კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წაიყვანა ბესო ხვედელიძემ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ნეპალში #44

ლიტერატურული პრემია „საბას” ორგზის ლაურეატი, მრავალი პროზაული და ერთიც პოეტური კრებულის ავტორი, პოპულარული მწერალი ბესო ხვედელიძე უკვე ექვსი წელია ნეპალში ცხოვრობს და საქართველოში „არდადეგებზე“ ჩამოდის. ის თავგადასავლების მოყვარული ადამიანია, ამბობს რომ ერთ ადგილას ვერასდროს ჩერდება და სადაც არ უნდა იყოს, იცის რომ მისი იქ ყოფნა დროებითია. უამრავ ქვეყანაშია ნამყოფი, მაგრამ მხოლოდ ნეპალში იპოვა თავისი თავი და თავს ისე გრძნობს როგორც საკუთრ სახლში. თვლის , რომ ეს ის ადგილია, სადაც შეიძლება მთელი ცხოვრება გაატაროს. უამრავ საინტერესო თავგადასავალს თუ ემოციას თავის ნაწარმოებებში ასახავს - თუ რატომ არის ეს ქვეყანა ამდენად „თავისი“, რა მოსწონს იქ და საერთოდ როგორ ცხოვრობს - ნეპალურ შთაბეჭდილებებს ჩვენს მკითხველსაც გაუზიარებს.
ბესო ხვედელიძე: 6 წელია, ნეპალში ვცხოვრობ. ამერიკაზე ვაპირებდი სამოგზაურო რომანის დაწერას და ძვირფასმა ამერიკელებმა რაღაცნაირად ამომარჩიეს და უარი მითხრეს – რომ გაგიშვათ, ამერიკაში სამუდამოდ დარჩებიო. მერე დეპრესია დამეწყო, თავს ცუდად ვგრძნობდი და მეგობრებმა – დათო ტურაშვილმა და რეზო თაბუკაშვილმა მირჩიეს, ნეპალში წადი, მოგიხდებაო. ახლა მადლობელი ვარ ამერიკელების, რომ გავეშვით, იქ არ დავრჩებოდი, მაგრამ, ალბათ, ნეპალისკენ აღარ გავიხედავდი. ჩავედი თუ არა, ვთქვი, ეს ჩემი სახლია, აქ მინდა, ვიცხოვრო და მოვკვდე-მეთქი. ოცდაათ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ასე კარგად არსად მიგრძნია თავი. იმდენ ქვეყანაში მიბოდიალია და სულ სახლში მინდოდა გაქცევა.  13-ჯერ არსად ვყოფილვარ, გარდა ნეპალისა. იქ თვეობით მივდივარ ხოლმე. ადრე ცხრა თვე, ათი თვე ვრჩებოდი. საქართველოში ჩამოვდივარ, როგორც არდადეგებზე ბებია-ბაბუასთან. ყველას ვიცნობ, მათხოვრიდან დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული. საერთოდ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. სადმე რომ ვარ, ვიცი, რომ იქ დროებით ვარ და უნდა წავიდე.  ორი თვეა, რაც ჩამოვედი და საქართველოს ყველა კუთხე მოვიარე, თუშეთის გარდა. სომხეთშიც კი ვიყავი კინოფესტივალზე.
– რამ მოგხიბლა ნეპალში, რატომ არის ეს ქვეყანა ასე „შენი“?
– ნეპალი ბენზინგასამართი სადგურივითაა, რომ ჩადიხარ, ენერგიას „ისხამ” და ჩამოდიხარ. ენერგოსადგურია, სადაც ჩადიან ევროპისგან, სამუშაოსგან გადაღლილი ადამიანები. მთელი ჰაერი პოზიტიური ენერგიითაა გაჟღენთილი.  იქ ყველა გაღიმებული დადის, ერთმენეთს შენიშვნას არავინ აძლევს, სრული თავისუფლებაა. იქ ადამიანს აქვს არჩევნის უფლება, იყოს ისეთი, როგორიც უნდა – მისცეს თავის სურვილებს გასაქანი. აქ ჩარჩოები გიშლის ხელს.  იქ დანგრეულია ჩარჩოები, საერთოდ არ არსებობს. იქ ფერადი, თავისუფალი, ნორმალური ხალხის ქვეყანაა. აქ იძაბებიან ჩემზე. უკვე ორი თვეა, რაც ჩამოვედი და მეკითხებიან, ბენდენა რატომ გიკეთიაო. რა კითხვაა, მინდა და მიკეთია. იქაური აურა კარგად შემოდის შენში – მოგხიბლავს, გასწავლის, როგორი არ უნდა იყო. იქ სულ დე ჟავუები გაქვს. გგონია, ეს ადამიანი სადღაც გინახავს და მერე აღმოაჩენ, რომ გინახავს კი არა, უბრალოდ, შენნაირია, შენსავით აფრენს... იქ ყველაფერი ლეგალიზებულია. შივა არის მაგათი მთავარი ღვთაება. აქვთ ასეთი, ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, როცა ყველამ მარიხუანა უნდა მოწიოს ამ დღეს და შივას  ამ კვამლით აღუვლინონ მოკითხვა. პრეზიდენტი გამოდის აივანზე, თავის ოჯახთან ერთად, როგორც წესი, იქ მრავალშვილიანი ოჯახებია. გააბოლებს ჯერ თვითონ და მერე მისი ოჯახის ყველა წევრს გადააწოდებს. ისინიც მოწევენ. ეს არის არა გასართობი, არამედ სერიოზული რელიგიური რიტუალი. ისე, როგორიც ჩვენთან აღდგომაა. როგორც ჩვენთან არის ვაზის კულტურა, ისეა იმათთან მარიხუანას კულტურა. იქ არ არსებობს აგრესია, ჩხუბი და ყვირილი, ყველა გახარებული და გაღიმებულია. მე დისერტაცია შემიძლია დავიცვა, ისე ვიყავი დაინტერესებული, რატომ აიკრძალა მარიხუანა – რატომ მოხდა ასე. ამაზე საუბარი ოციან წლებში დაიწყო, როცა იწყება საბჭოთა ისტორია.  FBR-ის შეფმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომ აეკრძალათ მარიხუანას მოხმარება ამერიკაში, რადგან საბჭოთა კავშირიდან წამოსულ ძალებს დაბოლილი ამერიკელი ვერ გაუმკლავდებოდა, რადგან ასეთი ადამიანი მშვიდობისმოყვარე, პეციფისტია. არ მიიღეს ეს კანონპროექტი, მეორედ გაიტანა, ისევ არ მიიღეს. მესამედ, 1945 წელს რომ გაიტანა და თქვა, წითელი არმია შეიძლება, წამოვიდესო, უკვე მხარი დაუჭირა კონგრესმა და როგორც კი ამერიკამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამერიკაში აიკრძალა, სტალინმაც ეგრევე აკრძალა საბჭოთა კავშირშიც. როგორც კი ამ ორმა დიდმა ვეშაპმა აკრძალა, მთელი მსოფლიოც მათ აჰყვა. ერთდერთი ქვეყანა იყო ბანგლადეში, რომლის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა: ჩვენ ვეწეოდით, ვეწევით და მოვწევთო. მერე ჰოლანდიაში ჩაატარეს ექსპერიმენტი, დაუშვეს მარიხუანა და მას შემდეგ ჰოლანდია საშუალო დონის ქვეყნიდან გახდა ძლიერი ქვეყანა... ეს მცენარე  ჯადოსნურია, რომელსაც წამლად და ათსგვარი დანიშნულებისთვის იყენებდნენ. ასევე, იქ, რაც ძალიან მომწონს, საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა. ისიც კი არ იციან, პრეზიდენტი ვინაა. ერთხელ, როდესაც ჩემს ერთ-ერთ წიგნს, „ნამასტეს“ ვწერდი, დამჭირდა იქაური პრეზიდენტის სახელი. სადაც ვცხოვრობდი, იმ სასტუმროს ნომრიდან ჩავირბინე პირველ სართულზე და სასტუმროს მეპატრონეს ვკითხე პრეზიდენტის სახელი, მან ვერ გაიხსენა, დაუძახა სხვას, ვერც იმან გაიხსენა. მერე მე მკითხეს, თქვენ პრეზიდენტს რა ჰქვიაო და ვერაფრით გავიხსენე მარგველაშვილის სახელი და გვარი. იქ, ეგეთ რაღაცეებზე არ ფიქრობ, სხვა სამყაროში, ნირვანაში ხარ და მერე ჩემი მეგობრის სახელი და გვარი მივამსგავსე და ვუთხარი, გოგლიკა მეძმარიაშვილია პრეზიდენტი-მეთქი. იქ უფრო სულიერი რაღაცეების განვითარებაზე ფიქრობენ – რას წერ, რას ხატავ და ასე შემდეგ.
– შენ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ბიძაშვილი ხარ. როგორი ურთიერთობა გაქვს მათთან?
– ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ჩემი ბიძაშვილია. რადგან მე ძირითადად ნეპალში ვარ, არ გვაქვს ხშირი ურთიერთობა, თორემ ისე ვნათესაობთ, რა თქმა უნდა. ორი წლის წინ მყავდა ეკატერინე ხვედელიძე ნეპალში, ნათესავებთან ერთად. ძალიან მოეწონა იქაურობა. ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგი პიროვნებაა. ეკრანზე უფრო სხვანაირი ჩანს, თორემ ძალიან თავმდაბალი და უბრალო ადამიანია.
– ნეპალში რომ დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, იქ იყავი და დარჩი კიდეც მიწისძვრის შემდეგ...
– ნეპალში მიწისძვრის დროს, ქართველების ჯგუფთან ერთდ ვიყავი ნაციონალურ ჯუნგლებში, რაც ექსკურსიის ნაწილია. ეს ადგილი მეფის რეზიდენცია იყო ერთ დროს. მეფემ თვითონ შექმნა იქ საპრეზიდენტო რეზიდენცია. მერე გადადგა და ახლა ჩვეულებრივი მოქალაქესავით ცხოვრობს. რომ დამანახვეს ქუჩაში მოსეირნე – ეს არის ჩვენი მეფეო, თვალებს არ ვუჯერებდი. კატმანდუ – ეს ისტორიული ქალაქი, შენობა-ნაგებობები, სულ მიწასთან გასწორდა. უამრავი ადამიანი შეიწირა. ოცი ათასი ადამიანი დაიღუპა, ერთი იმდენი დაშავდა, უამრავი კი ფსიქიკურად შეიშალა. ასი წლის განმავლობაში მიწისძვრა არ მომხდარა და პატარა ბავშვებივით იყვნენ დაბნეულნი და შეშინებულნი. არ იცოდნენ, რა ექნათ.  ბევრი გაიქცა, მე იქ დავრჩი, ხალხს ვეხმარებოდი. მერე მეორე მიწისძვრა მოხდა, რა დროსაც ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე ვიყავი მეგობრებთან ერთად. ოთხნი ვიყავით – ორი ქართველი, ერთი შოტლანდიელი გოგო და ერთი ნეპალელი ბიჭი.  ბიძგები რომ დაიწყო, აღარ ვიცოდით, რა გვექნა და ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს. ზემოდან ვხედავდი, როგორ ინგრეოდა და იშლებოდა შენობები ჩემ თვალწინ. ქართველმა ლოცვა აღავლინა, ნეპალელებმაც – თავიანთი ლოცვა, შოტლანდიელმა კი ვისკის ჩაავლო ხელი. ის შენობა შედარებით ახალი აშენებული იყო და იმიტომ გადაურჩა დანგრევას.
– შენთვის, ალბათ, როგორც მწერლისთვის, საინტერესო და შთამაგონებელი ადგილია თავისი თავგადასავლებით...
– წერაში ყველაზე მეტად ის ადგილი მეხმარება. იქ ყოველი დღე თავგადასავლებისაა, რასაც შემდეგ ჩემს ნაწარმოებებში ვიყენებ. ერთი ქუჩაა კატმანდუში „მანდალა სთრიით“ ჰქვია, სადაც  ბევრი ტურისტი დადის. უცხოელი  რომ ჩამოვა, იცის, რომ იქ უნდა მივიდეს, ვინმე ნაცნობი ტურისტის შესახვედრად ან გასაცნობად. მოკლედ, ტურისტების ბირჟაა. ერთხელ ამ ქუჩაზე კაფეში ვიყავი და ყავას ვსვამდი. იქ, ასევე, იჯდა ხანშიშესული ქალი, რომელსაც ევროპული გარეგნობა, ღია ფერის თვალები ჰქონდა და მთელი სახე ტატუებით დაფარული. გავიცანით ერთმანეთი და მითხრა, შვედეთიდან, სტოკჰოლმიდან ვარო. ალბათ, აქ პირველად არ ხართ-მეთქი. არა, 1986 წელს ვიყავი აქ პირველად. მაშინ ახალგაზრდაც ვიყავი და აქ გავიცანი ერთი ევროპელი ყმაწვილი – მშვენიერი დრო გავატარეთ ორი კვირაო. სადაც მე ვზივარ, აქ ვიჯექით ხოლმე და ყავას ვსვამდითო. მერე ის მთებში წავიდა, მე სამშობლოში დავბრუნდი და როცა ვშორდებოდით, შევპირდით ერთმანეთს, რომ ოდესმე ჩამოვიდოდით და ამ ადგილას ისევ შევხვდებოდით. მას შემდეგ უკვე ოცდამეათედ ჩამოვედი, იუბილე მაქვს, მაგრამ  ის არ მოდის და რა ვქნაო. მე არ მკითხა, სადაური ვიყავი. შენ იცი, შავი ზღვა სად არისო? – კი-მეთქი. მანდ არის ერთი პატარა ქვეყანა, საქართველო ჰქვიაო. ჩამოვჯექი... მერე? ჰოდა, ის ყმაწვილი საქართველოდან იყოო. ამოვიღე პასპორტი და მივეცი – აი, ნახე... მე ვარ და მოვედი-მეთქი. ქალმა ხელები დამიკოცნა, შენ ჯადო მომხსენი, მე აწი აქ არასდროს ჩამოვალო. საღამოს სასტუმროში რომ მივედი, ბევრი ვიტირე. მერე „ფეისბუქზე” დავწერე ეს ისტორია – ვინ იყო ამა და ამ წელს იქ. ყოველ წელს მოდის ქალი და ელოდება-მეთქი. შემოვიდნენ ძველი ალპინისტები – იქნებ მე ვიყავი, იქნებ მეო, წავიდა კამათი, მაგრამ ვერ გავარკვიეთ... ბევრიც დაიღუპა და ცოცხალი აღარ არის.
– ნეპალშიც  აქტიურად ცხოვრობ ალბათ, იქაც ბევრს დადიხარ და მოგზაურობ?
– ერთ ადგილას არ ვჩერდები. იქ მე თვითონ მოვიგონე დილის ვარჯიში... როცა ჯერ კიდევ არ ღვიძავს ქალაქს და თვალებს იფშვნეტს, ყურებში მუსიკით დავდივარ ქალაქში. ვინიშნავ ადგილებს და წრეს ვუვლი, ვიდრე არ ამოიწურება „ფლეილისტი“. ფეხით სიარული მიყვარს. მანქანის ტარება არ ვიცი და არც მაინტერესებს. ბუნებით ფეხით მოსიარულე ვარ. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ნეპალიდან გოამდე ჩავედით ფეხით. დაახლოებით იგივე მანძილია, რაც მოსკოვიდან თბილისამდე, ან თბილის-სტამბული. ბევრი რამ გადაგვხდა თავს, ხან ფეხით ვიარეთ, ხან ავტობუსით, მატარებლით. ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი ვნახეთ. შეგვხვდა ადგილები, სადაც ჯერ თეთრკანიანი არ უნახავთ. ინდოელი ბიჭები მგზავრობდნენ ჩვენთან ერთად და მეგობრულად გვირჩიეს, მუმბაის ცენტრში არ ჩავსულიყავით, რადგან 25-მილიონიანი ქალაქია და ცენტრში დაიკარგებითო. გარეუბანში ჩამოდით, საიდანაც მატარებელი პირდაპირ გოაში ჩაგიყვანთო. ჩვენც ჩამოვედით გარეუბანში. იმ დღეს მატარებელმა გაგვასწრო და იქ მოგვიწია ღამის გათენება. იქვე მდებარე სასტუმროში დავიძინეთ იმ ღამეს. მეორე დილით გამოვედით და რას ხედავს ჩვენი თვალები, როგორც ოთხმოციან წლებში პირველი ფერადკანიანები გამოჩნდნენ და ყველა მაგათ უყურებდა ქუჩებში, ისე ვართ, ოღონდ თეთრები. შევედით კაფეში და ეგრევე მოგვადგა ამ კაფეს დირექტორი, საკმაოდ წარმოსადეგი, ჰალსტუხიანი, გაბარიტებიანი ინდოელი. თუ შეიძლება, თქვენთან ფოტოს გადაღებაო. კი, ბატონო, რა პრობლემაა-მეთქი. ჩაგვიდგა შუაში და გადავიღეთ ფოტო. იმ დღესაც „გავმაზეთ” მატარებელი – მთელი ქალაქი ჩვენ გვიყურებს, საერთოდ ამოვარდნილი ვართ კონტექსტიდან, უცხოპლანეტელები ვართ. კიდევ ამ კაფეში შევედით და ვხედავ, ჩვენთან რომ საარჩევნო უზარმაზარი ბილბორდებია ქუჩებში, ჩვენი იმხელა პლაკატია გაკრული დირექტორთან ერთად. რა ხდება-მეთქი ვიკითხე და დირექტორმა ბოდიში მოგვიხადა, გვაპატიეთ, თქვენს უკითხავად გავაკარით, მაგრამ ამ კაფეში პირველად შემოვიდა თეთრკანიანიო. ერთხელ ბუდისტურ მონასტერში ვიყავით მე და ჩემი ორი ქართველი მეგობარი. იქაურმა ბერმა დაგვკიდა ყელზე ხუთფეროვანი დროშა. ხუთი ფერია პატარა შუშაში მოთავსებული და მის მერე ვატარებ. ეს ფერები აღნიშნავს სტიქიებს. ჩვენ ხომ ოთხი სტიქია გვაქვს, მათ ხუთი სტიქია აქვთ. ეს არასდროს მოიხსნა, თვითონ მოგძვრებაო. როდის-მეთქი და როდესაც შენი ყველაზე საუკეთესო სურვილი აგისრულდებაო. მერე, რომ გავიაზრე, კარგი რაღაც მითხრა, სულ კარგი რაღაცეები უნდა აკეთოო. უფრო და უფრო კარგ რამეებზე უნდა ვიფიქრო, ეს არ მომძვრება და ყოველთვის ჩავთვლი, რომ ჩემი საუკეთესო სურვილი ჯერ არ ამისრულებია.

скачать dle 11.3