიცილებს უთანხმოებას ახლობლებთან. გირჩევთ, სანამ  ცხოვრებაში სერიოზულ ნაბიჯს გადადგამთ, გადახედეთ თქვენს პირად ჰოროსკოპს. ამით შეძლებთ, საკუთარ თავს დაეხმაროთ და გაუადვილოთ ცხოვრება.
ყველა ჩვენგანი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნითაა დაბადებული, რომელსაც კონკრეტული სტიქია მართავს. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ზოდიაქო და სტიქია არ ეწყობა ერთმანეთს. ამას განაპირობებს ადამიანთა ხასიათსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ვარსკვლავების ზემოქმედება.
აუცილებელია, ფლობდეთ გარკვეულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი სკანდალებს, განქორწინებებს, ურთიერთგაუგებრობებსა და გაურკვევლობებს ოჯახის წევრებთან.
ასტროლოგიაში არსებობს ჰარმონიის, იდილიისა და შეთავსების მარტივი მეთოდები. თუ გსურთ, გქონდეთ ოჯახში ურთიერთგაგება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ასტროლოგიური რჩევები და ისე დაგეგმოთ საკუთარი ცხოვრება და მომავალი. თუ ასე მოიქცევით, იმ გაუთვალისწინებელ პრობლემებსა და წინააღმდეგობებს აარიდებთ თავს, რომლებიც ცხოვრებაში არაერთ ბარიერს შეგიქმნით.
ცეცხლის სტიქიის ნიშნები – ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, კარგად ეგუებიან ამავე ნიშნით ან მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს – თხის რქებს, კუროებს, ქალწულებს. რაც შეეხება მშვილდოსანს, მას შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან ადვილად გამონახოს საერთო ენა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უჭირს მორიელის, თევზებისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ჰარმონიული ურთიერთობა და თანაცხოვრება.
ჰაერის სტიქიის ნიშნები – სასწორი, მერწყული, ტყუპები, კარგად ეწყობიან ჰაერისა  და ცეცხლის სტიქიის ზოდიაქოებს, მაგრამ, მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულებთან მუდმივად პრობლემები, კონფლიქტები და გაუგებრობები აქვთ.
წყლის სტიქიის ნიშნები კარგად ეწყობიან მიწისა და თავისივე – წყლის სტიქიის ნიშნებს. ძნელად ეგუებიან ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულებს.
მიწის სტიქიის ნიშნები მშვიდად გრძნობენ თავს მიწისა და წყლის სტიქიების ნიშანთა გარემოცვაში. ვერ ეგუებიან ლომთან, ვერძთან და მშვილდოსანთან ოჯახურ თანაცხოვრებას.

скачать dle 11.3