კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში აიღო სამი „ოსკარი” ყოფილმა პლასტიკურმა ქირურგმა მაია დვალაძემ, რომელიც მანჰეტენზე პოპულარულ ქართულ რესტორანში სულგუნსა და რაჭულ, შებოლილ ლორს ამზადებს #44

მას 9 წლის წინ მოუწია საქართველოს, სამსახურის, ოჯახის წევრების, ახლობლებისა და რაც მთავარია, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის, წლინახევრის შვილის დატოვება და ამერიკაში ახალი ცხოვრების ნულიდან დაწყება. ეს წლები მაია დვალაძისთვის არ ყოფილა მარტივი. როგორც თავად ამბობს: „ეს წლები იყო ძალიან რთული მონატრებით, ნოსტალგიით, სიძულვილით, ცრემლებით, გაწბილებით, ხალისით, სიცილით, იმედით, ანუ ყველა იმ გრძნობითა და შეგრძნებით სავსე, რაც კი შეიძლება, ადამიანმა ოდესმე  განიცადოს”... მაგრამ, მას ღმერთის იმედი არასდროს დაუკარგავს. დღეს ის ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, სულ მალე კი ვაშინგტონში, ამერიკელებს, უცხოელებს ქართულ სამზარეულოს სიამაყით აცნობს. ის პირველი ქართველია, რომელმაც წლების წინ, მანჰეტენზე ქართული რესტორანი „ოდა ჰაუსი” გახსნა და დღემდე მისი რეცეპტით მომზადებული ქართული კერძებით არავინ რჩება გულგრილი. მისი რესტორნის სტუმრები ხშირად არიან ცნობილი ადამიანები, მსახიობები, მომღერლები, ხელოვანები. რაც მთავარია, ქალბატონი მაია 9 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა.
მაია დვალაძე: შემიძლია ვთქვა, რომ 9 წლის წინ მე წავედი ყამირი მიწების ასათვისებლად. ჩავედი ქვეყანაში, სადაც არვინ მიცნობდა, არავის ვიცნობდი. მანამდე შვიდჯერ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ როგორც ტურისტი, სტუდენტი, მაგრამ ის, რაც რეალური ცხოვრებისას დამხვდა, უკვე სულ სხვა იყო. დამხვდა ჩემი მეგობრის დედა – ნათელა და მთელი ამერიკა. მესამე დღეს ბებიასთან დავიწყე მუშაობა. უკან დაბრუნების შანსიც არ იყო, რადგან საქართველოდან ვალით წავედი, რომელიც უნდა გამესტუმრებინა. ჩემი ოჯახის, ჩემი შვილის მომავალი ჩემს კისერზე იყო. 17 წელი საქართველოში პლასტიკური ქირურგი ვიყავი. 25-ში გავაკეთე ბოლო ოპერაცია და 27-ში გამოვფრინდი ამერიკაში. 30-ში კი უკვე ბებიას ვუვლიდი. 5 დღის განმავლობაში იმხელა ვარდნა განვიცადე, თუ ვინმე თავად არ გაივლის ამ გზას, ვერ მიხვდება, ეს რამხელა დაღმასვლა, ტკივილი, ცრემლი, დამცირებაა. მაგრამ, ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ღმერთი არ მოგცემს იმხელა ტვირთს, რის ზიდვასაც ვერ შეძლებ. ვიყიდე კალენდარი, წითელი მარკერი, რომლითაც ყოველ დღეს ვხაზავდი. ერთ დღეს ჩემს მეგობარს ტორტი გამოვუცხვე და იქიდან დაიწყო ჩემი, როგორც კულინარის, აღმასვლა. იმ საღამოსვე დამირეკა ჩემმა მეგობარმა: შენი ნომერი მივცე, ყველა კითხულობს ვისი გამომცხვარი ტორტია, ასეთი არაფერი გვიჭამიაო.
– საფირმო ტორტი გქონდათ?
– მე მოვიგონე ანანასის ტორტი, რომელმაც სამი წელი მაცხოვრა. ერთი თვე ექიმის ასისტენტადაც ვმუშაობდი, მაგრამ მივხვდი: არ შეიძლება, ექიმი ექიმის ასისტენტად მუშაობდეს. ამერიკელებმა ეს კარგად იციან და ექიმს ექთნად არასდროს ამუშავებენ. მთელი ცხოვრება ლანცეტი მეჭირა და ახლა მე უნდა მიმეწოდებინა, ეს იყო ფსიქოლოგიურად ძალიან რთული. მივხვდი: მერჩივნა, სხვა საქმე გამეკეთებინა. თან, ვინც იგებდა, პლასტიკური ქირურგი ვიყავი, მეკითხებოდა: თქვენ რა იცით ამის მომზადებაო. ჩემთვის ვფიქრობდი: პასპორტი გინდათ-მეთქი და ვიპოვე კულინარიული სკოლაც, რომელიც წარმატებით დავამთავრე – 97 პროცენტზე ნაკლები არასდროს ამიღია. ყოველი 100 საათის შემდეგ გამოცდას ვაბარებდით რაღაცის კეთებაში. არ იცოდი, რა ინგრედიენტები იყო, გაძლევდნენ დროს და უნდა მოგემზადებინა კერძი. ჩვენი შეფი მეუბნებოდა: უკვე არ ვიცი, რით უნდა გამაკვირვო, მაგრამ მაინც ახერხებო. სკოლაში ორჯერ გავიმარჯვე კონკურსში. ნიუ-იორკში ყოველწლიურად ტარდება კულინარიული კონკურსი.  იქაც გავიმარჯვე – შეფის ოქროსფერი სტატუეტი მაქვს. სულ ვამბობ, ეს ჩემი „ოსკარია”-მეთქი. სულ მინდოდა ქართული რესტორნის გახსნა, რადგან მანამდე სადაც ვმუშაობდი, იქაც ვამზადებდი ქართულ კერძებს. ჩემი უფროსი კი მეჩხუბებოდა: ნუ ამზადებ ქართულ კერძებს, სხვა საჭმელი გასაყიდი რჩება, ყველა იმას უკვეთავსო. 2013 წელს, პირველ აპრილს ვნახე ადგილი, სადაც დღეს „ოდა ჰაუსია”. მაშინვე ვთქვი: აქ უნდა გავხსნა რესტორანი-მეთქი. საბოლოოდ, მის მეპატრონესთან, რომელიც გვარად ხორხიანაა და როგორც თავად მითხრა, მისი წინაპრები საქართველოში ცხოვრობდნენ საუკუნეების წინ, გავხსენით რესტორანი. ჩვენ დღემდე ერთად მოვდივართ. არავის სჯეროდა, რომ რესტორანი იმუშავებდა. მთელი ჩემი სამეგობრო, სანათესაო წინააღმდეგი იყო. ვთქვი: მე მჯერა საკუთარი თავის და ღმერთის, რომელსაც არასდროს მივუტოვებივარ-მეთქი. ისეთი ემოციები გადავიტანე წლების განმავლობაში, რომ დღეს მკვდარი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ღმერთმა გამაძლებინა... მოკლედ, რესტორანმა პირველივე თვეს შეინახა თავი. რაც მთავარია, ქართული კერძებით. ჩვენი რესტორნით დაინტერესდა: „ვოლ სტრიტ ჯურნალი”, „ნიუ-იორკ მეგაზინი” და ბოლოს „ბებერი” „ნიუ-იორკ თაიმსიც”. ასევე, ჩვენზე წერდნენ ბლოგერები, აშუქებდნენ სხვადასხვა არხით. რაც ყველაზე მთავარია, მიშლენს ყოველ წელს შევყვარათ თავის რესტორნების „მეგზურში”. ზოგი რესტორანი იმდენი წელია, გახსნილია, მაგრამ მიშლენს იქ არც კი შეუხედავს. პირველი წერილი რომ მოგვივიდა, ეწერა: გილოცავთ, შეფმა და მენეჯერმა გახსენით შამპანური, თქვენ „მიშლენის მეგზურში” ხართ შეყვანილიო. თან, პირველი ვარსკვლავი მოგვანიჭეს. ეს არის ჩემი დიდი შრომის, უძილო ღამეების შედეგი და ეს ყველაფერი რომ გიფასდება, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. მაგიდასთან რომ გიხმობენ, მიდიხარ და აღფრთოვანებული უცხოელები ხელებს გიჭერენ, გკოცნიან: მადლობა, შეფ, ასეთი გემრიელი არაფერი გვიჭამიაო. ერთხელ რესტორანში შეფი იყო მოსული. არც ვიცოდით, ვინ იყო, უბრალოდ, სადილობდა. მერე დამიძახა, მივედი და ასეთი რამ მითხრა: ავტოკატასტროფაშიც მოვყოლილვარ, მოტოციკლეტითაც დავმტვრეულვარ, ავიაკატატასტროფაშიც კი მოვყევი, მაგრამ ახლა მივხვდი, ღმერთმა, ალბათ, იმიტომ გადამარჩინა, შენი მომზადებული კერძები რომ მეჭამაო. მეც მეტი რა შემიძლია და ასეთ დროს ღაპა-ღუპით მომდის ცრემლები. ჩემი აჭარული ხაჭაპური რესტორნის გახსნიდან ერთ თვეში 100 საუკეთესო კერძში მოიხსენიეს. ჩემი რესტორანი მთელი ამერიკის მასშტაბით 100 საუკეთესო რესტორანს შორისაა. ქართული კერძები, სამზარეულო აღიარა მიშლენმა, ამერიკამ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ფოოდ ანდ ვაინი” რომ მოვა და შენი აჭარულის რეცეპტს ითხოვს, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. როგორც ყველაფერს, აჭარულსაც ჩემი რეცეპტით ვამზადებ. საქართველოში ცომგამოცლილს რომ ეძახიან, ჩემი ისეა გახვეული, ცომი თითქმის აღარც არის – უთხელესია, გამოცლა აღარ სჭირდება. თან, ყველაფერს ვამზადებ როგორც ოჯახისთვის, მეგობრებისთვის  და ამას ყველა გრძნობს. სტუმარი რომ მოდის, წასვლა აღარ უნდა.
– როგორც ვიცი, უკვე გაფართოვდით. ნიუ-ჯერსიშიც გახსენით ახალი რესტორანი.
– კი, გავხსენით „ოდა ჰაუსი ჯერსი,” ჩემს მეგობართან ერთად. იქ უფრო დიდი ზომისაა, 115-კაციანი დარბაზია. ვაშინგტონში ვაკეთებთ კიდევ ახალს და ბაქოშიც. არაჩვეულებრივი სტაფი მყავს, რომელიც მე გამოვზარდე და ამით ვამაყობ. ყველა საუკეთესოა. ძირითადად, ქართველები მყავს დასაქმებული – ისეთები არიან, რომ ბოლომდე ვენდობი. მე ჩემებურად ვცდილობ, მივაწოდო კერძები სტუმრებს. სულგუნს იქ ვაკეთებ და ლორიც გამომყავს. მე ხომ რაჭველი ვარ და მამამ ტელეფონით მასწავლა, როგორ გამოვიყვანო რაჭული ლორი. მერე რესტორანში ვბოლავთ. წარმოიდიგნეთ, მანჰეტენზე გვაქვს სულგუნი და რაჭული ლორი. ვცდილობ, ისე მომზადდეს საჭმელი, როგორც ოჯახში. ამიტომაც მოსწონთ განსაკუთრებულად. ვინც ამერიკაში ჩამოდის, ყველას ვთხოვ, ქოთნები ჩამომიტანოს, ყველაფერს ქართულად, მამაპაპურად ვაკეთებთ. ღვინოც კი ქართული მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, უფრო იაფად შევიტანო ფრანგული ღვინო. მაგრამ, ეს ქართული რესტორანია, ქართული ღვინის გარდა, არაფერს შევიტან. ყველაზე დიდი მოთხოვნა აჭარულსა და მეგრულ ხაჭაპურებზეა. შემდეგ მოდის ხინკალი, ჩაქაფული, შქმერული. რაჭულ ლობიოზე, რომელსაც ლორით ვაკეთებ, ძალიან დიდი მოთხოვნაა. 3 წლის წინ, როცა რესტორანი გავხსენი, არავინ არაფერი იცოდა ქართული კერძების შესახებ. დღეს კი, ძალიან პოპულარულია. „ვაშინგტონ პოსტმა” უკვე სამჯერ დაწერა ჩვენზე: ჩვენ არ გვაქვს იმის ბედნიერება, რომ „ოდა ჰაუსი” გვქონდესო და ამიტომაც ვხსნით მალე იქ ახალ რესტორანს. ყველას ძალიან აინტერესებს და მთხოვენ, გამოვცე ჩემი რეცეპტების წიგნი. ვაპირებ, მაგრამ არ მინდა, მშრალად გავაკეთო. ჩემი რეცეპტები ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპთან არის დაკავშირებული.
– ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის მერიამ დაგაჯილდოვა.
– ყოველ წელს ნიუ-იორკის მერია აჯილდოებს უცხოელებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ ქალაქის ცხოვრებაში, განვითარებაში. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ქართველების ჯგუფს კურირებს თამრიკო დავითაშვილი. წელს  ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი, დამაჯილდოეს და რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
– ეს უკვე თქვენი მეორე „ოსკარია”.
– კი და მესამეც მაქვს. ბრუკლინის კოლეჯში მოაწყვეს შეჯიბრება სხვადასხვა სკოლას შორის და გაიმარჯვა ჩვენმა სკოლამ. მე მოვამზადე ნამცხვარი და ნეკნები აჯიკით, რომელზეც გაგიჟდნენ.
– 9 წლის შემდეგ დაბრუნდით საქართველოში და მონატრებულ შვილს შეხვდით, რომელიც ძალიან პატარა დატოვეთ. როგორი იყო თქვენი შეხვედრა?
– მარიამი ჩემი ყველაზე დიდი სტიმულია. ის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია და მასზე ფიქრმა გადამატინინა ყველაფერი. მისი დამსახურებაა ის, რასაც ახლა ვაკეთებ და რა საფეხურზეც ვარ. ჩვენი შეხვედრა იყო გამაოგნებელი. ისევე, როგორც არ დამავიწყდება 9 წლის წინ მისი დატოვება, ასე არ დამავიწყდება 9 წლის შემდეგ მისი ანთებული თვალები. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, ჩემს შვილს ჩავეხუტო. მე ვიყავი „სკაიპისა“ და „ფეის თაიმის დედა“. მას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს, რომ მისი დატოვება მომიწია. მაგრამ, ბედნიერი ვარ, რომ გაჭრილი მაქვს გზა და შემიძლია, მას კარგი მომავალი შევუქმნა. ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მან კარგი განათლება მიიღოს. მე და მამამისი ერთ შვილს ვზრდით. მასალა კარგი გვაქვს და ვიცი, რომ ჩვენს იმედებს გაამართლებს.

скачать dle 11.3