კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასაკაჟებლები #46

გულგახურებულთა გასაგრილებელი

 თუმცა „როსპოტრებნადზორთან“ ჩვენ ჩვენი ანგარიშები გვაქვს. გვაქვს, ვინაიდან ხან ღვინოს გვიწუნებს, ხან – მინწყლებს და ხანაც – ამ ჩვენს მწვანილში შეაქვს დიდზე დიდი ეჭვი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაინცდამაინც, გულკეთილ-უხვი არც საკუთარი მოქალაქეებისადმია.
სახელდობრ, მთავრობას (რასაკვირველია, რფ-სას) ონკანებში ცხელი წყლის ტემპერატურის შემცირება შესთავაზა – 60-დან 50 გრადუსამდე. რაც მთავარია, სწორედ და მხოლოდ მომხმარებელთა ბედნიერებისთვის.
ბედნიერები კი იმიტომ უნდა იყვნენ, რომ ამ გზით მივაღწევთ გადასახადების შემცირებასო. თუმცა, დღეს მოქმედი ნორმებით, წყლის 60 გრადუსამდე გაცხელებას აქვს ის ლოგიკა, რომ ამაზე დაბალ ტემპერატურაზე მასში ვირუსები და ბაქტერიები მრავლდებიან. არასაკმარისი გათბობისას, მათ შორის, შესაძლოა, გამრავლდეს ბაქტერია – ლეგიონელა, რომელიც მიზეზია „ლეგიონერის დაავადებისა“ და რუსი მედიკოსები მიიჩნევენ (ყოველ შემთხვევაში, აქამომდე), რომ ის იწვევს ფილტვებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას.
მეორე მხრივ, რუსივე ექსპერტები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ საგანგაშო არაფერი მოხდება და იმასაც განმარტავს, რომ ჰიგიენური მიზნებისთვის ცხელი წყლის გამოყენებისას მისი ტემპერატურული შეგრძნება ინდივიდუალურია.
შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ ჩვენს ოკუპანტებს აწ უფრო გრილი წყლით მოუწევთ მიწების შეგროვებით გამოწვეული გულმხურვალობის გაგრილება. –

скачать dle 11.3