კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიიღე ისეთი, როგორიც არის #46



ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის – ამას გვირჩევენ ფსიქოლოგები. მაგრამ, შესასრულებლად ძალიან რთულია. რა თქმა უნდა, არავის  სურს, ვინმე, თუნდაც მისთვის საყვარელი ადამიანი ცდილობდეს, გადააკეთოს. ცვლილებები კარგია, ოღონდ ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად, ბუნებრივი უნდა იყოს.
თქვენ თუ ეცდებით ვინმე, თუნდაც საყვარელი ადამიანი, ძალით შეცვალოთ, შედეგად მხოლოდ ნეგატივს, აგრესიასა და უარყოფით ემოციებს მიიღებთ. აჯობებს, საკუთარი თავი შეცვალოთ. ქალს შესწევს უნარი, გახდეს გაცილებით დამთმობი, ყურადღებიანი, თბილი, ლოიალური და საყვარელი. მამაკაცები კი ამას ხედავენ და აფასებენ კიდეც. ასეთი ქალის გვერდით მამაკაციც იცვლება და სწორედ ესაა ის ბუნებრივი პროცესი, რომელზეც ვსაუბრობდით. წყვილს შორის ურთიერთობის მთავარი ასპექტი პრეტენზიების უარყოფაა – ანუ, უარის თქმა იმაზე, რომ პარტნიორს კონკრეტული მოთხოვნები წაუყენოთ. თუ ქალს მუდმივად პრეტენზიები აქვს მამაკაცის მიმართ, ის ქალი ქმრისთვის ნელ-ნელა ყოვლად აუტანელი ხდება. მიიღო ადამიანი ისეთად, როგორიც  არის, უნდა ისწავლო. სწავლა კი, მონდომების გარეშე შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია პარტნიორის ზოგიერთ ჩვევასთან შეგუება, მაგრამ სანამ მასთან ჩხუბს გადაწყვეტთ, უნდა დაფიქრდეთ – ვინ არის ის თქვენთვის, რას წარმოადგენს თქვენს ცხოვრებაში და როგორ იქნებით მის გარეშე. სწორედ ასეთი ფიქრები დაგეხმარებათ საღი ურთიერთობის შენარჩუნებაში.

ბრძოლა გრძელდება

როცა პოულობ ადამიანს და გგონია, რომ ცხოვრების ბოლომდე მის გვერდით იქნები, ვერაფრით დაიჯერებ, რომ შეიძლება, დადგეს დღე და სწორედ მას გადაეკიდო მტრად. „მტრად გადაკიდება“ შეიძლება,  ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა, როცა ზოგიერთ წყვილს უყურებ, როგორ ებრძვიან ერთმანეთს და გახსოვს, არც ისე დიდი ხნის წინ, როგორ გიჟდებოდნენ ერთმანეთზე, დაჯერება გიჭირს. ხშირად ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ბრძოლას დაშორების შემდეგაც აგრძელებს. მით უმეტეს, თუ მათ შორის ერთს მაინც არ უნდა დაშორება ან ჯერ კიდევ არ არის მზად ამისთვის.
რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი იმ ადამიანთან დაშორებაში, ვისთანაც ნორმალური ურთიერთობა აღარ გაქვს, მასთან თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობ და მუდმივ დაპირისპირებაში ხარ?
მიზეზი ბევრია. მაგალითად: წყვილების 35 პროცენტი ერთმანეთს შვილების გამო ვერ შორდება; 25 პროცენტი ერიდება ქონების გაყოფას – ეძნელება ეს პროცესი ან, უბრალოდ, არ უნდა, კეთილდღეობაზე უარის თქმა; 22 პროცენტის შემთხვევაში წყვილი იმიტომ არ შორდება ერთმანეთს, რომ ერთი მთლიანად არის მატერიალურად დამოკიდებული მეორეზე; შემთხვევათა 18 პროცენტში ერთი მეუღლე კატეგორიულ უარს ამბობს გაყრაზე; 8 პროცენტი კი დარწმუნებული არ არის, რომ უნდა განქორწინება – ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა იცხოვროს სხვანაირად. ფაქტი ერთია – რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ისინი მშვიდობამდე ვერ მივლენ და ბრძოლა გაგრძელდება. თუ რომელიმე მიზეზის არსებობის შემთხვევაში, წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ბრძოლა ისევ იქნება, თანაც სასტიკი და დაუნდობელი. როცა ატყობთ, რომ ურთიერთობა მთავრდება, აჯობებს, დასხდეთ და ისაუბროთ. ისაუბროთ იქამდე, სანამ ორივე არ მიხვდებით, რა გინდათ, როგორი ცხოვრება – როგორც მისთვის, ისე საკუთარი თავისთვის.

მან გიღალატათ...

მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ქმარმა გიღალატა... ბუნებრივია, მამაკაცებიც ზუსტად ასე რეაგირებენ ღალატზე. ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გამოიყურება თქვენი მეორე ნახევრის „რჩეული“. რომელი ქალი იტყვის, რომ ქმრის ღალატს უფრო აპატიებდა და მის მიმართ უფრო ლმობიერი იქნებოდა, თუკი მეტოქედ ახალგაზრდა, ლამაზი ქალი ეყოლებოდა... მაგრამ, უცნაური ის არის, რომ ქალები ძალიან არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როცა საქმე პარტნიორის ღალატს ეხება. მათი ერთი და დიდი ნაწილი აპატიებს მეუღლეს. მიუხედავად გადატანილი ტკივილისა, ძალიან უჭირთ, მაგრამ აგრძელებენ ქმართან ცხოვრებას. ახლა მეორე ნაწილზე ვისაუბროთ. ეს ქალბატონები თავმოყვარეობას აყენებენ წინ და მოღალატეს კარზე მიუთითებენ ხოლმე. არც ეს გადაწყვეტილებაა ადვილი. ამას ყველა ვხვდებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, საკუთარ თავთან იყოთ მართალი. ანუ, თუ აპატიებთ და შეურიგდებით, აღარ მოუწყოთ სკანდალები ჩადენილის გამო... ხოლო, თუ გააგდებთ, აღარც უნდა ინანოთ გადადგმული ნაბიჯი.
მან გიღალატათ – დიახ, ეს საშინელებაა, რაზე ლაპარაკიც არ გინდათ, მაგრამ ცხოვრებას ფრაგმენტებად ვერ დაჭრით და არასასურველ ეპიზოდებსაც ვერ ამოჭრით გადასაყრელად. ეს თქვენი ცხოვრებაა... და კიდევ, არასდროს იფიქროთ – რადგან მიღალატეს, უვარგისი ვარ! პირიქით, თქვენ ძალიან კარგი ხართ და ვიღაც ამას აუცილებლად დააფასებს!

ფერები თქვენს
 სამსახურში

ქალები ყოველთვის ნერვიულობენ, როცა საინტერესო მამაკაცს ხვდებიან. ფიქრობენ: როგორ შთაბეჭდილებას მოვახდენ მასზე? იმედს ხომ არ გავუცრუებ? ჩნდება იმის პრობლემაც, თუ რა ჩავიცვათ. შეიძლება, არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფერებს ასეთ დროს...
დავიწყოთ.
როცა ფერი კაშკაშაა, ის ადამიანებს აღიზიანებთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ თქვენ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდებათ. მაგრამ, კეთილგანწყობასაც ვერ მოიპოვებთ. სწრაფად – მით უმეტეს.
მუქი (არა შავი) ტონები ნებისმიერ ფერში უფრო ელეგანტურს გაგხდით, რაც თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
ღია, ერთმანეთთან ერთი შეხედვით შეუთავსებელი ფერები კი, თქვენზე შექმნის შთაბეჭდილებას, რომ თამამი, ექსპერიმენტების მოყვარული და ცოტათი ავანტიურისტი ხართ. კიდევ რას შეგძენთ კონტრასტულობა? ნებისმიერი, მკვეთრი კონტრასტი ტანსაცმლის ფერებს შორის, იტაცებს თვალს და იპყრობს ყურადღებას.
მამაკაცებს მოსწონთ რომანტიკული, იდუმალი ქალები – ასეთ იმიჯს აუცილებლად შეგიქმნით ბალანსი ფერებს შორის. ფერების ჰარმონიული თანწყობა ძალიან მომგებიანია. თუ ეფექტი დიდ დროზე გაქვთ გათვლილი და მხოლოდ მყისიერ ყურადღებაზე არ კონცენტრირდებით, მაშინ ეს ვარიანტი აირჩიეთ. არ წააგებთ.

скачать dle 11.3