კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევასრულოთ დედამიწაზე ჩვენი კოსმიური მისია, ვიყოთ წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი

თუ გსურთ, დედამიწაზე თქვენი კოსმიური მისია შეასრულოთ, იყოთ წარმატებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი, ამისთვის საჭიროა, პირად ჰოროსკოპში დააკვირდეთ – პლანეტათა უმეტესობა რომელ ზოდიაქოშია. ამით განსაზღვრავთ, რა პროფესიაა თქვენთვის უფრო მისაღები და წარმატების მომტანი. შესაბამის პროფესიებში კი, ადვილად, ნაკლები პრობლემებისა და ბარიერების გარეშე გამოავლენთ საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს.
ვერძი – წარმატებულია ყველა პროფესია, რაც კი საქმის დაწყებასთან არის დაკავშირებული. ასევე: სამსახური სამართალდამცავ ორგანოებში, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, სპორტი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და მძღოლობა.
კურო – მისაღებია და წარმატების მომტანი საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ასევე, ხელოვნება, რეჟისურა, სამსახიობო, საესტრადო დარგი, კომენტატორობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, საიუველირო საქმე, დიზაინი, პარფიუმერიული ბიზნესი ან შემოქმედება და ბუნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარგი.
ტყუპები – მომგებიანი და წარმატებულია ყველა სფერო, რაც გადაადგილებებს უკავშირდება. პროფესიებიდან კი კარგია ხელოვნების ფართო სპექტრი, ადვოკატურა, ნოტარიუსი, სავაჭრო და კომერციული სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, მდივნის, კურიერის თანამდებობა, ორატორობა, ფილოსოფია.
კირჩხიბი – უკეთესია, პროფესიად აირჩიოთ ყველა ის საქმე, რაც ნებისმიერი სითხის წარმოების ბიზნესს უკავშირდება, ასევე, მედიცინის ფართო სპექტრი, ისტორია, ხელოვნების სფერო და მეზღვაურობა.
ლომი – წარმატებას მოგიტანთ ისეთი პროფესია, სადაც საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას შეძლებთ. ასევე, კარგად გაართმევთ თავს ხელმძღვანელის პოსტს, შემოქმედებით სამუშაოს, საბანკო, ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობას, ოქრომჭედლის, მხატვრის, რეჟისორის, მსახიობის, შოუმენისა და მზარეულის პროფესიებს.
ქალწული – კარგია ყველა ის საქმე, რაც ანალიზსა და ანგარიშს ითხოვს. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები კარგი მასწავლებლები, ჟურნალისტები, ეკონომისტები, ბუღალტრები, დიეტოლოგები, პოლიგლოტები და იუველირები არიან.
სასწორი – წარმატებულები არიან ყველა სფეროში, რაც ხელოვნებასა და დიზაინს უკავშირდება. მათგან საუკეთესო მუსიკოსები, მომღერლები, მსახიობები, რეჟისორები, იურისტები, ელჩები, შუამავლები და ნოტარიუსები დგებიან.
მორიელი – კარგი ქირურგები, სამხედრო პირები, ასტროლოგები, ასტრონომები, ოკულტისტები, ფიზიკოსები, ფარმაცევტები, სტილისტები, ოქრომჭედლები, ბიზნესმენები და მექანიკოსები დგებიან. ამ პროფესიის არჩევით, ბარიერებს ადვილად გადალახავთ და მეტ წარმატებასაც მიაღწევთ.
მშვილდოსანი – კარგია და ცხოვრებაში წარმატების მომტანი საგამომცემლო ინდუსტრია, უცხოეთთან საქმიანი კონტაქტები, სამართალდამცავი ორგანოები, იურისპრუდენცია, პოლიტოლოგია, თეოლოგია, პოლიგლოტობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება.
თხის რქა – მისაღებია პოლიტიკის ფართო სპექტრი, მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში მოღვაწეობა, მანქანათმშენებლობა.
მერწყული – წარმატების მომტანია ყველა ის პროფესია, რომელიც ცხოვრების ჰუმანურ მხარეს უკავშირდება. ასევე, კარგია საგამომძიებლო სფერო, ფსიქოლოგია, ასტრონომია, ასტროლოგია, რეჟისურა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში მრჩევლის პოსტი.
თევზები –  ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები კარგი სასულიერო პირები, ქიმიკოსები, ფსიქიატრები, კომპოზიტორები, ჰიპნოზიორები, ექიმები, ჟურნალისტები, ქველმოქმედები არიან.

скачать dle 11.3