კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #44

კითხვა: ვარ 17 წლის. მაქვს ცხიმიანი კანი,  ფორები და ცხვირზე შავი წერტილები. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე კრემი ან ნიღაბი, რომ მათი მოცილება და ფორების ამოვსება შევძლო.
პასუხი:  ცხიმიან კანს უფრო ფართო ფორები აქვს, ვიდრე მშრალ კანს, მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება „შავი წერტილები,” ანუ კომედონები. თუ ცხიმიან სახეზე შავი წერტილები და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია, მარილიანი პროცედურები. კერძოდ, დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილი მარილი და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლის ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობს ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ, სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 სუფრის კოვზი, რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა, წაისვით სახესა და კისერზე და როცა შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
კითხვა: ცივ სეზონზე, ტუჩისთვის რომელი ჯობია – ჰიგიენური პომადა თუ ბალზამი? რომელი უფრო დაიცავს ტუჩებს დასკდომისგან?
პასუხი: უნდა გამოიყენოთ ჰიგიენური პომადა ან სპეციალური ბალზამი არომატიზატორების გარეშე, პომადის ქვეშ.
კითხვა: იქნებ მითხრათ, რისთვისაა კარგი თალგამის ზეთი? მითხრეს, რომ თმას ბზინვარებას ანიჭებს. როგორ გამოვიყენო?
პასუხი: თალგამის ზეთის გამოყენება სასურველია და ეფექტური მათთვის, ვისაც მშრალი თმა აქვს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს თმის ზრდას, მატებს მას ბზინვარებას. თალგამის ზეთის გამოყენების წინ, დაიბანეთ თავი თბილი წყლით და შეიშრეთ პირსახოცით. შეიზილეთ თალგამის ზეთი თმის ძირებში 15 წუთის განმავლობაში. ერიდეთ უხეშ მოძრაობას. ეს დააზიანებს თქვენს თმას. შემდეგ თანაბრად გადაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და დაიფარეთ შხაპის ქუდი. ერთი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თავი. გამოიყენეთ შამპუნიც და ბალზამიც. თალგამის ზეთი უნდა შეიზილოთ კვირაში 1-2-ჯერ.

скачать dle 11.3