კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჭირდება ზოგიერთ ქალს ღალატი ცხოვრების თავიდან დასაწყებად #44

ყველას არ შესწევს უნარი, ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეჩერდეს, უკან მოიხედოს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. უმრავლესობას არც კი სჯერა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ ფსიქოლოგები გვირჩევენ, საკუთარ თავში ეს თვისება გამოვიმუშაოთ, რადგან ხშირად, გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. მით უფრო, თუკი ბედნიერება გინდათ და ბედნიერება უნდა ყველას, უნდა შეძლოთ კრიტიკული სიტუაციის თქვენ სასიკეთოდ შემობრუნება.

 მანანა (43 წლის): ყოველთვის შეიძლება, ყველაფერი დაიწყოთ თავიდან – ცხოვრება, სიყვარული, სწავლა, არსებობაც კი. თუკი ადამიანის შინაგან ორგანოებს აქვს რეგენერაციის, ანუ აღდგენის უნარი, რატომ ვერ შეძლებს ამას თავად ადამიანი?! ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. მთავარია, მივხვდეთ და ხელები არ ჩამოვუშვათ. ჩემი ცხოვრება ბევრისთვის კარგი მაგალითი უნდა იყოს. უამრავი ქალია ისეთი, ცხოვრება რომ თვალწინ ენგრევა, თვითონაც ნადგურდება და ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებს.
– იცით, რა არის ამისი მიზეზი?
– ახლა უკვე ვიცი, მაგრამ ეს ცოდნა ჩემთან ძნელად მოვიდა. მანამდე შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი, რასაც ტკივილი და იმედგაცრუება მოჰქონდა ჩემთვის. ერთ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მძიმე ფაქტიც კი ჩემს ცხოვრებაში, შემეძლო, სასარგებლოდ გამომეყენებინა. ძალიან პატარა გავთხოვდი. მაშინ, ალბათ, ვერ ვხვდებოდი, როგორი მოუმზადებელი ვიყავი ოჯახის შესაქმნელად. მეგონა, მარტო სიყვარული იქნებოდა საკმარისი სრული ბედნიერებისთვის. როგორც კი საკუთარ თავს სხვანაირად შევხედე, პრობლემები წარსულში დარჩა. იცით, რა ხდება, როცა გაუცნობიერებელ ნაბიჯს დგამ? – ადრე თუ გვიან, ამის შედეგებს იმკი. ძალიან მალე დაგვიმთავრდა აღმაფრენის ხანა. ხუთი წლის შემდეგ, უკვე ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მეტისმეტად ჩვეულებრივი. მერე კი, უკვე ყველა მომდევნო წელი წინას ჰგავდა. დიდხანს და ბედნიერად მხოლოდ ზღაპრებში ცხოვრობენ. ინსტინქტს უნდა მიენდო და იფიქრო იმაზე, შეცდომა არ დაუშვა. ან, ისეთი შეცდომა არ დაუშვა, რომელიც მთელ დარჩენილ ცხოვრებას გაგიმწარებს. ჩემი ქმრის საქციელის გამო, ძალიან ვითრგუნებოდი. მკითხავთ, რა საქციელის გამოო. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ ქალად ვეღარ აღმიქვამდა. ვიყავი მხოლოდ ცოლი – მომვლელი, მისი შვილების დედა, მზარეული, დამლაგებელი, მაგრამ არა – საყვარელი.
– ეს მარტო მისი ბრალი იყო?
– არა. მარტო იმისი არ იყო. მეც მიმიძღვის ბრალი ჩვენი ურთიერთობის გაუფერულებასა და გაცივებაში. მარტო ჩემი ქმარი არ არის ბედნიერების ნგრევაში დამნაშავე. ასე ხდება, როცა არ იცი ურთიერთობა. არ იცი მისი და საყვარელი ადამიანის ფასი. ვერ ხვდები, რა არის პრიორიტეტი, რას უნდა გაუფრთხილდე. მაგიჟებდა ჩემი ქმრის უყურადღებობა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავზე მეფიქრა, ქმარს ვყვებოდი ზედ – ვანებივრებდი ნაირ-ნაირი კერძებით. ეს არის ქალური სისულელე. თან, ვეჭვიანობდი და თმასაც კი არ ვივარცხნიდი.
– მისმა ღალატმა აგიხილათ თვალები?
– არა, ჩემმა. მისი ღალატის დამადასტურებელი ფაქტები არ მაქვს. ანუ, არ ვიცი, მიღალატა თუ არა სინამდვილეში. მე კი ვუღალატე. საყვარელი არ მყავს, მაგრამ სხვა კაცთან რომანის მაგვარი რაღაც მქონდა. ჩემი ცხოვრების ისეთ მომენტში გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ის რომ არა, ჩემი ოჯახი დაინგრეოდა და ამაში ეჭვი ოდნავაც არ მეპარება. დეპრესიისა და ნერვული აშლილობის ზღვარზე ვიყავი უყურადღებობით გაწამებული. არცერთმა ქალმა არ თქვას, რომ არ ბეზრდება და ყელში არ ამოსდის ყოველდღიური რუტინა. მამაკაცებს არ უყვართ ერთფეროვნებაო. ქალებსაც არ გვიყვარს და არ ვართ ბედნიერები იმით, რომ ნელ-ნელა „მოსამსახურე პერსონალად” ვიქცევით. ვის სიამოვნებს არასასურველი ქალის როლში ყოფნა? – ბუნებრივია, ძალიან ვიყავი დათრგუნული.
– და, ქმარს რომ უღალატეთ, ეს თქვენთვის გამოსავალი აღმოჩნდა?
– დიახ. გიკვირთ, მაგრამ ეს მართლაც ასეა. ღალატის შემდეგ, ჩემთვის ცხოვრება თავიდან დაიწყო. უბრალოდ, იმის უნარი უნდა აღმოგაჩნდეს, რომ ერთი მოვლენა, თუნდაც ღალატი – საბედისწერო კი არ აღმოჩნდეს, არამედ წინსვლაში, ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგეხმაროს. მე ეს შევძელი, იმიტომ რომ, მიყვარს ჩემი ქმარი და დარჩენილი ცხოვრების მასთან გატარება მინდა.
– იცით, ცოტა დავიბენი. თუ გიყვართ, მაშინ რატომ უღალატეთ?
– ვიცოდი, რომ ამას მკითხავდით. მარტივად ვერ აგიხსნით. სხვა კაცთან ურთიერთობა ჩემთვის მჭირდებოდა. საკუთარი თავის შეცნობისთვის, ჩემი სიმშვიდისა და კომფორტისთვის. ზოგჯერ თავს ისეთ არარაობად ვგრძნობდი, მინდოდა, რაღაც შემეცვალა, სულ პატარა ბიძგი მჭირდებოდა, წახალისება.
– ანუ, შეგნებულად წახვედით ღალატზე?
– დიახ. ამით ჩემი ქმრისადმი გრძნობაც შევამოწმე. თუ ბედნიერი ვიქნებოდი, თუნდაც ცოტა ხნით, მაშინ ქმარს გავცილდებოდი. თან, მინდოდა, ისევ განმეცადა ვნება, ადრენალინის მოზღვავება. თავიდანვე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ ეს ერთჯერადი კავშირი იქნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ქმართან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
– ძალიან უცნაურია.
– ვიცი, რომ უცნაურად გეჩვენებათ. არც ველოდებოდი, რომ გაიგებთ, მაგრამ ქალი თუ რობოტად და მანქანად იქცა, მას უკვე საკუთარი თავიც აღარ ეყვარება. მჭირდებოდა ღალატი და შეგნებულად წავედი ამაზე. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. საკუთარი თავიც ხელახლა აღმოვაჩინე და ქმარიც. ჩვენი ურთიერთობაც სხვანაირად დავინახე, უფრო გავიხსენი კიდეც ქმართან. გავთავისუფლდი და სიახლე შევთავაზე. მოეწონა, ძალიან მოეწონა. რა საჭიროა იცოდეს, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. მე ქმარი მჭირდება და მასაც ვჭირდები. მთავარი ესაა.

скачать dle 11.3