კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #46

შემაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – შემაზა.
1721 წელს, სამღერეთში მოიხსენიება გიორგი შემაზაშვილი.
შემაზაშვილები იყვნენ მებატონეებიც.
1721 წლის აღწერით, მებატონე შემაზაშვილებს ჰყავდათ ყმები სოფელ კარაქაში.
საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს. ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.
ბერძენი-ბერძენია-ბერძენიშვილი-ბერძენიძე
ეს გვარი მივიღეთ ფუძით – ბერძენი. ქართველებთან ის გვარად ქცეული ეთნონიმია. მისგან მიღებული გვარებია ასევე: ბერძენიშვილი, ბერძნიშვილი, ბერძენიძე, ბერძული, ბერძელიშვილი.
ბერძენასშვილი-ბერძნიშვილები იყვნენ აზნაურები და შეტანილნი არიან 1783 წელს, გეორგიევსკის ტრაქტატში.
რუსული კალკით კი გვხვდება გვარი ბერძენოვი.
საქართველოში 51 ბერძენი ცხოვრობს: ფოთში – 23, ქუთაისში – 17, თბილისში – 7. არიან სხვაგანაც.
40 – ბერძენია: ზუგდიდში – 19, წალენჯიხაში – 5, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.
2 665 – ბერძენიშვილი: თბილისში – 1 050, ჩოხატაურში – 389, რუსთავში – 146. არიან სხვაგანაც.
120 – ბერძენიძე: თბილისში – 40, ახალციხეში – 26, საჩხერეში – 16. არიან სხვაგანაც.
208 – ბერძნიშვილი: გორში – 101, მცხეთაში –  45, თბილისში – 14. არიან სხვაგანაც.
200 – ბერძული: თერჯოლაში – 98, ქუთაისში – 35, თბილისში – 27. არიან სხვაგანაც.
25 – ბერძულიშვილი: ზესტაფონში – 9, თბილისში – 5, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.
კიკვილაშვილი
ქართული გვარის ფუძეა სიტყვა კიკა. სულხან-საბასთან „კიკვა“ მეთოფეს, მეომარს, ჯარისკაცს ნიშნავს.
ამავე ძირისაა გვარები: კიკვაძე, კიკვიძე.
გვარის შესახებ ისტორიულ საბუთებში მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 207 კიკვილაშვილი ცხოვრობს: გორში – 105, თბილისში – 85, რუსთავში –  10. არიან სხვაგანაც.
ტუჩაშვილი-ბაბაშვილი
ტუჩიშვილები სოფელ ქურთას 1781 წლის აღწერაში ტუჩიაშვილებად არიან ჩაწერილები.
ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბეური ყოფილა, შემდგომში კი ბაბიაური გამხდარა. ხურთისში მცხოვრები ტუჩაშვილების ადრინდელი გვარი ბაბაშვილები ყოფილა.
1773 წლის აღწერაში, ხურთისში, სამი კომლი ბაბიაურია მოხსენიებული. ბაბიაურები, იგივე ბაბაშვილები, ტუჩაშვილის გვარზე მეჩვიდმეტე საუკუნეში გადასულან.
1781 წლის აღწერაში ის ადამიანები, რომლებიც 1774 წელს ბაბიაურის გვარს ატარებდნენ, ტუჩაშვილებად არიან ჩაწერილები.
ბაბაშვილები დღესაც ცხოვრობენ ხევში, კერძოდ, სიონში. ამ გვარის წარმომადგენლები, როგორც სიონში, ისე ხურთისში, თრუსოდან იყვნენ გადასულები.
ტუჩაშვილები და ბაბაშვილები ნათესაურ კავშირს ინარჩუნებენ და ერთმანეთზე არ ქორწინდებიან.
საქართველოში 209 ტუჩაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 73, მცხეთაში – 23, კასპში – 11. არიან სხვაგანაც.
122 ბაბაშვილი: თბილისში – 39, მცხეთაში – 37, ყვარელში – 23. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3