კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #45

რევაზიშვილი-რევაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რევაზი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და „კმაყოფილს“ ნიშნავს.
რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა შთამომავალნი არიან, „რომელნიც განიყოფიან სხვადასხვა სახელად – რევაზიშვილებად, ქაიხოსროშვილებად, ბეჟანიშვილებად, ერასტიშვილებად, გივიშვილებად; ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა-სპასპეტობა იყო რევაზიშვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვათა აქუნდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი“.
„თავადი გურჯი რევაზიშვილნი არიან ბარათაანთ გვარისანი, გარნა გაუგვარდათ სახელი სომხობისა გამო, რომელ გურჯი რევაზად სახელდეს თათართა, ოდეს ბრძოდნენ მათ და რომელნიც ითარგმნების (გურჯი) ქართველი რევაზ და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისასა 1703 წელსა და მუნითგან იწოდებიან გურჯი რევაზიშვილებად მისნი შთამომავალნი და არიან რამდენსამე სახლად სომხეთსა შინა“.
რევაზიშვილი ნაწარმოებია კიდევ რამდენიმე წარჩინებული საგვარეულოდან.
საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს.
314 – რევაზაშვილი.
ესიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ესია. ამავე ძირისაა გვარები ესიავა, ესაძე.
ბიბლიური საკუთარი სახელიდან – ესაია, გვხვდება გვარები: ისაია, ესაიაშვილი.
ასევე, გვაქვს ქართული გვარები: ესაია, ესებია, ესია, ესიკაშვილი, ესიტაშვილი, ესიავა, ესებიძე, ესებუა და სხვა.
გვარი ესიაშვილი მოიხსენიება ყმების ნუსხაში მეჩვიდმეტე საუკუნეში.
საქართველოში 230 ესიაშვილი ცხოვრობს: გორში – 101, თბილისში – 69, რუსთავში – 34. არიან სხვაგანაც.
ქართველიშვილი-ქართველაშვილი
ქართველიშვილთა საგვარეულო წარმოქმნილია ზედწოდებიდან – ქართველი. სამეგრელოში მოხვედრილ პირს მეგრელები „ქართველს“ ეძახდნენ. „ქართველიდან“ გაჩენილა „ქართველიშვილი“.
ქართველიშვილთა გვარიდან, რომლებიც თურქეთში მოხვედრილან, იქ „გურჯი“ შეარქვეს და გურჯიევები გახდნენ. გიუმიშხანიდან და ანატოლიიდან საქართველოში, სოფელ წინწყაროში, გურჯიშვილებად დაბრუნდნენ. დღესაც არიან გურჯიშვილები, ზოგი მათგანი რუსულ საბუთებში გურჯიევად ჩაწერეს.
ვხვდებით გვარს ქართველოვი, ქართველაძე, ყველა მათგანი ქართველი მართლმადიდებელია. აზნაური ქართველიშვილები კი შეტანილნი არიან 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სიაში.
საქართველოში 3 283 ქართველიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 322, ხაშურში – 177, ქუთაისში – 152.
21 ქართველაშვილი: თბილისში – 19, დუშეთში – 1, საჩხერეში – 1.
ბეკარიშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბეკურა.
1860 წელს, ბეკურიშვილები ახალგორის რაიონის სოფელ წირქოლადან გადმოსულან. მარაბდის ბატონს ყორღანოვს, იგივე ყორღანაშვილს, ყმები უყიდია ახალგორის რაიონის სოფელ წირქოლში და მის მეზობელ სოფლებში. ესენი იყვნენ ბეყორაშვილები, ანუ ყორას შთამომავლები, ბეკარაშვილები, მახარაშვილები, ხრიკულები, ტიკურიშვილები და წითლაურები. ისინი ბატონს გოლთეთას მიწაზე დაუსახლებია, თვითონ კი თბილისში დასახლებულა. სოფლის გამგებელი მოურავი ყოფილა, რომელიც ბატონის დავალებებს ასრულებდა.
საქართველოში 43 ბეკარიშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 16, თბილისში – 14, ახმეტაში – 13.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3