კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ლონდრე“ კვადრატში #46

ანუ აქეთ ჯარს ხომ არ ჩამოუვლია?!

განათლების მინისტრისა და ქართული ზღაპრების დაპირისპირების ამბავმა იმდენად გაგვიტაცა, რომ ლამის ყველაფერი გადაგვავიწყა. ჰოდა, რაკი გადაგვავიწყა, სამხედრო სავალდებულო გაწვევა-არგაწვევის თემაც გულიდან გადაგვიგორდა. მეორე მხრივ, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან ორგანული კავშირი აქვს, მაგრამ ამაზე სხვა დროს.
მოკლედ, ასეა თუ ისე, დიდი საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია საკითხმა, რომ უნდა აღდგეს გაწვევა შეიარაღებულ ძალებში. გამოიწვია, ვინაიდან თითქმის უმეტესობა (ან არც ისე უმრავლესობა) დარწმუნებულია, რომ ჩვენ წინაშე მდგარ სამხედრო ამოცანებს საკონტრაქტო ჯარითაც იოლად გადავჭრით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საკონტრაქტო ჯარი უთვალავი ვერ გეყოლება (ჯერ ერთი, კონტრაქტორობა სურვილზეა დამოკიდებული და, რაც მთავარია, მრავალრიცხოვანი კონტრაქტორების შენახვა ძვირი სიამოვნებაა), ალბათ, იმედოვნებენ, რომ ჯარში სამსახურს მხოლოდ გოლიათები მოისურვებენ. თუმცა უცნობია, საიდან უნდა მოვიყვანოთ ამდენი გოლიათი?!
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ზემოთ – ჩრდილოეთ კავკასიაა, ქვემოთ – სირიასთან დაპირისპირებული და დროებით რუსეთთან დამტკბარი თურქეთი, ქვემოთ და ცოტა იქით კი – ისლამური სახალიფო, სრულიად გაუგებარია, რამ დააარხეინათ ჩვენი თანამემულეები?! რაც მთავარია, არა მხოლოდ ჯარში გაწვევის უარზე ვართ, სარეზერვო სისტემისაც, ოღონდ, სამაგიეროდ, „ნატოს“ ქოლგის ქვეშ გვინდა და მერე რა, რომ ჩვენი ქვეყნის ჩვენივე სისხლ-ოფლით დაცვის მცდელობისკენ გული არ მიგვიწევს?!
ცნობისთვის: სულ ახლახან გერმანიის უშიშროებამ ოცი ისლამისტი აღმოაჩინა გერმანიის შეიარაღებულ ძალებში. სახალიფოს, სხვადასხვა მონაცემით, 120 000-170 000 მებრძოლი ჰყავს, ჰოდა, ისინი რომ გაიფანტებიან, ჩვენ თეორიები დავამუშაოთ: საკონტრაქტოა უფრო ეფექტიანი თუ გაწვევა?! გაწვევა თუ რეზერვი?! თუმცა, ჩვენს ლოგიკას ისეთი პირი უჩანს, არც ერთი არ არის საჭირო – კეთილი გულიც საკმარისია. –

скачать dle 11.3