კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოუწიათ გიორგი ცხადაძესა და სალომე ლემონჯავას საქორწინო მოგზაურობისას ღამის აეროპორტში გათენება და რის გამო ლანძღავენ „დუდუს შვილს“

ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი ცხადაძე, როგორც იცით, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” დუდუს შვილის, პაკოს როლს ასრულებს, რომელიც ახლა დაპატიმრებულია, რადგან მეგობარ ბიჭებთან ერთად, გოგონაზე იძალადა. საბედნიეროდ, სინამდვილეში, გიორგი საკუთარი პერსონაჟისგან რადიკალურად განსხვავდება. მსახიობი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. როგორია მისი სიყვარულის ისტორია და ოჯახური ცხოვრება, მისგან და მისი მეუღლისგან შეიტყობთ.
– გიორგი, გაგვაცანი მეუღლე.
– ჩემი მეუღლე სალომე ლემონჯავა, პროფესიით ჟურნალისტია.
სალომე: ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე არსებულ აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრში ვმუშაობ.
– შენი და გიორგის ურთიერთობა როგორ დაიწყო?
– ყველაფერი სკოლაში დაიწყო. ფაქტობრივად, ბავშვობის მეგობრები ვართ. გიორგი, როგორც მსახიობი, მე აღმოვაჩინე და ჩვენს სკოლაში არსებულ ხელოვნების სკოლაში მივიყვანე (იცინის). მასწავლებელს ვუთხარი, ძალიან კარგი ბავშვი გვყავს სკოლაში – კარგად მღერის, ცეკვავს, არაჩვეულებრივად კითხულობს ლექსებს და უნდა მიიღოთ-მეთქი. იცით, რატომ მოვიქეცი ასე? ყოველთვის მინდოდა გიორგის გაცნობა და შანსი გამოვიყენე (იცინის).
გიორგი: ეს იბრალებს, თორემ სინამდვილეში სხვაგვარად იყო. ეს ადამიანი პირველი დანახვისთანავე მომეწონა და ყველაფრის ინიციატორი მე ვიყავი.
სალომე: არა, გიორგის პატარაობიდან ვიცნობდი „ერისიონის” კლიპიდან და ყოველთვის მომწონდა. ძალიან გამიხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი სკოლელი იყო და მინდოდა, გამეცნო. თან ვხედავდი, რომ ძალიან ბევრ გოგოს მოსწონდა და მე დიპლომატიური გზა მოვნახე მის გასაცნობად (იცინის). 
გიორგი: მახსოვს, უცებ კლასის კარი გაიღო და სალომე შემოვიდა, როგორც ახლა, მაშინაც ძალიან ლამაზი იყო. პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე. მერე, ისეთ კარგ გარემოში გვიწევდა შეხვედრები, რომ რთული იყო, გრძნობა არ გაგვჩენოდა. გამოვხატავდი კიდეც ჩემს ბავშვურ სიყვარულს და ეს მპასუხობდა: არა, გიორგი, მე მეგობრულად მიყვარხარო და მაშინ ვუწყებდი მტკიცებას – არა, მე როგორც გოგო, ისე მიყვარხარ-მეთქი. რადგან ხელოვნების წრეში ვტრიალებდით, მინდოდა, ჩემი სიყვარული ორიგინალურად გამომეხატა და ვუთხარი, მე შენ ლექსებს გიწერ-მეთქი. არადა, ცხოვრებაში ერთი ლექსი არ დამიწერია. მიმქონდა „მიძღვნილი ლექსები” და ვეუბნებოდი, სხვას არ წააკითხო, ეს ძალიან ინტიმურია-მეთქი (იცინის).
სალომე: მეც ვპირდებოდი, რომ არავის წავაკითხებდი. მაგრამ, ბიჭმა ლექსი დამიწერა და როგორ გამიძლებდა გული, რომ ეს დაქალებისთვის არ მეთქვა?! აბსოლუტურად ყველას ვაჩვენე და შევინახე (იცინის). წლების შემდეგ, ერთხელაც ოთარ ჭილაძის ლექსები ავიღე წასაკითხად. ვკითხულობდი და მიკვირდა, რატომ მეცნობოდა ასე ძალიან ეს ლექსები. ასე აღმოვაჩინე, რომ გიორგის მოძღვნილი ყველა ლექსი ოთარ ჭილაძის დაწერილი ყოფილა (იცინის). მერე, როცა უნივერსიტეტებში ჩავაბარეთ, ცოტა ჩამოვშორდით ერთმანეთს. თუმცა, ურთიერთობას მაინც არ ვწყვეტდით, რადგან ფლირტი ყოველთვის გვქონდა. მახსოვს, ძალიან დიდი ხნის უნახავი, შემთხვევით რუსთაველზე შემხვდა. იმდენად გაზრდილი და გასიმპათიურებული იყო, ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, ახლა უფრო სერიოზულად ხომ არ შემეხედა-მეთქი. მერე ყველაფერი ძალიან ბუნებრივად განვითარდა. ოღონდ, თუ ბავშვობაში თვითონ მიმტკიცებდა სიყვარულს, უნივერსიტეტის პერიოდში მე ვიაქტიურე და პირველი ნაბიჯი გადავდგი – ვუთხარი, რომ მომწონდა (იცინის).
გიორგი: არა, ეგრე არ ყოფილა. ამაზე სულ კამათი გვაქვს და ახლა აზრი არ აქვს მტკიცებას. მოკლედ, სამწელიწად-ნახევარი შეყვარებულები ვიყავით და მერე დავქორწინდით. თანაცხოვრებამ უკეთესობისკენ შეცვალა ჩვენი ურთიერთობა. შეყვარებულობისას ქუჩაში შეხვედრები, ტელეფონით ურთიერთობა და მსგავსი რამეები ცოტა რთულია. ახლა ყოველ დილას ერთად ვიწყებთ და ყველა დღეს ერთად ვამთავრებთ. ყველაზე ბედნიერ წუთებს ერთად ვატარებთ. 
სალომე: ჩვენ ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ შეყვარებულები ვიყავით. მაგრამ, მამასთან იმდენად რთული იყო ამაზე საუბარი, რომ თავს ვარიდებდით. მან იცოდა, კარგი მეგობრები ვიყავით, მაგრამ სინამდვილეში, ალბათ, ხვდებოდა, რომ ამაზე მეტი იყო.
– ქორწინების შემდეგ ისევ ანებივრებთ ერთმანეთს?
სალომე: პირველ დაბადების დღეზე რომანტიკული ვახშამი მომიწყო – ღია ცის ქვეშ, მისი მეგობრები ოფიციალურად ოფიციანტის ფორმებში გამოწყობილები გვემსახურებოდნენ. ძალიან რომანტიკული და სიურპრიზებით სავსე საღამო გამოვიდა. რამდენიმე დღის წინ მთელი სახლი პატარა სტიკერებით მორთული დამხვდა. ზედ სახალისო წარწერები იყო და თითოეულის უკან საჩუქარი მხვდებოდა. ცოტა ხნის წინ, ჩვენი ფოტოები დაბეჭდა და მთელ სახლში მიმოფანტა. მოკლედ, ამ თვალსაზრისით, ქორწინების შემდეგ არაფერი შეცვლილა.
გიორგი: სალომე ძირითადად ისეთ სიურპრიზს მიკეთებს, რაც ყველაზე ძალიან მახარებს – სახლს ალაგებს ხოლმე (იცინის). ძალიან მიყვარს, როცა ყველა ნივთი თავის ადგილას დევს და ესეც ცდილობს, ყველაფერი წესრიგში იყოს. მეორე ყველაზე დიდი სიურპრიზია – გემრიელი საუზმე დილით. შეიძლება, უბრალოდ, ერბოკვერცხი შეწვას, მაგრამ ყველაფერი იმდენად გემრიელი გამოსდის, თან ისე ლამაზად ფუთავს, რომ ერთი სიამოვნებაა მისი მომზადებული საუზმე. ჰოდა, კიდევ ტანსაცმლით მანებივრებს. ჩემი პირადი დიზაინერი გახდა (იცინის). მიმაჩნია, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი გემოვნება აქვს და ვენდობი.
სალომე: სხვათა შორის, ქორწინებამდე ძალიან მოულოდნელი იყო ჩემი ხელის თხოვნა. გიორგიმ ეს ჩემს დაბადების დღეზე გააკეთა და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის შეყვარებულები ვიყავით, ძალიან გამიკვირდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი რამ არ მოხდებოდა და პირდაპირ ოფიციალურად დავინიშნებოდით. მოულოდნელად, კუს ტბაზე, ძალიან ლამაზ გარემოში, სადაც ყველა სპეციალურ მაისურებში იყო გამოწყობილი. სანთლების გარემოცვაში კი, ჩვენი მეგობარი ანდრია გველესიანი გიტარაზე უკრავდა და მღეროდა, როცა გიორგიმ დაიჩოქა და ხელი მთხოვა. საოცრად სასიამოვნო მომენტი იყო.     
გიორგი: მე „ერისიონში” ვცეკვავდი და ძალიან ხშირად დავდიოდით საფრანგეთში, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ პარიზში წასვლა. ჩავედით და მე, პარიზს მონატრებული, ყველაფერს ვათვალიერებინებდი სალომეს. ბავშვობის მოგონებები გამახსენდა და სად არ წავიყვანე. წამოსვლის დღეს, ისევ ვსეირნობდით და უცებ საათს რომ დავხედეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ფრენამდე ერთი საათი იყო დარჩენილი. მოკლედ, რეისზე დაგვაგვიანდა და სამწუხაროდ, ერთი ღამე აეროპორტში გავათენეთ. ეს დღე მწარედ გვახსოვს (იცინის).
– გიორგი, ბოლოს მითხარი, სერიალში ისევ იქნება შენი პერსონაჟი?
– სერიალში გამოვჩნდი და ჯერჯერობით ისევ ციხეში ვარ. არ ვიცი, რა და როგორ მოხდება. მაგრამ, იმედია, ციხიდან გამოვალ და  იმ დანაშაულს გამოვასწორებ, რის გამოც მთელი საქართველო მეჩხუბება და საგინებელ ტექსტებს მწერს – ეს როგორ ჩაიდინეო. იმედი მაქვს, გაიგებენ, რომ ის პერსონაჟია და სინამდვილეში მე არაფერი ჩამიდენია. რაც შეეხება თეატრს, რეჟისორმა ირაკლი გოგიამ დადგა „სტუმარ-მასპინძელი”, რომელშიც მე ჩემი ერთ-ერთ საოცნებო, ჯოყოლას როლი ვითამაშე და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ახლა ჩვეული აქტიურობით ვაგრძელებთ სხვა სპექტაკლებზე მუშაობასაც.
– სალომე, შენ როგორ აფასებ მის გმირს სერიალში? იქ, ცუდი ბიჭია, მეგობრებთან ერთად გოგოზე იძალადა და მთელი საქართველო ლანძღავს. როლიდან გამომდინარე, შენც ხომ არ გეუბნებიან ნაცნობები, ცუდი ქმარი გყავსო?
– რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მისი გმირის საქციელი არასწორია. თუმცა, ვფიქრობ, მისი ცხოვრების წესიდან და განებივრებული აღზრდიდან გამომდინარე, მისგან გასაკვირი არაა ასეთი საქციელი. ბევრ რამეზე რომ დაგაფიქრებს, ისეთი როლი აქვს. ძალიან ხშირად მეკითხებიან, მართლა ასეთია სინამდვილეში? ცხოვრებაშიც ისეთი უჟმურია, როგორიც სერიალშიო – მაგრამ, საბედნიეროდ, გიორგი ძალიან განსხვავდება საკუთარი პერსონაჟისგან.

скачать dle 11.3