კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები

ღამით პატრული აჩერებს მთვრალ გოგოს და ეკითხება:
– სად მიბრძანდებით?
– ლექციაზე!
– კი მაგრამ, ამ დროს ვინ კითხულობს ლექციებს?
–  ჩემი ქმარი.
***
მეგრელი პარიზშია. ისე როგორ წავიდოდა, ბორდელში არ შეევლო. მამაშა ღიმილით შეეგება. მეგრელმა ჰკითხა:
– თქვენ გყავთ მეგრულ სექსზე მომუშავე გოგონა?
– რა თქმა უნდა... მობრძანდით... დაბრძანდით.. ახლავე, – ღიმილით, მაგრამ ცოტა დაბნეულად უპასუხა მამაშამ და გოგონების ოთახში შევარდა:
– აბა, გოგოებო, სწრაფად მიპასუხეთ, მეგრული სექსი ვინ იცით?
– ეგ რაღაა? არ ვიცით, – უპასუხეს ერთხმად.
– კარგი... მაგდალენა, შენ ყველაზე გამოცდილი ხარ, მოიფიქრე რამე, არ დავკარგოთ კლიენტი.
მოკლედ, მაგდალენამ ჩვეული სიკეკლუცით მიიხმო მეგრელი ოთახში, კარი მიკეტა და უთხრა:
– მომისმინე მეგობარო, გულახდილად გეტყვი, არავითარი მეგრული სექსი მე არ ვიცი, მაგრამ ჩემი საქმის სპეციალისტი ვარ, თანაც ძალიან ნიჭიერი. შენ სწრაფად ამიხსენი, რა როგორ გავაკეთო და უკმაყოფილოს არ დაგტოვებ. თან ოცდახუთპროცენტიანი ფასდაკლებაც ჩემზე იყოს.
– აი, ჩვენ უკვე დავიწყეთ მეგრული სექსი...
***
გურული და მეგრელი მისეირნობენ აფრიკაში. მეგრელი ამბობს:
– ახლა, ერთი გებჟალია მაჭამა და მერე თუ გინდა, მოვკვდე.
გაივლიან ცოტას და „მეგრული სამზარეულო“ არ შეხვდებათ?! მენიუში წერია: მეგრული კუპატი – აფრიკულად, მეგრული ქაბაბი – აფრიკულად, მეგრული რძე  –აფრიკულად...
მეგრელმა იფიქრა, მოდი, მეგრულ რძეს გავსინჯავ აფრიკულადო და შეუკვეთა. უცბად, ჩაქრა შუქი და „სვეტამუზიკების“ ფონზე, გამოჩნდა წელზევით შიშველი ზანგის ქალი. ცეკვა-ცეკვით მიუახლოვდა მეგრელს, ჩაუჯდა კალთაში და მკერდი პირში ჩაუდო.
გურული კვდება სიცილით. მეგრელმა ჰკითხა:
– კი მაგრამ, რა გაცინებს?
– რა მაცინებს, ძამა და კიდევ კარგი, მეგრული ქაბაბი არ მეითხუე, თორემ მერე ნახავდი სეირს.

ზურა დოიჯაშვილის ანეკდოტები
მიხოს და მაროს შვილი არ უჩნდებოდათ. ურჩიეს: იერუსალიმში წადი და დიდი სანთელი აანთე, გეშველებაო. მოკლედ, წავიდა მიხო და აანთო სანთელი. ათი წლის შემდეგ, მიხოს მიადგა ძმაკაცი სახლში და ხედავს, 9 ბავშვი დარბის.
– მიხოსები ხართ ყველანი?
– დიახ.
– დედა სად არის?
დაუძახეს ბავშვებმა და გამოვიდა ორსული ქალი ოთახიდან.
– გამარჯობა, მარო, მიხო სად არის, კაცო?
– მიხო, იერუსალიმში წავიდა, სანთელი უნდა ჩააქროს.

скачать dle 11.3