კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დასთხარა თვალები სოლომონ პირველმა რაჭის ერისთავს და მის შვიდ ვაჟს #45

რაჭის საერისთავო არსებობას იწყებს მეათე საუკუნიდან. ეს საერისთავო დიდ ტერიტორიას მოიცავდა თამარის მეფობაში (1184-1213 წლებში).  რაჭის გარდა, მასში თაკვერიც (თაკუერი ლეჩხუმია. იგი პირველად გეოგრაფიულ ცნებად მეთერთმეტე საუკუნეში იხსენიება) შედიოდა.
გადავწყვიტეთ, მოგითხროთ რაჭის ერისთავთა ერთ-ერთ უკანასკნელ ერისთავზე, ჩხეტიძეთა შტოს წარმომადგენლსა და ტრაგიკულ პიროვნებაზე – როსტომზე.
ერისთავები მრავალყმიანი ფეოდალები იყვნენ. მათი ყმათა რაოდენობა მე-19 საუკუნის 50-60-იან წლებში თითქმის მთელი რაჭის მოსახლეობას ითვლიდა. თუ ეს მოსახლეობა 5000-ს (კომლი) უდრიდა, ერისთავების ყმათა საერთო რიცხვი ამაზე ბევრად ნაკლები არ იყო. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც რაჭის საერისთავოს ფლობდა და მართავდა როსტომი (1749-1769 წლები).
მე-18 საუკუნის შუა წლებისთვის ერისთავებს ეკუთვნოდათ ქალაქი ონი და 56 სოფელი.
მინდა ციხის ფლობა რაჭის ერისთავის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ციხე მინდას ქვემოთ, ფერდობზე ერისთავის მოჯალაბეები იყვნენ განლაგებული. მათი მოვალეობა იყო მეციხოვნეების საკვების მომზადება.
რაჭის ერისთავის სახელს მხოლოდ ის ატარებდა, ვინც ერისთავად იჯდა: მის სახლიკაცებს – ერისთავისძეებს ან ერისთავისშვილებს ეძახდნენ. იმერეთში რუსული მმართველობის დამყარების პერიოდში და შემდეგ, ერისთავის სახლის ყველა წევრი ერისთავად იწოდებოდა. ესე იგი, თანამდებობის სახელი ერისთავი, ჟამთა მსვლელობაში გვარის სახელად იქცა.
1752 წელს, როცა იმერეთში სოლომონ პირველი გამეფდა, რაჭის ერისთავად როსტომი იჯდა. როსტომმა ამოწყვიტა რაჭის თავადები: ჯაფარიძეები, იაშვილები, აგიაშვილები, გამორეკა რაჭიდან წულუკიძეები და მათი მიწა-წყალი მიითვისა. მიიტაცა, აგრეთვე, რაჭის დიდი აზნაურების: ყიფიანების, ლიპარიშვილების, გამრეკლიძეების, იაშვილების სამფლობელოები; მას მიაყოლა მეფის მამულებიც და ასე, მთელ რაჭას დაეუფლა. მან ხიდისკარის კოშკები გაამაგრა და 500 შეიარაღებული მეომარი ჩააყენა. თოფის წამალი ერისთავის სასახლეში მზადდებოდა.
როსტომმა 1753 წელს ბარაკონში კარის ახალი ეკლესია აიშენა. 1754 წელს ველტყევის ეკლესია ააგო. 1755 წელს იერუსალიმში ააშენა დედათა მონასტერი. ზედიზედ ასეთ მშენებლობათა წარმოება ერისთავის დიდ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მეტყველებს.
კაპიტან იაზიკოვის 1770 წლის ჩანაწერების მიხედვით, ერისთავი  თვით მეფე სოლომონზე ბევრად უფრო მდიდარი იყო.
ერისთავის კარი კულტურის თავისებურ კერას წარმოადგენდა რაჭაში. როსტომი, თავის დროის მიხედვით, განსწავლული თავადი გახლდათ, ზეპირად იცოდა „სახარება“ და „ვეფხისტყაოსანი“. არის ცნობა, რომ მას მდიდარი წიგნსაცავი ჰქონდა.
მე-12 საუკუნისთვის რაჭა-თაკუერის საერისთავოს სიძველის დამადასტურებელია რაჭის ერისთავის როლი და ადგილი საქართველოს მეფის კარზე. ის მეფის კურთხევის დროს, მთავარეპისკოპოსთან ერთად, გვირგვინს ადგამს მეფეს, ისე რომ, გვირგვინის ერთი მხარე თუ ეპისკოპოსს უჭირავს, მეორე მხარეს დგას რაჭა-თაკუერის ერისთავი და ორი ხელით უჭირავს გვირგვინი. ეს წესად ყოფილა დადებული. თამარის ისტორიკოსი ამბობს, რომ „ლიხთ-იმერთაგან იყო წესი დადგმად გვირგვინისა“. ლიხთ-იმერეთად იწოდებოდა მთელი დასავლეთი საქართველო და მეფის კურთხევის განგება, მაშასადამე, რაჭა-თაკუერის ერისთავის გარდა, ცხუმის, ოდიშისა და სვანეთის ერისთავებსაც ეკუთვნოდათ.
განდიდებული როსტომ ერისთავი საქართველოს გარეშეც იყო ცნობილი. რუსეთის ხელმწიფე, ეკატერინე მეორე, მას ოდიშისა და გურიის მთავრების თანაბრად იხსენიებდა და მიმართავდა, როგორც დამოუკიდებელ მფლობელს.
სოლომონ პირველი რაჭის ერისთავს (როსტომს) თავის ყრმად და „გარეთულ“ მოხელედ მიიჩნევდა. ერისთავს კი თავი მეფის სწორ დამოუკიდებელ მფლობელად მიაჩნდა.
სოლომონ პირველის მეორე თანამეცხედრე – წულუკიძის ასული, გულქანი, თავად მიქელაძის აზნაურის, ქაჯაიას ნაცოლარი იყო. ჰყავდა მასთან ვაჟიშვილი, ერისთავი ამის გამო დასცინოდა მეფეს.
როსტომს ჰყავდა თავისი ლაშქარი, შეეძლო, კარგად გაემაგრებინა ციხეები, რომელთა შორის უმთავრესი იყო ხიდიკარი. ეს ციხე ისე კეტავდა ერისთავის რეზიდენციაზე მისასვლელ გზებს, რომ იმერეთის მეფე ვერაფერს გააწყობდა, რაგინდ დიდი ჯარითაც არ შეჭრილიყო რაჭაში.
საქართველოს სამეფოს დაშლისა და იმერეთის სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, არგვეთი რაჭის ერისთავმა დაკარგა. ის მხოლოდ მამულებს ინარჩუნებდა ზემო იმერეთში. იმერეთის მეფემ ერისთავს თვით რაჭაში დაუპირისპირა წულუკიძე, ხოლო იმერეთში ჯერ აბაშიძე დააწინაურა დიდებული ერისთავის თანამდებობაზე, ხოლო შემდეგ – წერეთელი.
შესაძლებელია, ესეც იყო მიზეზი, რომ რაჭის ერისთავი იმერეთის მეფეს არ ემორჩილებოდა.
დიდებულების რჩევით, სოლომონ პირველმა ერისთავზე თავდასხმას არჩია, მოტყუებით ჩამოეყვანა ის გეგუთში. მეფის ძმამ – კათოლიკოსმა იოსებმა, საგანგებოდ რაჭაში ჩასულმა, ბარაკონში ბარძიმზე შეჰფიცა რაჭის ერისთავ როსტომს უვნებლობა, თუ ის გეგუთში ეწვეოდა მეფეს. თავის მხრივ, მეფეს კათოლიკოსმა ფიცით სიტყვა ჩამოართვა ერისთავის უვნებლობისთვის. მეფეს უთქვამს: ვფიცავ, რომ საარაკოდ მოვექცე როსტომსა და მის შვილებსო. მიუხედავად იმისა, რომ რაჭის ერისთავმა მიიღო ფიცი უვნებლობისა, მას მაინც ფრთხილად ეჭირა თავი. მეფეს არ ენდო, ჯარით წავიდა იმერეთში და მინდორზე დაბანაკდა. მეფემ თავისი დიდებულებით დიდხანს უტრიალა ერისთავს, ხშირად მიიპატიჟებდა თავისთან და თვით ერისთავსაც ესტუმრებოდა ხოლმე ბანაკში... ბოლოს კურდღლებზე ნადირობის საბაბით, როსტომი ბანაკს მოაცილეს, ლაშქარი მოტყუებით ჩამოაცილეს, შვილებიანად ალყაში მოაქციეს და ყველას თვალები დასთხარეს.
მეფეს, თურმე, ამაზე ცრემლები მოერია, მაგრამ თავი იმით ინუგეშა, რომ მოღალატე დასაჯა. როცა თვალებდათხრილი როსტომი და მისი შვიდი ვაჟი ნაბდებწაფარებულნი ეყარენ თოვლში, ერისთავს შეესიტყვა იმერეთის მეფისგან დაწინაურებული პაპუნა წერეთელი, ამ უნახავი ვერაგობის მთავარი ორგანიზატორი:
– შენს სახლში, ერისთავო, სახარება იბეჭდება და ნუთუ არ იცი, რას გვაუწყებს ის? – „ჯერ არს მორჩილება უფლისადმიო“.
– არ ვიცოდი, თუ შენ საღვთო წერილს იცნობდი. სახარებაში ისიც სწერია, რომ „ნუ განარისხებენ უფალნი მონათაო“, – უპასუხა ერისთავმა.
რაჭის ერისთავი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო განსწავლული იყო, ვიდრე წერეთელი და ეს მას ტრადიციით მოსდგამდა. როსტომ ერისთავის კარზე, მისგან აგებულ დიდებულ ბარაკონში იბეჭდებოდა საეკლესიო ლიტერატურა და აქედან ვრცელდებოდა მთელ საქართველოში. ამას ისიც უწყობდა ხელს, რომ ბეჭდვითი წარმოება მტრისთვის მიუვალი ყოფილიყო და უკეთეს ადგილს ძნელად თუ იპოვიდნენ ქართველი პოლიტიკოსები.
ქართული კულტურის ამ ცენტრის მნიშვნელობა არაფრად ჩააგდეს იმერეთის მეფის დამქაშებმა და როსტომისა და მისი ვაჟების დაღუპვისთანავე, რაჭისკენ გაემართნენ, რათა ერისთავის კარი აეკლოთ. ყველაფერი გაანადგურეს და იავარჰყვეს. დაღუპული ერისთავის ოჯახიდან, შემთხვევით გადარჩა ერისთავის ყველაზე უმცროსი ვაჟიშვილი, ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი – ანტონი, რომელიც პაპუნა წერეთელს წაუყვანია და აღსაზრდელად თავისი ხაბაზისთვის მიუბარებია.
აკაკი წერეთელს როსტომ ერისთავის მთელ თავგადასავალთან ერთად ჩაუწერია, თუ როგორ დაუწვა თვალები ხაბაზმა როსტომის ერთადერთ მემკვიდრეს – გახურებულ თონეში ბურთი ჩაუგდო და დიდხანს აყურებინა გავარვარებულ სიღრმეში. უეჭველია, თავისი პატრონისავე დავალებით. საერისთავოს თვალდამდგარი მემკვიდრე უკან დააბრუნეს რაჭაში აოხრებულ და განადგურებულ კარმიდამოზე.
როსტომის უფროსი შვილი გიორგი, რომელიც 1769 წელს ცალი თვალით დააბრმავეს (ჯალათმა შეარჩინა ცალი თვალი), ერთხანს სტამბოლში იმყოფებოდა, სულთნის სამსახურში და ქიორ-ბეის სახელით იყო ცნობილი.
ასე მოისპო ერთ დროს ძლიერი რაჭა-არგვეთის საერისთავო.
იმერეთის მეფის – სოლომონ  პირველის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ შეიძლებოდა, მაშინდელი ქართველი საზოგადოების პროტესტის გარეშე ჩაევლო. ამას მოწმობს მეფის ძმის, გელათის მონასტრის წინამძღვრის – იოსების გალაშქრება მეფის წინააღმდეგ. გენათელმა უარყო და შეაჩვენა მეფის ღირსება, გაიძრო სამოსი, შეიმოსა ძაძით, მიიჭრა მეფესთან და მტკიცედ განუცხადა: მე ამიერიდან მწყემსმთავარი აღარ ვარო; განეშორა ეკლესიას და წავიდა უდაბნოში.

скачать dle 11.3