კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ მოიგო ანდრო ნავასარდოვმა ამიერკავკასიის პირველობა კრივში

ცნობილი ქართველი მოკრივე შალვა გორგასალიძე ასეთ კურიოზულ ისტორიას ყვებოდა: „ცნობილი თბილისელი სომეხი მოკრივე, ანდრო ნავარსარდოვი უძლიერესი მებრძოლი იყო და დაუმარცხებლის ტიტულს ატარებდა. მეტოქეებს უკვე მასთან შეხვედრამდე ჰქონდათ წაგებული ბრძოლა, რადგან მისი ელვისებური შეტევების მომგერიებელი არავინ იყო. დასცხებდა თუ არა გონგი, ანდრო თავის ტორებს აამუშავებდა და მეტოქე „გატოვი“ იყო...
1940 წელია. თბილისში ამიერკავკასიის პირველობა იმართება. ანდრო ერთი ამოსუნთქვით გავიდა ფინალში და მეორე დღეს ბაქოელ ალიმ გასანოვს უნდა შეხვედროდა. თუმცა, მას მაღალი სიცხე ჰქონდა – 40 გრადუსამდე. ტემპერატურა ვერ დაუგდეს და ისე გამოდიოდა, პირველობა ბაქოელს უბრძოლველად უნდა დარჩენოდა. ანდრო მაინც აპირებდა რინგზე გასვლას, მაგრამ მწვრთნელმა, გოლდშტეინმა კატეგორიულად აუკრძალა. ამ საზრიანმა ებრაელმა ასეთი რამ უთხრა თავის შეგირდს.
– ანდრო-ჯან, შენ მაგივრად შენი ბიძაშვილი გაბო რომ შევახვედროთ გასანოვსო?
გაბო აღნაგობითა და სახით ძალიან ჰგავდა ანდროს და მუშტიც უჭრიდა, მაგრამ მზარეული იყო და არა მოკრივე. პროფესიონალ მოკრივესთან რას გააწყობდა? ანდრო ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა გოლდშტეინმა ის მაინც დაითანხმა. თანახმა იყო გაბოც და მზარეული მოკრივის ფორმაში გამოაწყვეს. რინგზე აუშვეს და გოლდშტეინმა მას უთხრა:
– როგორც კი ბრძოლა დაიწყება, ეგრევე დასცხე გასანოვს. ნუ გეშინია, ის მხოლოდ ხელებს აიფარებს და არ შემოგიბრუნებს, აი, ნახე, თუ არ მოიგოო...
და, მართლაც, დასცხო თუ არა გონგმა, გაბო შეტევაზე გადავიდა და მუშტები აამუშავა. დამფრთხალი გასანოვი კუთხეში მიიყუჟა, ხელები სახეზე აიფარა და არ ინძრეოდა... როგორც უკვე ვთქვი, გაბოსაც უჭრიდა მუშტი და შეშინებულ გასანოვს, როგორღაც აპერკოტი ამოჰკრა და არ დაანოკაუტა?!
აი, ასე მოიგო „ანდრომ“, სინამდვილეში კი გაბომ ამიერკავკასიის პირველობა კრივში“.

скачать dle 11.3