კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ უწოდებდა სტალინი ტრუმენს „მთვრალ ინდაურს“

სტალინის სიმტკიცესა და გამძლეობაზე არაერთი წიგნი და სტატია დაწერილა, რომლებშიც ავტორებს განსაცვიფრებელი ფაქტები მოჰყავთ საბჭოთა ბელადზე. ეს კი უფრო ნათლად ადასტურებს ამ ადამიანის (სტალინის) მრავალმხრივ ფენომენალურობასა და მიზანსწრაფვას... პროფესორი მიხეილ პოპოროტნიკოვი წერს: „სტალინი იმდენად იდეური იყო, რომ მუშაობის დროს, თავისუფლად შეეძლო სამი-ოთხი ღამის გათენება. უძილოს, საჭმლის გარეშე და, თან, არაფერი შეტყობოდა. მისი „მთავარი საკვები“ თუთუნი იყო, რომელსაც განუწყვეტლივ ეწეოდა, ძირითადად ჩიბუხით, ზოგჯერ კი პაპიროს „გერცეგოვინა ფლორის“ აბოლებდა და ამის გამო საბჭოთა ბელადის ტანსაცმელს თამბაქოს სუნი ასდიოდა. სტალინს ჩამოყალიბებული, წინასწარ გაწერილი სამუშაო გრაფიკი არასდროს ჰქონია და მუშაობდა იმდენს, რამდენსაც საქმე მოითხოვდა. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, დაძაბული, სკურპულოზური მუშაობისას ბელადის პარტნიორებს გადაღლილობისგან ჩასძინებიათ...  ასე მოხდა პოტსდამის კონფერენციის დროსაც, რასაც იმჟამინდელი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ მოლოტოვი ასე იხსენებს: „სხვადასხვა განსახილველ საკითხს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გაწელილი, საოკუპაციო ზონების საზღვრების დადგენა იყო. სტალინი გოჯსაც კი არ უთმობდა ჩერჩილსა და ტრუმენს –  ოკუპირებული გერმანიის მიწის თითოეული სანტიმეტრისთვის ისე იბრძოდა, თითქოს საბჭოთა ტერიტორია ყოფილიყო. თორმეტსაათიანმა განხილვამ, რომლის დროსაც მხოლოდ ერთხელ გამოცხადდა ერთსაათიანი შესვენება, კონსენსუსამდე ვერ მიგვიყვანა. არა და საკითხი სასწრაფოდ გადაწყეტას მოითხოვდა. სტალინმა პარტნიორებს საკითხის ვიწრო წრეში განხილვა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. ამიტომ, უფრო პატარა ოთახში გადავინაცვლეთ. ჩვენი მხრიდან სტალინი და მე ვიყავით, ანგლო-ამერიკულიდან კი – ჩერჩილი და მისი საგარეო მინისტრი; ასევე, ტრუმენი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ოთახში რომ შევდიოდით (ჩვენ ბოლოს შევედით), სტალინმა გადმომიჩურჩულა:
– შეხედე ტრუმენს, ისეა დაღლილი და არაქათგამოცლილი, მთვრალ ინდაურს წააგავსო...
სტალინი მეტოქეების სისუსტეებს უბადლოდ და უშეცდომოდ არტყამდა სუსტ წერტილებში. ტრუმენისგან განსხვავებით, ბრიტანელი პრემიერი – ჩერჩილი უფრო მხნედ გამოიყურებოდა, სტალინს კი, აბსოლუტურად არაფერი ეტყობოდა. განხილვა რომ განახლდა, სტალინმა ენერგიულად „შეუტია“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ტრუმენი ისე დაღალა, უფრო სწორად კი, გამოაშტერა, რომ მას პირდაპირ სავარძელში ჩაეძინა და მსუბუქი ხვრინვაც კი ამოუშვა... ჩერჩილს ჯერ შეშფოთება აღებეჭდა სახეზე და ამერიკის პრეზიდენტის გაღვიძება დააპირა, მაგრამ სტალინმა გააჩერა და უთხრა:
– ჯობია, იძინოს, მსოფლიოს ბედის გადაწყვეტა ძილ-ბურანში არ ივარგებსო...
მიუხედავად იმისა, რომ ტრუმენი ჩერჩილსა და სტალინზე ბევრად ახალგაზრდა იყო, მათ საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა გამძლეობასა და გამოცდილებაში. სანამ პრეზიდენტს ეძინა, ჩერჩილმა და სტალინმა გააბოლეს და არაპოლიტიკურ საუბარს შეჰყვნენ. ნახევარი საათის შემდეგ კი, გაკვამლულ ტრუმენს ძილში ხველა აუტყდა და თვალები გაახილა. წამოდგა, მოიბოდიშა და უკომენტაროდ დატოვა მოლაპარაკება. ჩვენს რეზიდენციაში რომ ვბრუნდებოდით, მანქანაში სტალინმა მითხრა:
– „მთვრალი ინდაური” (ტრუმენი) ახლა, ალბათ, თბილ ლოგინში წევს და მეცხრე სიზმარს ხედავს. ასეთი მებრძოლები რომ გვყოლოდა, არამც თუ ჰიტლერს ვერ დავამარცხებდით და რევოლუციას ვერ მოვახდენდით, ბოთლის საცობებსაც კი ვერ გამოვუშვებდითო...
იმ დღის შემდეგ, ლაპარაკი ტრუმენზე რომ ჩამოვარდებოდა, სტალინს ულვაშებში ეღიმებოდა და ამერიკის პრეზიდენტს ჩემთან „მთვრალ ინდაურად“ მოიხსენიებდა ხოლმე...“
არანაკლებ საინტერესო და საგულისხმო ისტორიას ყვება თავის მოგონებებში ძველი ბოლშევიკი, ფილიპე მახარაძე. ის წერს: „1903 წელს ავსტრია-უნგრეთიდან, თურქეთის გავლით, ბათუმში დიდძალი იარაღი ჩამოვიტანეთ, რომელიც კავკასიაში განაწილდა. კობა (სტალინი) ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი იყო და ის (სტალინი) ჩვენს ჯგუფში ყველაზე პატარა, სულ რაღაც,  23 წლის გახლდათ. მიუხედავად ამისა, მან მშვიდობიანად დააბინავა ჩამოტანილი იარაღი სამალავებში და ბაქოდან თბილისში დაბრუნდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ჩვენს რიგებში პროვოკატორი, ვინმე იასაულოვი მოქმედებდა. მართალია, მან არ იცოდა სამალავების ადგილსამყოფელი, მაგრამ ინფორმაცია ჰქონდა იარაღზეც და მათი შემომტანების შესახებაც. ამიტომ, „ოხრანკამ“ მე და კობა თბილისის რკინიგზის სადგურზე ერთად აგვიყვანა, რადგან იქ მას მე დავხვდი, რომ ახალ კონსპირაციულ ბინაში მიმეყვანა. მე და კობა გაძლიერებულმა ბადრაგმა ჟანდარმერიის სამმართველოში მიგვიყვანა. სამი დღის განმავლობაში საწამებელ ოთახში ვიყავით კედელზე მიბმული და გვკითხავდნენ... გამოცდილ ჯალათ ჟანდარმთა ოთხი ჯგუფი 72 საათის განმავლობაში ენაცვლებოდა ერთმანეთს. გვცემდნენ, მოკვლით გვემუქრებოდნენ, არაფერს გვაჭმევდნენ და ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგვალევინეს... მე ოთხჯერ წამივიდა გული და სანამ მასულიერებდნენ, ცოტა დასვენების საშუალება მქონდა და წავუძინე... 23 წლის კობას კი წარბიც არ შეუხრია. ტკივილსაც ვაჟკაცურად ითმენდა და არც სიკვდილის მუქარის შეშინებია. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ხმამაღლა, ზეპირად  კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“. ამ სამოცდათორმეტსაათიანი ჯოჯოხეთის დროს „ოხრანკის“ პოლკოვნიკ ვარლამ მიქელაძეს სამჯერ ჩაეძინა დაღლილობისგან. საპატიმრო დრო რომ ამოიწურა, გაოგნებული მიქელაძის განკარგულებით, სამხილების არარსებობის გამო გაგვათავისუფლეს. რიყეს რომ ავუყევით, „შომპოლით” ცემისგან გვერდებაჭრელებულმა კობამ მითხრა:
– ნახევარი დღეც რომ გავეჩერებინეთ, „ვეფხისტყაოსნის“ კითხვას ბოლომდე დავასრულებდიო...
კობას ეს სიტყვები ისეთი ვაჟკაცური ირონიით იყო ნათქვამი, მივხვდი, ჩემ წინ ურყევი რწმენის „ფოლადის ადამიანი“ იდგა და ტყუილად არ უწოდეს მას სტალინი“.
ფილიპე მახარაძე თავის მოგონებებში აღარ წერს, რომ ორი დღის შემდეგ ავლაბარში, თავის ბინაში, ტყვიით მოკლული ოხრანკის შპიკი, იასაულოვი აღმოაჩინეს... მაშინვე დაირხა ხმა, რომ პროვოკატორი ბოლშევიკებმა მოკლეს გამცემობისთვის და შემსრულებლად სტალინსა და კამოს ასახელებდნენ.

скачать dle 11.3