კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი საწოლის ქვეშ გახდა ბერიას ვნებიანი ღამის მომსწრე ვერიკო ანჯაფარიძე და ვისმა გავლენამ იხსნა ის გაციმბირებისგან #45

„მე არასდროს მქონია თეატრისგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი... თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან. არცერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისგან ისეთ თავგანწირვას, ისეთ, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც თეატრი. მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი... ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა.” – ამბობს ვერიკო ანჯაფარიძე,  რომელიც თეატრით ბავშვობაში, „ოტელოს“ ნახვით მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ დაავადდა, ბავშობაში (ისევე როგორც მერე  ცხოვრებაში „ერთი მსახიობის თეატრი“) მას თავის საკუთარი თეატრი ჰქონდა. „ათი წლისას, დაბადების დღეს, მამაჩემმა „თეატრი“ მაჩუქა. ერთ ღამეში ჩვენი ბინის სადარბაზო ოთახში ააშენეს პატარა სცენა მთელი თავისი მოწყობილობით: წინა ფარდით, დეკორაციით, განათებით. ამ სცენაზე ჩემს ტოლებთან ერთად ვდგამდი „წარმოდგენებს“. პიესების სიუჟეტებს თვითონვე ვთხზავდით, მაყურებელიც ბლომად გროვდებოდა. ჩემ მიერ დადგმულ წარმოდგენებში ვთამაშობდი უეჭველად ბიჭს, რომელიც ამარცხებს დევს ან ვეშაპს. როცა წამოვიზარდე, უკვე ვთამაშობდი გმირებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან და იმარჯვებენ,“ – ამბობს მსახიობი. მე აღარაფერს დავამატებ. მხოლოდ, მისი ცხოვრების რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს შემოგთავაზებთ. 
„ხულიგანი“ ვერიკო
სოფიკო ღიმილით იხსენებდა: „დედა „ხულიგანი“ იყო. მისი მეგობარი მსახიობი ბერიას მოსწონებია და ერთხელ მას შინ სწვევია (ს. მეტრეველი). ვერიკო საწოლის ქვეშ დამალულა და ამ ვნებიანი შეხვედრის მომსწრე გამხდარა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბერიამ ყველაფერი გაიგო და საქმე იმდენად გართულდა, რომ არა მიხეილ ჭიაურელის გავლენა, ვერიკოს ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ“.

(გია დანელია თავის მოგონებების წიგნში ქალბატონი ვერიკოს შესახებ ერთ ეპიზოდს იხსენებს)
პროფესორის საბურავი 
„მიხეილ ჭიაურელის მძღოლი მიხეილ ზარგარიანი – მეტსახელად პროფესორი, ყოველთვის ძია მიშასავით ელეგანტურად გამოიყურებოდა და სულ თავისი უფროსის გვერდით ტრიალებდა. როცა თბილისში სახელგანთქმული სტუმრები (ჯონ სტეინბეკი, ჩერჩილის ვაჟი, ნაზიმ ჰიქმეთი) ჩამოდიოდნენ, ძია მიშა მათ „პროფესორთან“ ერთად ხვდებოდა და ასე წარუდგენდა ხოლმე სტუმრებს – გაიცანით, ეს პროფესორია. ერთხელ (როცა ჭიაურელი უკვე ცოცხალი აღარ იყო) ასეთი სცენის შემსწრე გავხდი. დილის ათის ნახევარია. ანტიკვარული ავეჯით გაწყობილ დარბაზში, სარკესავით ალაპლაპებულ ფიგურულ პარკეტზე პროფესორი საბურავს მოაგორებს. საძინებლის კარს აღებს, შიგ აგორებს და იძახის: – ვერიკო! ეი, ვერიკო! – რა იყო? – თვალგაუხელად პასუხობს ნამძინარევი ვერიკო, რომელიც, როგორც ყველა თეატრალური მსახიობი, გვიან იძინებს და გვიან დგება. – თვალი გაახილე და შეხედე! ვერიკო ცალ თვალს ახელს. – მითხარი ერთი, ასეთი საბურავით თუ შეიძლება მგზავრობა? შეიძლება?! – კარგი მძღოლი ასეთი საბურავითაც ივლის, ნეხვის მანქანას კი ნებისმიერი გაუსკდება, – ბუზღუნებს ვერიკო. – ვერა ივლიანოვნა, მე თქვენ დაგატარებთ, – ახსენებს პროფესორი. ვერიკო ორივე თვალს ახელს. – ღმერთო, რა შეგცოდე ამის ფასი, რომ გარს სულ ასეთი იდიოტები მახვევია! და მერე მთელი ათი წუთის განმავლობაში ტრაგიკული ხმითა და იერით წუწუნებს ბედზე... როცა ვერიკო დაიღალა და დადუმდა, მან მშვიდად უთხრა: ფული მომეცი. ვერიკო მძიმედ ოხრავს, გვერდზე ბრუნდება და ბუზღუნით ამბობს: ტუმბოში ნახე. ხოლო როდესაც ვერიკოს მანქანიანი მძღოლის შენახვის საშუალება აღარ ჰქონდა, პროფესორმა კვალიფიკაცია შეიცვალა, საფეხბურთო ფოტოკორესპონდენტი გახდა და ჭიაურელზე, ვერიკოსა და სოფიკოზე მეტად გაითქვა სახელი, რადგან თუ თბილისის „დინამოს” კარში გოლი გადიოდა, მთელი სტადიონი ერთხმად ყვიროდა – „არ გადაიღო, პროფესორო!”

უიღბლო ქორწინება
1918 წელს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ვერიკო ანჯაფარიძე. სცენაზე გამოჩნდა თუ არა, მისი  სახელი ყველამ გაიგო. ის მალევე ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და პუბლიცისტს – უკომპრომისობით განთქმულ შალვა ამირეჯიბს… ვერიკო ჯერ კიდევ ქუთაისის წმიდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, თავისზე 11 წლით უფროსი შალვა ამირეჯიბი რომ გაიცნო. სწორედ მისი მეშვეობით დაუახლოვდა ის ცისფერყანწელებს. როგორც იხსენებენ, ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაუწერიათ. საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაშლილა, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდაო… ცუდად ენიშნათ, ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა, თუმცა თავად ფაქტი აშკარად ცუდის მომასწავებელი იყო... ვერიკო აღტაცებული ყოფილა შალვა ამირეჯიბით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარაო… უყვარდა მიხეილ ჭიაურელი და ცოლად გაჰყვა შალვა ამირეჯიბს. ამბობენ, ეს ქორწინება მამის უკანასკნელი სურვილი და თხოვნა იყოო. შეეძინათ ქალიშვილიც, რომელიც ჩვილობაშივე აღესრულა. მოსალოდნელ გაყრას თავად ამირეჯიბიც გრძნობდა: „ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ, / არ შემრჩები დიდხანს ცოლად. / მე არ მინდა დავიჯერო, / ნათქვამია ჭორის ტოლად”, – ვკითხულობთ მის მიერ ვერიკოსთვის მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში. შალვა ამირეჯიბმა სიცოცხლის ბოლომდე ატარა ეს სიყვარული. როგორც ამბობენ,  არც ემიგრაციაში წასულს შეურთავს ცოლი… „თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა” / და მომიხურეთ გულის კარები, / მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად / მოგართვით ლურჯი მინანქარები,” – წერდა შალვა ამირეჯიბი…
 
 მეორე ქორწინება
1918 წელი ვერიკოს სამშობლოში დაბრუნების წელია. ეს იყო დრო, როცა საფრანგეთიდან ახალჩამოსული გიორგი ჯაბადარი დასს აგროვებდა, თეატრ-სტუდიას აყალიბებდა. ვერიკო ანჯაფარიძე ამ სტუდიის საიმედო ძალა იყო. სწორედ გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში, საგარეჯოში, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი. ვერიკოს უკვე კარგად იცნობდნენ თეატრალურ წრეებში. 24 წლის მიხეილ ჭიაურელს მისი სახელის ხსენებაზე გულის ცემა გახშირებია, მანამდე არ ჰყავდა თურმე ნანახი. თავად ასე იხსენებდა: „მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... „ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს”, – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, – მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე, არ ვიცი... რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე”...
 
გენიალური კონფლიქტი
გავა კიდევ რამდენიმე წელი და 1923 წელს ერთმანეთს შეხვდება ორი დიდი ხელოვანი – ვერიკო ანჯაფარიძე და კოტე მარჯანიშვილი... მათი შეხვედრა და გაცნობა კონფლიქტით დაიწყო: მისალმების შემდეგ ვერიკომ შეკითხვით მიმართა მარჯანიშვილს: მიმიღებთ უკან? – თქვენზე ზღაპრებს ყვებიან, მაშასადამე, ვალდებული ვარ! – ვერიკომ იგრძნო ქვეტექსტი, მიუხვდა ირონიას მარჯანიშვილს და სიტყვაც არ დაამთავრებინა – თქვენ შესახებაც ყვებიან!  აქ უკვე მარჯანიშვილი წამოენთო –  რას ყვებიან? – რომ თქვენ დიქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს! – ახლავე გაეთრიე! – დაიღრიალა წონასწორობადაკარგულმა მარჯანიშვილმა. როგორც ნათელა ურუშაძე წერს, ნებისმიერი კონფლიქტი ვერიკოსთვის ადამიანის ხელახალი აღმოჩენა იყო. ამიტომაც არ აკლდა დიდი მსახიობის ცხოვრებას სკანდალები.

скачать dle 11.3