კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდოდა თამარ მეფეს კათალიკოსის გადაყენება

1178 წელს მცხეთის კათალიკოსი და საქართველოს პატრიარქი ნიკოლოზ პირველი გულაბერისძე გადადგა და იერუსალიმს გაემგზავდა. მეფე გიორგი მესამემ კათალიკოსად დანიშნა მიქელ (მიქაელ) მირიანისძე.
იმავე წელს მეფემ თანამოსაყდრედ აკურთხებინა თავისი უფროსი ასული, თამარი.
ექვს წელიწადში გარდაიცვალა გიორგი მეფე და სახელმწიფოს მეთაური გახდა ქალი.  მეფე გიორგიმ ვერ მოასწრო გაეთხოვებინა თამარი, დაეყენებინა მის გვერდით ვინმე, ვინც მხარში ამოუდგებოდა და დაეხმარებოდა. ეტყობა, მოულოდნელად გარდაიცვალა.
საერო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობაზე იყო ანტონი გლონისთავისძე, ჭყონდიდის ეპისკოპოსი. მას ეკავა მწიგნობართუხუცესის სახელო.
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, სავაზიროს (მთავრობის) მეთაურს, ევალებოდა კონტროლი ყველა სხვა ვაზირისა და სახელოს საქმიანობაზე. უძღვებოდა სავაზიროს სხდომებს. მეფესთან ერთად იხილავდა ომისა და მშვიდობის საკითხებს.  ხელმძღვანელობდა უფლისწულის აღზრდასაც,  მის ხელში იყო უმაღლესი სასამართლო უწყება, „სააჯო კარი“.
მამასთან თანამეფობის პერიოდში დიდი გამოცდილება დაუგროვდა თამარს, ნიჭიერიც იყო, მაგრამ, თავიდან, ამხელა სახელწიფოს მარტო მართვა ახალგაზრდა ქალისათვის მაინც ძნელი იქნებოდა. მისი სქესის გამო ზოგიერთი სერიოზულად არ აღიქვამდა და მიიჩნევდა, რომ ქალს, თანაც ახალგაზრდას, არ შეეძლო სახელმწიფოს მეთაურობა. ზოგი მისი ახალგაზრდობით ეცდებოდა, ესარგებლა და თავისი გავლენა გაეძლიერებინა.
ჯერ არ ჰქონდა დალაგებული სახელწიფო თამარს, ჯერ კიდევ არ იცნობდნენ მას კარგად.
გიორგი მეფის დაკრძალვიდან ცოტა ხანში, დიდებულებმა თამარს მოსთხოვეს, მეორედ კურთხეულიყო მეფედ. ამით უნდოდათ, ეჩვენებინათ თამარისთვის, რომ მისი ხელისუფლების წყარო ისინი, დიდგვაროვანნი იყვნენ.
სხვა გზა არ ჰქონდა დაობლებულ თამარს და დასთანხმდა.
შემდეგ დიდი არისტოკრატიული საგვარეულოების წარმომადგენლებმა მოსთხოვეს ახალგაზრდა მეფეთ-მეფეს „უგვარო“ ადამიანების გაშვება სამეფო დარბაზიდან და სავაზიროდან. თამარი დასთანხმდა, რათა არეულობა აეცილებინა სამეფოსთვის. ერთბაშად გათავისუფლდა  სამი დიდი თანამდებობა – ამირსპასალარის, მანდატურთუხუცესისა და მსახურთუხუცესის. ამ თანამდებობათა გამო დიდებულები ერთმანეთს ეცილებოდნენ.
შემდეგ იყო ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა (ასეთი თანმიმდევრობით გვიამბობს „ისტორიანისა და აზმანის“ ავტორი). თამარ მეფემ მოახერხა და შეძლო ყუთლუ-არსლანისა და მისი მომხრეების განეიტრალება და ხელისუფლება შეინარჩუნა. თუმცა, მოუწია, დაეთმო დიდებულებისთვის. ამიერიდან მეფის ბრძანებები გამოდიოდა „თანადგომითა და ერთნებაობითა შვიდთავე სამეფოთა დიდებულთა“, რაც მეფის ხელისუფლების შეზღუდვას ნიშნავდა.
შემდეგ თამარი გაათხოვეს იური ბოგოლუბსკიზე (გიორგი რუსზე) ისე, რომ არც კი გაუცვნიათ რუსის პიროვნება ჯეროვნად და არც შეუსწავლიათ სასიძოს ხასიათი. ორწელიწად-ნახევარში თამარმა გააძევა გიორგი რუსი, რომელმაც გამოავლინა ველური (სკვითური) ხასიათი.
ამავე პერიოდში მომხდარა ერთი არასასიამოვნო მოვლენაც, რაც მეტყველებს, რომ სახელმწიფოში კრიზისი იყო.
თამარის გამეფების პირველსავე წელს მიქელ მირიანისძემ ჩამოართვა მწიგნობართუხუცესობა და ჭყონდიდელობა ანტონი გლონისთავისძეს და თვითონ ჩაიბარა. როგორც თამარის ერთ-ერთი მემატიანე  წერს, ბასილი ეზოსმოძღვარი - „მოძმაცვით“, ვითომ მეფეს უნდოდა ასე, სინამდვილეში ასე არ იყოო. მიქაელ კათალიკოსს ხელში აუღია სამთავისისა და აწყურის ეპარქიების მართვაც.
კათალიკოსი მიქაელ მირიანისძე, შეიძლება, მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოსთვის ასე უფრო უკეთესი იქნებოდა და მისი ავტორიტეტი სჭირდებოდა სავაზიროს. მაინცდამაინც ნუ ვიფიქრებთ, რომ ის ამბიციებით შეპყრობილი პიროვნება იყო. ანტონი გლონისთავისძე ეპისკოპოსი იყო და საეკლესიო იერარქიაში ემორჩილებოდა კათალიკოსს. ანტონი თავმდაბალი და საეკლესიო კანონების მიხედვით, კათალიკოსის მორჩილი პიროვნება გახლდათ. შესაძლოა, ამიტომ დაუთმო პატრიარქს. თუმცა, ქვეყნისთვის უფრო ეფექტური იქნებოდა, მთავრობის მეთაური ყოფილიყო ეპისკოპოსი, ეკლესიის წარმომადგენელი და არა, ეკლესიის პირველი პირი – კათალიკოსი, რადგან, ამგვარად კათალიკოსის ხელში კონცენტრირდა დიდი საერო ხელისუფლებაც. რაც საერო და სასულიერო ხელისუფლების დანაწილებისთვის არასასურველი და მეფისთვის მიუღებელი იყო, რადგან მისი ძალაუფლება სუსტდებოდა. თანაც, კათალიკოსი თავისუფალი უნდა ყოფილიყო საერო საქმიანობისგან. კათალიკოსმა გადააჭარბა.
მეფეს სურდა, ხელში აეღო ძალაუფლება, რაც სრულიად ბუნებრივია. მას ვალდებულება ჰქონდა ღვთისგან, ასე ითვლებოდა იმ დროს, პირადად ემართა ქვეყანა. ბასილი ეზოსმოძღვრის თქმით, თამარი შეეცადა, ეკლესიაში წესრიგი დაემყარებინა და მიქაელი კათალიკოსობიდან გადაეყენებინა, რაც თავისთავად, გამოათავისუფლებდა მწიგნობართუხუცესის თანამდებობას. ამ მიზნით, პალესტინიდან ჩამოიყვანა ყოფილი პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერისძე.
დაინიშნა საეკლესიო კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ნიკოლოზ გულაბერისძე და ანტონ ქუთათელი, საღირისძეთა უძლიერესი საგვარეულოს წარმომადგენელი – „დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყვით“. კრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის ორივე საკათალიკოსოს, აფხაზეთისა და ქართლის ეპისკოპოსები, ბერები და მონაზვნები, მეუდაბნოენი, საღვთო სჯულის მეცნიერნი.
ყოველ მათგანს დიდი პატივისცემით შეეგება თამარი, მოიკითხა, დასვა განკუთვნილ ადგილას. თვითონაც მათ შორის დაჯდა, არა სამეფოდ გამორჩეულ ადგილზე, და მიმართა:
„ჰოი წმიდა მამებო, თქვენ ღვთის მიერ დადგენილნი ხართ ჩვენს მოძღვრებად და წმიდა ეკლესიის მმართველებად. გამოიძიეთ ყოველივე, დაამტკიცეთ მართალი და განაძევეთ გულარძნილი. დაიწყეთ ჩემგან, რადგან ეს შარავანდი მეფობისგან არის და არა ღვთის მბრძოლობისგან.
ნუ დახუჭავთ თვალს მთავართა სიმდიდრის გამო, ნურც გლახაკებს უგულებელჰყოფთ მათი სიღარიბის გამო.
თქუენ სიტყვით, ხოლო მე საქმით, ხელი მივყოთ საღმრთო სჯულის შეუგინებლად დაცვას, რათა მერე მწარედ არ ვზღოთ, თქვენ, როგორც მღვდლებმა, მე, როგორც მეფემ“...
წმიდა მამები მადლობდნენ ღმერთს, რომ ასეთი ბრძენი იყო მათი ახალგაზრდა ხელმწიფე.
კრების წინამძღოლებმა, ნიკოლოზ გულაბერისძემ და ანტონ საღირისძემ და წმიდა ადამიანთა კრებულმა არ ინებეს კრებას დასწრებოდა ქართლის კათალიკოსი, რომელმაც, ბასილი ეზოსმოძღვრის თქმით, ეკლესიაში დადგენილი წესები დაარღვია და რომელსაც „მოევერაგებინა“ ჭყონდიდელ-მაწყვერელობა და მწიგნობართუხუცესობა. მაგრამ, ვერ მოახერხეს მისი გადაყენება, ვერც კათალიკოსობიდან და ვერც მწიგნობართუხუცესობა და ჭყონდიდელობა ჩამოართვეს. თუმცა, უღირსი ეპისკოპოსები შეცვალეს ღირსეულებით და გამართეს საეკლესიო ცხოვრება.
როგორც ჩანს, სამღვდელოების დიდი ნაწილი არ უჭერდა მხარს ასეთ მკვეთრ ნაბიჯს – კათალიკოსის გადაყენებას. ვაზირის გადაყენება ან შეცვლა მეფის პრეროგატივა იყო, მაგრამ, თამარ მეფეს ჯერ მართვის სადავეები ხელში ვერ აეღო, ახალი გამეფებული იყო და ჯერ  ვერ მოესწრო გამოევლინა თავისი კეთილშობილური თვისებები, სიბრძნე, მართვის უნარი. ჯერ არ შეჰყვარებოდათ ის ქართველებს უდიდესი სიყვარულით.
რამდენიმე წელში გარდაიცვალა ქართლის კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი მიქაელ მირიანისძე. ბასილი ეზოსმოძღვარის სიტყვით: არავინ იგლოვა, რადგან არავის უყვარდა. მოკვდა ამირსპასალარი გამრეკელი და ყველამ იგლოვაო მისი გარდაცვალება.
იმ მოვლენებზე დეტალური ცნობები არ გვაქვს. ამიტომ, კათალიკოსის მთლად უარყოფით პიროვნებად წარმოდგენა არ იქნებოდა გამართლებული. შესაძლოა, მემატიანესა (ანუ მეფეს) და კათალიკოსს, სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს, სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიები ჰქონდათ და განსხვავებულად წარმოიდგენდნენ სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის გზებს. თამარის მეორე ისტორიკოსი, „აზმანის“ ავტორი ამ ვითარებაზე არაფერს გვეუბნება. მართალია, ბასილი ეზოსმოძღვარი სანდო მემატიანეა, მაგრამ, საქმის ვითარება ბოლომდე მაინც გაურკვეველია. ძალიან უარყოფითი პიროვნება რომ ყოფილიყო კათალიკოსი, წმიდა მამათა კრება გადააყენებდა.
მეფემ ისევ ანტონ გლონისთავისძე მოიწვია ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად – „კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ“,  რომელიც გარეჯში მოღვაწეობდა იმ დროს. მას ჩააბარა სავაზირო, ასევე, მეუღლე, დავით სოსლანი და არმია, რადგან არმიის საქმეებიც ამ სავაზიროს კონტროლის ქვეშ იყო.
დაალაგა სახელწმიფო თამარმა.

скачать dle 11.3