კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ეროგენული ზონები სხეულზე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით #45

ყველა ადამიანს სხეულზე აქვს ისეთი ეროგენული ადგილები, რომელთა შეხებისას, სიამოვნებას განიცდის. თუ გსურთ იცოდეთ, რომელი ადგილია კონკრეტული ადამიანისთვის განსაკუთრებულად მგრძნობიარე, მაშინ მისი დაბადების ზოდიაქოს ნიშანს დააკვირდით.
ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები სახესა და თავზე აქვთ. ვერძებს ძალიან უყვართ შუბლზე, თმასა და საფეთქლებზე ნაზი შეხება. ამ ნიშანთან სექსუალური ურთიერთობის დასაწყებად, ყურის ბიბილოზე შეხებაც კი შეიძლება, საკმარისი აღმოჩნდეს.
კურო – მისი მგრძნობიარე ზონა ყელი და კისერია. თუ კუროს „გაგიჟება“ და აგზნება გსურთ, უბრალოდ, შეეხეთ ან ალერსიანად აკოცეთ მას კისერზე და შედეგიც არ დააყოვნებს. მაგრამ, გახსოვდეთ, კუროს უყვარს, როდესაც მოვლენები მშვიდად და ნელი ტემპით ვითარდება.
ტყუპები – ყველაზე სენსიტიური მათი ხელები, განსაკუთრებულად კი, თითებია. ქალ ტყუპებს უყვართ, როდესაც ხელებზე კოცნიან. სცადეთ და შეეხეთ ტყუპების თითებს. არ გაგიკვირდეთ, ხელებზე ხანგრძლივ კოცნას, მისი სხეულის სიამოვნებისგან კანკალი თუ მოჰყვა.
კირჩხიბი – ეს ნიშანი დაბადებულია „ფრანგული კოცნისათვის“. მათი მგრძნობიარე ადგილია მკერდი. საკმარისია მათ მკერდზე შეეხოთ, რომ ის ვნებას აჰყვება და საღ აზროვნებას კარგავს.
ლომი – განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ლომებისათვის ზურგია. მხრებისა და ზურგის მასაჟი მათ სექსუალურ ენერგიას აღვიძებს.
ქალწული – ამ ნიშნის სენსიტიური ზონა წელი და საჯდომია. წელზე ოდნავი შეხება მათთვის შეიძლება სასიამოვნო ვნების აღმძვრელი აღმოჩნდეს.
სასწორი – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი სხეულზე კისერი, კეფა და ფეხის გულებია. ამ ადგილებში წამიერი შეხებაც კი, მათში სასიამოვნო ვნებას აღძრავს. 
მორიელი – მათი ყველაზე მგრძნობიარე სასქესო ორგანო მკერდია. ამ ადგილებში ოდნავი შეხება თავს აკარგვინებთ და ადვილად ნებდებიან.
მშვილდოსანი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის ეროგენულ-ეროტიკული ზონა წელი და თეძოებია. ქალი მშვილდოსნისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია თმაზე შეხება.
თხის რქა – მამაკაც თხის რქას უყვარს, როდესაც ქალის მკერდი ეხება. ქალი თხის რქები კი, მუცელსა და ხელებზე კოცნაზე გიჟდებიან. ორივე სქესის ნიშანს უყვარს ზურგზე მსუბუქი შეხება და მასაჟი.
მერწყული – ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე უცნაურ ადგილას აქვთ განლაგებული ეროტიკული ზონები, ესენია: იდაყვები, მუხლები და ფეხის კოჭები. ამ ადგილებში შეხება მათ სასიყვარულო სურვილს უღვიძებთ.
თევზები – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ეროგენული ზონა ფეხის ტერფებზე აქვთ. ამიტომ, ფეხების მასაჟი მათთვის დიდი სიამოვნებაა. ასევე, უყვართ ზურგზე ნაზი შეხება.

скачать dle 11.3