კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეკავა ცოცხი საფრანგეთში ბრილიანტებასხმულ ანა ჯაკს და როგორ იგერიებს ის მეგობარ მამაკაცებს #44

ცხრა წლის წინ, მომღერალი ანა ჯაკი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და შვილთან და ფრანგ ქმართან ერთად, ცხოვრობდა იქამდე, ვიდრე ტრაგედია დატრიალდებოდა და მისი მეუღლე გარდაიცვლებოდა. უცხო ქვეყანაში, ფაქტობრივად, თავიდან მოუწია ცხოვრების დაწყება. დღეს თავს კარგად გრძნობს. პირად და შემოქმედებით ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები აქვს და საქართველოში დაბრუნება მის გეგმებში არ შედის.
ანა ჯაკი: ამჟამად სამსახური არ მაქვს. მხოლოდ ჩემს ალბომზე ვმუშაობ, რომელიც მალე გამოვა. ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ.  ფრანგული და ინგლისური სიმღერებისგან შედგება. მთლიანად ამაზე ვარ გადართული. სხვა მხრივ, ყველაფერი ნორმალურადაა. იყო ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ღმერთის წყალობით, გადავლახე. მყავს 16 წლის ძალიან სიმპათიური შვილი და ვცხოვრობთ ბედნიერად.
– რთული არ იყო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, ახალი ცხოვრების დაწყება?
– რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. სამშობლოსგან შორს, შვილთან ერთად მარტო აღმოვჩნდი, მაგრამ სხვანაირი ცხოვრება ვისწავლე. აქ არის მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც დავდივარ, ვლოცულობ, მამაოც მყავს – არაჩვეულებრივი ადამიანია. ბიბლია წავიკითხე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რამდენჯერმე დავიწყე კითხვა და გულს ვერ ვუდებდი. მერე, ღმერთს ვთხოვდი, ძალა მოეცა ჩემთვის, რომ წამეკითხა და ასეც მოხდა. საერთოდ, სხვანაირად დავიწყე აზროვნება და ყველაფერს სხვა თვალით შევხედე. რთული პერიოდი გამოვიარე. არ მრცხვენია იმის თქმა, რომ არ ვთაკილობდი სამსახურებს.
– ყველაზე რთული საქმე რა იყო, რისი კეთებაც თავის გადასარჩენად გიწევდა?
– ბევრი სამსახური გამოვიცვალე. ერთხელ მივედი პიცერიაში, სადაც, არ ვიცი, უფროსმა რა თვალზე შემომხედა, მკითხა, ინგლისური თუ ვიცოდი და მაშინვე ამიყვანა სამუშაოდ. მე გამოპრანჭული ვიყავი, ბრილიანტები მქონდა ასხმული, გრძელი ფრჩხილები და მანიკიური. მთელი დღე საშინლად დავიღალე. მიმტანობა არ არის ადვილი პროფესია. საკმაოდ ბევრი გამოვიმუშავე, ბევრი მიტოვებდა, ეგრეთ წოდებულ, ჩაის. მოკლედ, საღამოს, როცა დაიკეტა პიცერია და საოცრად დაღლილმა ვიფიქრე, როგორც იქნა, სახლში წავალ  და დავისვენებ-მეთქი, უფროსმა მითხრა, ახლა ცოცხი აიღე და დაალაგე აქაურობაო. ლამის გავგიჟდი, მაგრამ რას ვიზამდი, ავდექი და დავალაგე. მალევე მივხვდი, რომ გრძელი ფრჩხილები და ბრილიანტები იქ არ გამომადგებოდა. მეორე დღესვე დავიჭერი ფრჩხილები და როცა გამიჭირდა, ჩემი ბრილიანტებიც გავყიდე.
– ახლა როგორ ცხოვრობ მანდ,  მეგობრები შეიძინე?
– კი, აქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ხშირად ვიკრიბებით, ვწრუპავთ ღვინოს და ვსაუბრობთ ყველაფერზე. საქართველოში რომ ვიცით გაუთავებელი სადღეგრძელოები და აუცილებლად ყველამ თამადას უნდა უსმინოს, აქ ასეთი რამ წარმოუდგენელია. სადღეგრძელოებს საერთოდ არ ვამბობთ. მიყვარს ადამიანების მოსმენა, მაგრამ არ მიყვარს ჩემი პრობლემების სხვებისთვის თავს მოხვევა. ყოველთვის ვამბობ, რომ კარგად ვარ. ვცდილობ, პოზიტიურად განვაწყო ადამიანები.
 – რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის და შენ როდის იყავი ყველაზე ბედნიერი?
– მე ვფიქრობ, როცა გვერდით გყავს საყვარელი ადამიანი, გაქვს ოჯახი, გყავს შვილი, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მაგრამ, ეს ძალიან ინდივიდუალური განცდაა. საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც ცოლი მუდმივად სამზარეულოში ტრიალებს, ამზადებს კერძებს, სახლში დაბრუნებულ ქმარს ხდის ფეხსაცმელს, ურეცხავს წინდებს, მაგრამ მაინც ბედნიერია. რაც შემეხება მე, ახლაც ბედნიერი ვარ. დეპრესია და ცუდი ხასიათი ჩემთვის წარმოუდგენელია.
– ფრანგი და ქართველი კაცები რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
– არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვინმეს ეწყინოს, მაგრამ უპირველესად, ქალთან დამოკიდებულებაში იგრძნობა ეს განსხვავება. აქ, როცა წყვილი ერთად ცხოვრობს, ქალის პატივსაცემად მამაკაცები სამზარეულოშიც ტრიალებენ და სარეცხსაც რეცხავენ. საფრანგეთში წყვილები ყველგან ერთად დადიან. საერთო სამეგობრო წრე ჰყავთ და ერთად ერთობიან. როცა ქართველი კაცი სახლიდან გადის, ცოლმა ხშირად არ იცის, სად არის და რას აკეთებს. მე ვფიქრობ, ქალი კაცისთვის უნდა იყოს კარგი მეგობარიც, მეუღლეც, საყვარელიც, შვილების დედაც და ასე შემდეგ.
– ქალისა და მამაკაცის მეგობრობის თუ გჯერა და გქონია ისეთი შემთხვევა, როცა ემეგობრებოდი მამაკაცს და მეგობრობაზე მეტი გიგრძნია მისგან?
– პირადად მე, მჯერა და მყავს კიდეც მეგობარი მამაკაცები, რომლებთანაც ძალიან ახლოს ვარ. კი, მქონია ასეთი შემთხვევა და ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები, რომ მეგობრულად ვუყურებ და ამის იქით, არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს. სხვა შემთხვევაა, როცა მეგობრობის დროს ორივე მხრიდან ჩნდება სხვა გრძნობა. მამაკაცებმა არანაკლები მეგობრობა და გვერდში დგომა იციან, ვიდრე ქალებმა. მქონია ისეთი შემთხვევა, როცა ქალი მედაქალება, ამ დროს კი, მისგან მიგრძნია შური, არასწორი დამოკიდებულება – როცა ვხედავ, ისეთ რჩევას მაძლევს, რაც სიკეთეს არ მომიტანს. ასეთი ადამიანი მოსაშორებელია და ასეც ვიქცევი ხოლმე.
– არატრადიციული ორიენტაციის მეგობრები თუ გყავს?
– დიახ, მყავს გეი მეგობრებიც. მათ ძალიან კარგი მეგობრობა იციან და მაგრად ერკვევიან მოდის ტენდენციებში. მანდ არ ვიცი, ახლა რა დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას არატრადიციული ორიენტაციის წყვილებთან დაკავშირებით, მაგრამ აქ, ქუჩაში, მაგალითად, ორი გოგონა ჩვეულებრივად კოცნის ერთმანეთს და ეს არავისთვისაა პრობლემა. ასევე, ერთად ცხოვრობენ მამაკაცები, ვისი რა საქმეა. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა იცხოვროს.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაზე არ მინდა ლაპარაკი. მარტო იმას გეტყვით, რომ მაქვს პირადი ცხოვრება. დიდი გოგო ვარ და არ მაქვს ამის უფლება?!
– გათხოვება თუ შედის შენს გეგმებში?
– არ ვიცი, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ორჯერ ვიყავი გათხოვილი და ორჯერვე ცუდად დასრულდა ჩემი ქორწინება. ამიტომ, გათხოვებაზე ჯერ არ ვფიქრობ.
– ქორწინება, თავისთავად, სხვა ვალდებულებებს ითვალისწინებს, არ ხარ ამისთვის მზად?
– მართალია, არ ვარ მზად. პირველად რომ გავთხოვდი, არც ისე პატარა ვიყავი, პირიქით, 28 წლის ქალი საქართველოში, მგონი, უკვე გაუთხოვარი ჰგონიათ. მაგრამ, ახლა ვფიქრობ, მაშინაც არ ვიყავი მზად ოჯახისთვის. ამიტომაც, არ განვითარდა კარგად მოვლენები. ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ვერ აეწყო ჩვენი თანაცხოვრება.
– საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?
– გულწრფელად გეტყვით, საცხოვრებლად საქართველოში, ალბათ, არასდროს დავბრუნდები. თუმცა, როგორც კი საშუალება მექნება, აუცილებლად ჩამოვალ ცოტა ხნით. როცა საფრანგეთში მოვდიოდი, მანდ ყველაფერი გავყიდე და ახალი ცხოვრება აქ დავიწყე. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, ისევ ნულიდან დავიწყე ცხოვრება. ისე წამოვედი მისი ოჯახიდან, რომ აბსოლუტურად არაფერი წამომიღია. საბედნიეროდ, აქაური კანონები ბევრ დახმარებას ითვალისწინებს. აქ 18 წლის ასაკიდან უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. სახელმწიფო ამაშიც უწყობს მათ ხელს. სრულწლოვანი რომ გახდება, ჩემი შვილიც აპირებს ცალკე გადასვლას. უკვე დალაგებული აქვს გეგმები.

скачать dle 11.3