კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვენწყალგადასხმულები #46

ანუ უცხოთბედშეწუხებულნი

 მართალია, მთელი დანარჩენი მსოფლიო იმედოვნებდა, რომ ვერა და ვერ აჯობებდა არაორდინარული დონალდ ტრამპი დალაგებულიმიჯიან ჰილარი კლინტონს, თუმცა, ერთი მხრივ, ამერიკელმა ამომრჩეველმა, მეორე მხრივ კი, ბედისწერამ ისე განსაჯა, რომ ამ ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის პირველი პირი, არც მეტი, არც ნაკლები, ექსცენტრული მილიარდერი გახდა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამ ამბავმა ფრიად დაამწუხრა ჩვენი თანამემამულეების ნაწილი, თვით იმ ზომამდეც კი, რომ ლამისაა ძაძებითაც შეიმოსნენ (ვაი, რა ბოძი წაგვექცაო).
რატომ? იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ამერიკელ ხალხს არჩევანი დაუწუნეს და, რაც მთავარია, ეს ამბავი ლიბერალიზმის დასამარებად შერაცხეს.
ოღონდ აი, ის კი გაუგებარია, ჩვენ ვინ გვეკითხება, როგორ მოაწყობენ ამერიკელები თავიანთ ქვეყანა-ცხოვრებას?!
მოკლედ, როგორც უნდა იყოს, ანუ არის: თუმცა დამარცხებულმა კანდიდატმა აღიარა დამარცხება, ამერიკელების ნაწილი მაინც გამოთქვამს პროტესტს. სროლებიც იყო, თავ-პირის მტვრევაც და აქციებიც (რომლებზეც არც თუ ხმადაბლაც ყვიროდნენ).
აქედან გამომდინარე კი, მეტად წინასწარმეტყველური აღმოჩნდა საქართველოში აშშ-ის ელჩის (იან კელის) სიტყვები (ასეთ წინასაარჩევნო გარემოს თვით შტატებშიც ვინატრებდიო). ესე იგი, ჩვენ ველოდით იმათი წყლით დასველებას და ამასობაში ჩვენი მათ არ გადასხმიათ?! –

скачать dle 11.3