კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწორი კვებით დაიკელით ზედმეტი კილოგრამები 3 დღეში

გთავაზობთ, წონის სწრაფად დაკლების რამდენიმე რჩევას, რომელიც 3 დღის განმავლობაში  უნდა დაიცვათ. მაგრამ, აუცილებელია, ჩამოთვლილი წესებიდან არ გადაუხვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვანაირადაა აგებული და მისი ათვისება არ შეუძლია.
მოკლედ, 3 დღის განმავლობაში დაიცავით ეს წესები:
* არ მიიღოთ შაქარი და რაც შეიძლება, ბევრი სითხე დალიეთ დღის განმავლობაში. მაგალითად, დალიეთ უშაქრო ჩაი, მოერიდეთ ყავას.
* ამოიღეთ კვების რაციონიდან ნახშირწყლების ყველა ტრადიციული წყარო: პური, ნამცხვრები, ნაყინი, გაზიანი სასმელები, შვრიის ფაფა, ბრინჯი, ცომეული, შოკოლადი, სასუსნავები და ასე შემდეგ.
* თავი აარიდეთ მარილს, რადგან მიღებული სითხის რაოდენობა მარილების დაშლას მოხმარდება და არა ზედმეტი ცხიმების დაშლას.
* კარგი იქნება, მიიღოთ რძის ნაწარმი, რომელიც კუჭის მოქმედებას უწყობს ხელს.
* შეეცადეთ, ნახშირწყლები ძირითადად ბოსტნეულიდან მიიღოთ.
* ჭამეთ, რაც შეიძლება, ბევრი ხილი.
* თუ დღის განმავლობაში ჭამთ სამჯერ, შეეცადეთ, ეს საკვები ისე გაანაწილოთ, რომ დღეში 4-5-ჯერ ჭამოთ, მაგრამ ცოტა რაოდენობით. ასე თქვენ ორგანიზმს საკვების გადამუშავებას გაუადვილებთ.
* აუცილებელია, მიიღოთ  ორგანიზმისთვის  საჭირო ცილები და ცხიმები. მიირთვით ცოტა რაოდენობით ხორცი, კვერცხი და ყველა სახის თევზი.
რა თქმა უნდა, მარტო ამ წესების დაცვა ვერ დაგაკლებინებთ წონას თუ არ ივარჯიშეთ დღეში 15 წუთი მაინც. ძირითადი დატვირთვა მუცლის პრესზე გააკეთეთ. ვარჯიში სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
აქვე, გთავაზობთ ცხრილს წონის მიხედვით, თუ რამდენი ლიტრი სუფთა წყალი უნდა დალიოთ 3 დღის განმავლობაში:
ამ დიეტის დაცვა გრძელდება სამი დღე და დაგეხმარებათ მოიშოროთ ხუთი ზედმეტი კილოგრამი. არ არის რეკომენდებული, თუ რაიმე დაავადება გაწუხებთ. სხვა შემთხვევაში, დაიცავით ეს დიეტა ზუსტად და შიმშილის გარეშე, აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.

скачать dle 11.3