კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფინიკი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში #46


ფინიკი საოცარი ხილია, რომელსაც სასარგებლო თვისებების გამო, ბევრ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენებენ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ცხოვრების გასახანგრძლივებლად. ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტი ტკბილეულის ნაცვლადაც გამოიყენება. ფინიკი შეიცავს 23 სხვადასხვა სახის ამინომჟავას, რომლებიც ნაკლებად გვხვდება სხვა ხილის შემადგენლობაში. გარდა ამინომჟავისა, ფინიკი მდიდარია ტრიპტოფანით, რაც საჭიროა  ტვინის ოპტიმალური ფუნქციონირებისა და ნორმალური ფსიქიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით მოხუცებში. ტრიპტოფანი ხელს უშლის დაბერებას. გარდა ამისა, ტრიპტოფანს აქვს  საძილე ეფექტი. მის შემადგენლობაში არსებული სხვა ამინომჟავების საშუალებით, ფინიკი ხელს უშლის გულძმარვას და კუჭის ჭარბ მჟავას ანეიტრალებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის გულის დაავადებათა ჩამოყალიბებას. ფინიკი სწრაფად დააკმაყოფილებს თქვენს  შიმშილს, აღადგენს ფიზიკურ ძალას და სიცოცხლისუნარიანობას. ისევე, როგორც ყველა მცენარეული საკვები, არ შეიცავს ქოლესტერინს. შეგიძლიათ, ფინიკით ჩაანაცვლოთ ტკბილეული და თქვენი წონა ნორმას არ გადააჭარბებს. მისი ხშირი (ოპტიმალურ ვარიანტში – ყოველდღიური) მიღებით ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით მარაგდება მაგნიუმით, სპილენძით, გოგირდით, რკინით, კალციუმით და ასე შემდეგ. ასე, რომ შეგვიძლიათ დღე მარტო ფინიკსა და წყალზეც გავატაროთ. ანუ, ის ძალიან კარგი დიეტური საშუალებაა. ფინიკის დახმარებით რამდენიმე წლით გაიხანგძლივებთ სიცოცხლეს. მას კიდევ ბევრი კარგი თვისება აქვს. მაგალითად:
* ანადგურებს ბაქტერიებსა და პარაზიტებს ადამიანის სხეულში;
* მნიშვნელოვნად ამარტივებს ქალის მშობიარობის პროცესს, აჩქარებს და ნაკლებმტკივნეულს ხდის. ამცირებს მშობიარობის შემდგომ სისხლდენას. კარგი საშუალებაა ნაყოფის შესანარჩუნებლად;
* ამცირებს მუცლის მოშლის რისკს;
* შეიცავს A ვიტამინს, რისი დახმარებითაც ინარჩუნებს და აუმჯობესებს ღამით ხედვას;
* B ვიტამინის დახმარებით, ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის განვითარებას;
* არაჩვეულებრივი საშუალებაა  ფსიქიკური სტრესის დროს;
* მეცნიერების მტკიცებით, გამხმარი ფინიკი დადებითად მოქმედებს ტვინის მოცულობის ზრდაზე.
* მხოლოდ ნახევარი საათია საჭირო მისი მიღების შემდეგ, რომ, რაც უნდა დაღლილი იყოთ, ძალა და ენერგია დაგიბრუნდეთ;
* არაჩვეულებრივი საშუალებაა რესპირატორული დაავადებებისას;
* ასევე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას. გულის ხანგძლივი ავადმყოფობის შემდეგ ეხმარება მას ძალების აღდგენაში;
* კარგია მისი გამოყენება ანემიის დროს;
* წყლულის, კუჭის კიბოს და მსხვილი ნაწლავის განვითარების პრევენციისთვის;
* იმპოტენციის რისკის შესამცირებლად;
* გაციების თავიდან ასაცილებლად;
* აძლიერებს  კაპილარების კედლებს;
* ასევე, საჭმლის მონელების სისტემას, რადგან აღმოფხვრის კუჭ-ნაწლავის დარღვევებს. ძალიან სასარგებლოა მონელების პროცესისთვის;
* აუმჯობესებს ხედვას, ამცირებს თვალის დაღლილობის;
* აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას;
* ამცირებს ბევრი ანტიბიოტიკის გვერდით მოვლენებს;
* ამდიდრებს დედის რძეს ვიტამინებით, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და ებრძვის სხვადასხვა დაავადებას როგორც დედის, ისე ბავშვის ორგანიზმში. იზრდება დაავადებებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი. შესაბამისად, თანამედროვე დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ ეს ხილი აქტიურად გამოვიყენოთ ორსულ და მეძუძურ ქალებში;
* ფინიკი ძალიან კარგი საშუალებაა  ღრძილებიდან სისხლდენის სამკურნალოდ;
* მკურნალობს შეშუპებას და თავბრუხვევას, რომელიც გამოწვეულია შიდა ყურის დაავადებებით;
* ამარტივებს პრემენსტრუალურ სინდრომს ქალებში;
* არეგულირებს  სისხლში შაქრის შემცველობას;
*კარგია ართრიტის თავიდან ასაცილებლად;
* ასევე აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისება (შეიცავს ასპირინის მსგავსი სტრუქტურის ნივთიერებებს);
* ამცირებს  პანკრეასის კიბოს რისკს.

კოქტეილი კიბოს, არითმიისა და არტერიული წნევის წინააღმდეგ
ამ თავისებურ  „კოქტეილს“ ძალიან ფართო გამოყენება და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: ის ამცირებს ინტრაკრანიალურ წნევას და არეგულირებს მას, ეხმარება ვარიკოზული ვენების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს სისხლის ფორმირებას და აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. განსაკუთრებით კარგი თერაპიული შედეგები იგრძნობა ტაქიკარდიის, არითმიის, მაღალი არტერიული და ქალასშიდა წნევის მკურნალობისას.
სულ უნდა მიიღოთ 100 მილილიტრი ფარმაცევტული ნაყენი, რომელიც შედგება: ვალერიანის, კუნელის, 50 მილილიტრი ევკალიპტის და 25 მილილიტრი პიტნის ნაყენისგან. ეს ნარევი მოათავსეთ ნახევარლიტრიან ბოთლში.  ორი კვირა შეინახეთ ბნელ ადგილას და ხშირად შეანჯღრიეთ. მიიღეთ 20-25 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ. შეიძლება მისი სასმელ წყალში გაზავებაც.

როგორ დავაღწიოთ თავი ბოყინს
ჯანმრთელ ადამიანთა ძირითადი ნაწილისთვის ბოყინი უშუალოდ ჭამის შემდეგ ნორმალური მოვლენაა. ამის მიზეზი, როგორც წესი, საჭმლის სწრაფ-სწრაფად ყლაპვა ან ჭამის დროს საუბარია. ამ დროს ადამიანი საკვებთან ერთად ჰაერს ყლაპავს, რომელიც შემდეგ სწორედ ბოყინის დროს ტოვებს კუჭს. ასევე, ბოყინს იწვევს გაზიანი სასმელების ან საღეჭი რეზინის გამოყენება.  ბოყინი განსაკუთრებული ზიანის მომტანი არ არის, უბრალოდ, თვითონვე გიქმნით დისკომფორტს, ამიტომ მის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად მიირთვით ნელა, საჭმელი კარგად დაღეჭეთ და გულმოდგინედ ჩაყლაპეთ. არ ილაპარაკოთ, როცა ჭამთ და შეეცადეთ, უარი თქვათ გაზიან სასმელებზე.
როდესაც ექიმი მის გამომწვევ მიზეზს დაადგენს, შემდეგ მკურნალობას ნიშნავს. ფერმენტების ნაკლებობისას ნიშნავენ ფერმენტებს, დისბაქტერიოზის დროს ნაწლავების მიკროფლორას აღადგენენ, ტკივილის დროს კი, კუჭ-ნაწლავის სპაზმების მოსახსნელ პრეპარატებს ნიშნავენ.
ბოყინის პროფილაქტიკის საწინდარია ბალანსირებული კვება. ეს ნიშნავს, რომ რაციონში უნდა შედიოდეს ცილებით მდიდარი პროდუქტები – ხორცი, თევზი, მაწონი და მეტი იმოძრავეთ. თუ ადამიანი არ მოძრაობს, შინაგანი ორგანოების ყველა კუნთი დაბალი აქტივობის რეჟიმში მუშაობს, რაც აირების დაგროვებას იწვევს.
არსებობს ბოყინთან ბრძოლის ეფექტური ხალხური საშუალებები, მაგრამ მათი გამოყენება გამართლებულია ისეთი ბოყინისთვის, რომელიც უშუალოდ ჭამის შემდეგ აღმოცენდება. თუ აღნიშნული უსიამოვნება ჭამიდან ორი საათის შემდეგ ვლინდება და დამახასიათებელი სუნი აქვს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
* 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბაბუაწვერას ფესვებს 200 მილილიტრი ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით, 8 საათი გააჩერეთ, გაწურეთ. ნაყენი დღეში 4-5-ჯერ დალიეთ ჭამის წინ.
* ცაცხვის ჩაი – 2 ჩაის კოვზ ცაცხვის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და 30 წუთით დადგით. დღეში 3-ჯერ მიიღეთ. შეგიძლიათ,  დაუმატოთ თაფლი გემოვნებით.
* 1 სუფრის კოვზ კამის თესლს 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით. თავდახურულ ჭურჭელში 2–3 საათი გააჩერეთ, გაწურეთ. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ორი საათით ადრე.
* ერთი მწიკვი გამხმარი და დაქუცმაცებული კოთხუჯის ძირები 1 ჭიქა წყალში გახსენით. სანამ ფხვნილი დაილექება, სულმოუთქმელად დალიეთ.
* 2 წილი პიტნის ფოთლები, 2 წილი ვალერიანის ძირები, 1 წილი კამის თესლი აურიეთ. 2 ჩაის კოვზ ნარევს 200 მილილიტრი ადუღებული წყალი დაასხით, 20 წუთი გააჩერეთ და გაწურეთ. 100 მილილიტრი ნაყენი დილით და საღამოს მიიღეთ.
* მაყვლის ჩაი – მაყვლის 2 ჩაის კოვზ ღეროსა და ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით და 20-30 წუთი დადგით. მიიღეთ აუცილებლად დღეში 3-ჯერ.
* 20 გრამ ოხრახუშის თესლს 1 ჭიქა ცივი წყალი დაასხით, გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ნახარში დღეში 5-ჯერ.
* საკვების ყოველი მიღების შემდეგ ქორფა სტაფილო ჭამეთ – ეს ბოყინის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა.

როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები
იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირება და ორგანოებამდე სისხლის ნაკადის სრულყოფილად მიწოდება, რათა თავიდან აირიდოთ სხვადასხვა დაავადება, გამოიყენოთ რამდენიმე ხალხური და ძალიან მარტივი რეცეპტი. მით უმეტეს, რომ დანახარჯი მინიმალურ თანხებთანაა დაკავშირებული.
1. სისხლძარღვების დასუფთავება ნივრითა და ლიმონით;
2. ნივრის ნაყენით;
3. კაკლით;
4. გამწმენდი მწვანილით;
5. გამწმენდი სამყურათი.
1) ნივრითა და ლიმონით დასუფთავება. აიღეთ ოთხი დაჭრილი ლიმონი და ოთხი კბილი ნიორი. დააბლენდერეთ და მიღებული მასა მოათავსეთ მინის ჭურჭელში. შეავსეთ თბილი წყლით. დატოვეთ სამი დღის განმავლობაში. მიღეთ ასი გრამი დღეში სამჯერ, ორმოცი დღის განმავლობაში.
2) ნივრის გამწმენდი ნაყენი. აიღეთ 150 გრამი ნიორი, დაასხით მას 150 გრამი არაყი და დატოვეთ სამი დღე ბნელ ადგილას. მიიღეთ დღეში სამჯერ, წინასწარ განზავებული მეოთხედ ჭიქა ანადუღარ წყალში. პირველ დღეს უნდა განზავდეს ერთი წვეთი ნიორის ნაყენი, მეორე დღეს – ორი  წვეთი, მესამე დღეს – სამი და ასე მანამ, სანამ 15 წვეთამდე არ ახვალთ. შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში მიიღეთ 15 წვეთი. მეექვსე დღიდან დაიწყეთ ყოველდღიურად დოზის შემცირება და ჩამოდით ისევ ერთ წვეთამდე.
3) გაწმენდა კაკლის გამოყენებით. ნახევარი კილოგრამი ნიგოზი დაჭერით წვრილად და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით დღეში ერთი სუფრის კოვზი.
4) სისხლძარღვების გაწმენდა მწვანილით. აიღეთ რამდენიმე სამკურნალო მცენარე: გვირილა, ფარსმანდუკი, არყის კვირტი, ყვითელი ყვავილი. ყველა ერთად უნდა იყოს ასი გრამი. შეურიეთ ეს მცენარეები და საღამოს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ სამი საათი. მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დაუმატეთ ერთი დესერტის კოვზი თაფლი. დატოვეთ ღამე და დილით მიიღეთ, ჭამამდე ოცი წუთით ადრე. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე.
5) სისხლძარღვების გაწმენდა სამყურათი. აიღეთ ორასი გრამი სამყურა, დაასხით  ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღების შემდეგ დატოვეთ ცეცხლზე ათი წუთით. გადმოდგით და გააჩერეთ სამი საათი. დაამატეთ ორნახევარი კოვზი შაქარი, გააჩერეთ კიდევ ორი საათი და მიიღეთ ყოველდღიურად 200 მილილიტრის ოდენობით.

скачать dle 11.3