კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ანდოთ თქვენი შინაური ცხოველების ჯანმრთელობა ზოომაღაზია „ბუნებას“ #44

თუ გსურთ, იყოლიოთ შინაური ცხოველი, მაგრამ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტათ, რა ჯიშის იქნება ის და არც მისი მოვლის სპეციფიკაზე ფლობთ ინფორმაციას, კომპანია Aqua-Terra-ს საკუთრებაში არსებული მაღაზიათა  ქსელი „ბუნება“ საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ თქვენთვის სასურველ ცხოველზე,  მისი გაზრდისა და მოვლის თავისებურებებზე. „ბუნებაში” თქვენ დაგხვდებიან კინოლოგები და ვეტერინარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, მაღალკვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ თქვენს ოთხფეხა ცხოველს.
ალექსანდრე ღარიბოვი (კომპანიის კომერციული დირექტორი): კომპანია Aqua- Terra დაარსდა 2003 წელს, 2007 წელს კი გაიხსნა მის საკუთრებაში არსებული პირველი ზოომაღაზია. ზოომაღაზია „ბუნებაში” თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ ყველა საჭირო ნივთი და საკვები თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ბრენდები, რომლებიც ჩვენ შემოგვაქვს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერაა წარმოებული. საუბარია როგორც საკვებზე, ასევე სხვადასხვა აქსესუარზე, ცხოველთა მოვლის საშუალებებსა და პრეპარატებზე. დღეს ზოომაღაზიათა ქსელი „ბუნება” საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 16 მაღაზიით, მათ შორის 13 თბილისშია და 3 –  ბათუმში. თბილისში არსებული ფილიალებიდან ერთ-ერთი, სპეციალიზებულია აკვარიუმის თევზებისთვის. აქ თქვენ შეძლებთ როგორც თევზების, ასევე მათთვის საკვების და საჭირო ყველა აქსესუარის შეძენას. საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე  გაგიწევენ შესაბამის კონსულტაციას.
– რით გამოირჩევა „ბუნება” სხვა ზოომაღაზიებისგან?
– კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის მაღალი ხარისხი, რითაც ჩვენთან წარმოდგენილი პროდუქცია გამოირჩევა. ცხოველის ჯანმრთელობისთვის კვებას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალი ხარისხის საკვებს მივცემთ ჩვენს ცხოველს, მით უფრო ნაკლები პრობლემა შეექმნებათ მას. იმპორტი ხორციელდება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი და ბულგარეთი. ჩვენი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს წვრილი ცხოველების ვეტერინართა საქართველოს ასოციაციას. ჩვენ ხშირად ვასპონსორებთ სხვადასხვა კონფერენციას, ჩამოგვყავს მსოფლიო დონის სპეციალისტები სხვადასხვა ვეტერინარულ დარგში. 10 სექტემბერს ჩატარდა მორიგი კონფერენცია, სადაც მოწვეული იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ვეტერინარები, მათ შორის, სერბეთის ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის მცირე ცხოველთა ასოციაციის პრეზიდენტი და უკრაინის წამყვანი ექოსკოპისტი. მათ თავიანთი სპეციალობით წაიკითხეს ლექციები, რაც ჩვენი ვეტერინარებისთვის დიდი მასტერკლასია. რაც შეეხება კინოლოგიის მიმართულებას, ჩვენი ფირმა აქტიურად უდგას მხარში სხვადასხვა კინოლოგიურ კლუბებს და ხელს უწყობს დარგის განვითარებას. კინოლოგიის კლუბის ბაზაზე, ხშირად ტარდება ლექცია-სემინარები, იმისთვის, რომ უკეთ ვიცოდეთ, რა სჭირდებათ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს.  ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს მომშენებლებს და საკმაოდ მჭიდრო, ნაყოფიერი კავშირი გვაქვს მათთან. ამ ეტაპზე გვყავს სპეციალისტი საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან დარგში, როგორიცაა ზოოფსიქოლოგია.  პირველად საქართველოში, დიპლომირებული ზოოფსიქოლოგის მოღვაწეობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ის დაგვეხმარება, გამოვნახოთ საერთო ენა ჩვენს შინაურ ცხოველებთან. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენ ვართ საქართველოში ცხოველის იდენტიფიცირების საშუალების დისტრიბუტორები – ეს არის მიკრო ჩიპი. რომელსაც აქვს უნიკალური ნომერი საქართველოსთვის.  ის მიკრო ჩიპები, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, საერთაშორისო სტანდარტისაა და სპეციალურად საქართველოსთვის მინიჭებული აქვს თავისი უნიკალური კოდი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი უცხოეთის პასპორტი ცხოველისთვის, რომელიც აღიარებულია მთელს მსოფლიოში.  ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს,  შვეიცარიაშია დამზადებული. აბსოლუტურად უსაფრთხოა და არ იწვევს არანაირ გართულებებს. არსებობს მსოფლიო ბაზა და ამ ჩიპის მეშვეობით მარტივად არის შესაძლებელი ამა თუ იმ ცხოველის ვინაობის დადგენა.
– რა ტიპის ვეტერინარულ მომსახურებას უწევთ ცხოველებს?
– საუბარია სრულ ვეტერინარულ მომსახურებაზე. როდესაც ცხოველი ჩვენთან მოჰყავთ სხვადასხვა პრობლემით, ჩვენი ვეტერინარები გაუწევენ მათ დახმარებას. მთლიანად ხდება დაავადების დიაგნოსტიკა და შემდგომ მისი მკურნალობა. კეთდება სისხლის ანალიზები, ექოსკოპიური გამოკვლევები და ასე შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, გადაგვყავს სპეციალურ კლინიკებში. ჩვენი ვეტერინარები აკეთებენ ნებისმიერი სირთულის ქირურგიულ მანიპულაციებს. ჩვენს მაღაზიებში არის კინოლოგიური კლუბებიც და ვისაც სურვილი აქვს, შეიძინოს ძაღლი ან კატა, ჩვენი კინოლოგები დააკვალიანებენ და დაეხმარებიან ამა თუ იმ ჯიშის არჩევაში. მომხმარებელი ცხოველის შეძენის შემდეგაც შეძლებს გაზრდისა და მოვლის  შესახებ კონსულტაციის მიღებას. მომხმარებლებს აქვთ სატელეფონო კონტაქტის საშუალებაც როგორც მაღაზიის კონსულტანტთან, ასევე ვეტერინართან და კინოლოგთან. ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ მზად, დავეხმაროთ მათ. საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარი ბინაზეც მივა ცხოველის დასახმარებლად.
მისამართი:
თბილისი, მიცკევიჩის ქ. 29–29ა
საკონტაქტო ტელ: +995 570 10 59 27;  +995 570 10 59 28
ელ ფოსტა:  aquaterra@dsl.ge

скачать dle 11.3