კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამარ ბაბილუა: ექიმებმა თქვეს, რომ 6 თვე დამრჩა

ჯგუფი „ნიუტონი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში. მათ კონცერტებზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. მართალია, ჯგუფი დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურიდან გახდა. წლების განმავლობაში, ჯგუფმა ბევრი ცვლილება განიცადა. დღეისთვის მისი შემადგენლობა ასეთია: დრამერი – ლევან აბშილავა, ბასისტი – შაკო ღელეყვა, პიანისტი და ვოკალისტი – თამარ ბაბილუა, გიტარისტი – ზურა ასტამაძე, საქსოფონისტი – გიო ცაგარელი. „ნიუტონის“ შესახებ თამარ ბაბილუას ვესაუბრეთ, რომელმაც თავის ცხოვრებაზეც გვიამბო.
თამარ (ბაბი) ბაბილუა: ორი წელია, რაც „ნიუტონის“ წევრი ვარ. დიდი ხანია, რაც ეს ჯგუფი არსებობს. ასე რომ, გუშინდელი ბენდი არ არის. ბიჭებს  არაერთ მუსიკალურ თუ კულტურულ ღონისძიებაში აქვთ მიღებული მონაწილეობა. წლების განმავლობაში, თანამშრომლობდნენ მომღერლებთან, ხმის ჩამწერ სტუდიებთან და  ტელეკომპანიებთან. 2014 წელს მეც მოვედი ამ ჯგუფში. წელს სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. აქტიურად  ვწერთ ალბომს, ვემზადებით სოლო კონცერტისთვის და ასევე, კლიპის პრეზენტაციისთვის. „ევროვიზიის” შესარჩევ კონკურსში მონაწილეობამ კარგი შედეგი მოგვიტანა, უფრო გაგვიცნო ხალხმა. მართალია, ჩვენს ჟანრს მსმენელი ცოტა რთულად ეგუება, მაგრამ მაინც მოსწონთ. უცხეთიდანაც გვაქვს მიწვევები. ზაფხულში ვიყავით გერმანიაში ერთ-ერთ ფესტივალზე. მარტში მივემგზავრებით ტალინში.
–  „თბილისობაზე“ შეასრულეთ ბიძინა კვერნაძის სიმღერა „შემოდგომის ყვავილებს“. საზოგადოების მხრიდან ამას კრიტიკული შეფასება მოჰყვა.
–  არანაირ ცუდ კომენტარს არ გავაკეთებ, ერთადერთს ვიტყვი: ძალიან მალე ამ სიმღერის სტუდიური ჩანაწერი დაიდება და მერე განსაჯონ. ყველას ვერ მოეწონება ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და არც მინდა, ყველას მოეწონოს. შესაბამისად, ველოდებოდით კიდეც კრიტიკას. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველა ვერ იღებს იმას, რასაც ჩვენ ვქმნით.
–  ეროვნული რეკორდის გაუმჯობესებას ხომ არ აპირებ?
–  ამ რეკორდის დამყარება ისე უცებ მოხდა, ჩანაფიქრში სულ სხვა რეკორდი მქონდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა უფლება არ მომცეს.  მინდოდა, 127 საათი დამეკრა.  ეს ვერსია პირდაპირ დაბლოკეს ჩემმა ექიმებმა, რადგან კომაში ჩავარდნის საშიშროება იყო. ამიტომ, დავამყარე 25-საათიანი რეკორდი. აწი ვაპირებ გინესისი რეკორდის მოხსნას – ეს არის ერთწუთიანი. წუთში ერთი ნოტი უნდა ავიღო 800-ჯერ. ბენს პიტერს აქვს 765-ჯერ აღებული და მე უნდა მოვუხსნა (იცინის). რეკორდის დამყარების შემდეგ, ბატონმა დავითმა ჩემი მონაცემები გაგზავნა გინესის ორგანიზაციაში და აღმოჩნდა, რომ მეორე ვარ მსოფლიოში, ვინც ასე ხანგრძლივად დაუკრა ფორტეპიანოზე.
– ახლა, როგორია შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– ახლა კონტროლზე ვარ. დაახლოებით 6 წელი უნდა ვიყო კონტროლზე და ამ პერიოდის განმავლობაში თუ არაფერი შეინიშნება, მერე აღარ იქნება სიმსივნის საშიშროება. მითხრეს, რომ მქონდა მეოთხე სტადიის სიმსივნე. ადამიანის ნორმა რომ არის 35 მეტასტაზა, მე აღმომაჩნდა – 3000. ექიმებმა თქვეს, რომ 6 თვე მქონდა დარჩენილი და აზრიც არ ჰქონდა ქიმიის გაკეთებას. მერე ჩემმა მეგობრებმა შეაგროვეს ფული. არ ვიცი, როგორ შეძლეს ეს – 2 დღეში შეგროვდა 11 000 ლარამდე და წავედი თურქეთში. საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, მეოთხე კი არა, პირველი სტადიის სიმსივნე მქონია. თურქეთში მითხრეს, რომ გამოვფხიზლებულიყავი. რადგან შოკში ვიყავი. საქართველოში გავიკეთე ოპერაცია, მერე, დაახლოებით, 8 ქიმიის კურსი. ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო და დღეს ონკომარკერების რიცხვი განულებულია.
– რეალურად, სულ სხვა მიზეზის გამო მიხვედი ექიმთან, არა?
–  ექიმთან მივედი იმის გამო, რომ არასტაბილური სუნთქვა მქონდა. ამიტომ ვიფიქრე, ფილტვებში არ მქონდეს რამე და მაინც, გავესინჯები-მეთქი. თბილისში მარტო ვცხოვრობ, ჩემი ოჯახის წევრები ფოთში არიან. ექიმთან გამყვა მეგობარი. სიმართლე გითხრა, საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს დაკავშირებული იქნებოდა სიმსივნესთან. ანალიზები გავიკეთე და ექიმებს, თურმე, ჰგონიათ, რომ მე ვიცი ამ ყოველივეს შესახებ. პასუხის გასაგებად კაბინეტში რომ შევედი, ექიმმა მითხრა: ორი ვარიანტია – ან ქიმიოთერაპია, ან ოპერაცია და მერე ქიმიოთერაპიაო. ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა და ვუპასუხე: ქიმიოთერაპია ის არ არის, თმები რომ სცვივათ ფილმებში-მეთქი. ექიმმა – მე ათი წუთით დაგტოვებო. გაოგნებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ჩემი მეგობარი დარჩა, მომიბრუნდა და მითხრა: ბაბი, ახლა მომისმინე, ის რაღაც, რაც მუცელში გაქვს, არის კიბო. აზრი არ ჰქონდა დამალვას. იმ წამიდან, ვერ გეტყვით, რა დამემართა. მერე დაურეკეს დედაჩემს. ქალი ასეთი მართლა არ მინახავს – ორ დღეში გაჭაღარავდა, როცა ერთი თეთრი თმაც არ ჰქონია.
– როცა გაიგე დიაგნოზი და ექიმების აზრიც მოისმინე, რა გადაწყვეტილება მიიღე? რას ფიქრობდი?
– თავიდან, ორი კვირა შოკში ვიყავი. ვემზადებოდი ანდერძის დასაწერად (იცინის) და ვფიქრობდი, როგორ გამეტარებინა დარჩენილი დღეები. მერე თურქეთში რომ წავედი, იქ მართლა საოცარი ექიმები არიან. მივხვდი, გლოვას აზრი არ ჰქონდა და თავი ხელში უნდა ამეყვანა. დავიწყე სიცოცხლისთვის ბრძოლა. მიუხედავად ცუდად ყოფნისა, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდი. ოპერაციიდან  ერთ კვირაში გავედი სამსახურში. ვწერდი და ვუსმენდი მუსიკას. სწორედ, მუსიკა დამეხმარა, გადამელახა ეს ფსიქოლოგიური მომენტები. მანამდე, თითქოს წინათგრძნობასავით მქონდა. ჯეკსონის ქუდს დავიხურავდი ხოლმე და ვამბობდი, რა ლეიკემიით დაავადებულს ვგავარ-მეთქი (იცინის). განწყობამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს გამოჯანმრთელებაში. არ ვაძლევდი თავს მოდუნების უფლებას. ქიმიის გასაკეთებლად რომ შევდიოდი, ჩვეულებრივი კლოუნი ვიყავი. წარმოიდგინეთ, 6 საათის განმავლობაში გიკეთებენ გადასხმას. ამ პერიოდში დავდიოდი, ვკითხულობდი, ვჭამდი, ვხატავდი. ეს წარმოუდგენელია, რადგან ორგანიზმში დიდი დოზით წამალი შედის, რომელიც ნაწილობრივ შხამია. 
–  პირად ურთიერთობებში რა ხდება?
–  ისე ვარ შეყვარებული, ჩემს მტერს (იცინის). ვინაობას ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ ეს ადამიანი გავიცანი ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე, 20 მარტს. მანამდე, ვიღაცას რომ ეთქვა, ერთი ნახვით შეყვარების მჯერაო, მაგრად დავცინებდი. ზუსტად ნახვიდან სამ დღეში სიყვარული ავუხსენი. ორმხრივად მოხდა ეს ყოველივე და იმ დღესვე თავადაც ამიხსნა სიყვარული (იცინის). შეყვარებული ბაბი არაადეკვატური და არანორმალურია. ერთხელ ვუთხარი, ექსპერიმეტს ჩაგიტარებ-მეთქი. ჩავაქრე შუქი, სკამები ერთმანეთის ზურგით დავდგი და ვუმღერე. ჩემს სუნთქვას, ემოციას, რაც მქონდა, ყველაფერს გრძნობდა. გაგიჟდა, იტირა. მერე დებილებივით ორივენი ერთმანეთს ვუყურებდით და ვტიროდით (იცინის).
–  ოჯახის შექმნას აპირებ?
–  არა, არ ვაპირებ. ვიყავი გათხოვილი და  შვილი მყავს – შვიდი წლის ნინი, მეორე კლასშია. ყველაფერს მისთვის ვაკეთებ. უსაყვარლესი ბავშვია. დედასთან ერთად არის ფოთში. წინა წელს ვაპირებდი, ჩემთან გადმომეყვანა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შევძელი. უახლოეს მომავალში, დედაც და ნინიც ჩემთან ერთად იქნებიან. აწი აღარ შევქმნი ოჯახს. ჩემნაირი გოგოები, არ უნდა თხოვდებოდნენ (იცინის). შეიძლება, ცუდად ჟღერს, მაგრამ კარიერისტი უფრო ვარ.
–  რატომ დაინგრა თქვენი ოჯახი?
–  ჩემი ოჯახი იმიტომ დაინგრა, რომ მე სხვაგან ვიყავი და ის – სხვაგან. 20 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. უბრალოდ, ასე მოხდა. დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. სახლში უნდა იჯდე, საჭმელი გააკთო და ასე შემდეგ... არ შემეძლო. იმიტომ კი არა, რომ ვერ გავაკეთებდი, უბრალოდ, არ მინდოდა.

скачать dle 11.3