კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ეკლესიაში მოსიარულე ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ჭეშმარიტებისგან შორს და რა ცოდვაში აგდებს მას საკუთარ წარსულზე „ჩაციკვლა“

ყველა, ვინც მიაშურებს ეკლესიას, უნდა დაფიქრდეს, საკუთარი გადაწყვეტილებით მივიდა ეკლესიაში თუ ფეხის ხმას აჰყვა; მართლა დარწმუნებულია ღმერთის არსებობაში თუ, უბრალოდ, აინტერესებს, რა ხდება ეკლესიაში. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – ყველამ, ვინც კი მივიდა ეკლესიაში, საკუთარი თვისი ურყო თუ ისევ იმად დარჩა, ვინც იყო და გარეგნულად ისწავლა ეკლესიური ტერმინები, ქმედებები, ხატის ამბორი, სანთლის დანთება, ზიარება. ადამიანი შეიძლება, წლების განმავლობაში დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ ბევრ რამეში ვერ ერკვეოდეს, არ იცოდეს და მისი შინაგანი მდგომარეობა შორს იყოს ჭეშმარტებისგან. ამის ნათელი მაგალითია ძველი აღთქმის ეკლესია – ებრაელები, რომლებიც თავს იწონებდნენ, რომ იყვნენ ღმერთის შვილები, ფარისევლობდნენ. ადრეც და ახლაც არაებრაელებს, არაიუდეველებს ადამიანებად არ მიიჩნევენ. ფიქრობდნენ, რომ ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ისრაელიტიანები და ღმერთი იყო მხოლოდ მათთვის. დღეს ძალიან ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი თავის იწონებს იმით, რომ ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ქველმოქმედებას ეწევა. რატომ ჰგონიათ მათ, რომ ეს ყველაფერი აცხონებთ და უკეთესნი არიან სხვებზე. ჩვენ ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით უნდა მივუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიური ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ეკლესიაში სიარულს. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლის ნებით, მითითებით, უფლის მცნებებით ცხოვრებას.
– ბევრი ამბობს: მე ქრისტიანი ვარ, ქრისტესი მწამს. თუმცა, მაინც ბოლომდე არავინ იცის, რას ნიშნავს,  იყო ქრისტიანი.
– მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ცნება „ქრისტიანი“. ნიშნავს თუ არა ის ადამიანს, რომელიც იესო ქრისტეს ღმერთკაცად „აღიარებს“, თუ რაღაც უფრო მეტს. განსხვავება ამღიარებლებსა და არამღიარებლებს შორის შეიძლება, არც კი არსებობდეს, რამეთუ ამის თქმაც კი შემზარავია. ეშმაკებსაც კი არ ძალუძთ, თავი აარიდონ ღმრთის ძის „აღიარებას“. „სწამთ და ძრწიან”, – ამბობს მათზე იაკობ მოციქული. მარკოზის სახარებაში კი უწმიდური სულები აღიარებდნენ იესო ქრისტეს ღმრთის ძედ. უამრავი მორწმუნეა ისეთივე რწმენით, რომ სწამს – ღმრთის სიყვარულის გარეშე და არ ძრწიან არც ანგელოზებრივის წმიდა სიხარულის ძრწოლვით, არც დემონური მოსალოდნელი ტანჯვის შიშის ძრწოლვით. მონაზვნობა სწორედ ძრწოლვაა ღმრთის წინაშე, ანგელოზებრივი, წმიდა ძრწოლვა გულისა და სულისა. ამიტომაც, ყველას შეუძლია, იყოს მონაზონი თავის გულში. ეს კარგად ჩანს წმიდანთა ცხოვრებაში, საეკლესიო ისტორიიდან. ვისაც ზეციური ცხოვრება ენატრება, მათთვის სამი გზა არსებობს: შემოსვა სამონაზვნო სამოსელით, რომელიც არის ამა სოფლის გარეგნული გამოცალკევება; მეორე – მხოლოდ საკუთარი გულის შემოსვაა ამ გამოცალკევების სამოსელით, ყველა სხვა ადამიანის ცხოვრებისეული ფორმის შენარჩუნებით და ბოლოს მესამე, ჩამოშორება ეკლესიის ერთიანობის, მისგან გამოყოფა ამა თუ იმ საბაბით – გზა ნაკლები სიყვარულისა სულიერი ძიების მიმართ და ესე იგი,  ღმერთის მიმართაც. თუ უფალ ისეო ქრისტეს მორჩილებით შევუდგებით, ეს იქნება წმიდა და  სრულფასოვანი მოპოვება საკუთარი თავისა, მისი ჭეშმარიტი ღირებულების გაცნობიერება კი მხოლოდ საკუთარი სიგლახაკის სიღრმისეულ განცდაშია შესაძლებელი – ხორციელი ცხოვრების, ხორციელი ზრახვების მარცვალი კვდება და აღმოცენდება სულის მრავალმარცლოვანი ახალი თავთავი. მას კი თავად იესო ქრისტე აკეთებს, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სიყვარულის ნაპერწკალია. წმიდანებისგან შემდგარ ეკლესიასთან ურთიერთობა, მიწაზე ცოდვით დამძიმებული ადამიანების ეკლესიისთვის ლოცვა – ეს ყველაფერი გამოცხადებაა. ეს ნათლად მეტყველებს ადამიანთა სულების ნათესაობაზე, ქმნილებათა ერთიანობით ჩვენს ორგანულ კავშირზე. ეს შეკავშირება ჩვენ მთელი სისავსით უნდა განვიცადოთ და გავაცნობიეროთ. ეკლესიას მრავალი სავანე გააჩნია, მაგრამ სასუფეველი – ერთი. ყოველი სული ერთმანეთისგან განსხვავდება სახით, რამეთუ სახე სულის განუმეორებელი ხატებაა. მაგრამ, ყოველი მათგანი ღმერთიდან გამოვიდა და მასთან მიდის სამსჯავროზე. ერთ-ერთი არასწორი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი ხშირად ვარდება, ეს წარსულზე ჩაციკვლაა. რაც განსაკუთრებულად გვჩვევია ქართველებს – რა მაგარი მეფე იყო დავითი, თამარი, რა კარგად ვცხოვრობდით ადრე, ყველგან რა მაგრები ვიყავით ქართველები. ასეთი „მაგრები“ რომ ვყოფილიყავით, როგორც ქართველების უმეტესობას ჰგონია, დღეს ასეთ საწყალ მდგომარეობაში აღარ აღმოვჩნდებოდით. შეიძლება, რამდენიმე საუკუნე გამოვარჩიოთ ისტორიიდან, როდესაც ჩვენთან მართლაც იყო ოქროს ხანა. თუმცა, ხშირად ვიჩენდით უგუნურებას, ბევრი შეცდომა დაუშვა ჩვენმა წინაპარმა. გვყავდა ბევრი წმიდანი, მაგრამ რამდენი სირცხვილია აღწერილი ჩვენს ისტორიაში, ეს, ალბათ, კარგად იცით. როცა ხელისუფლების სათავეში მდგომი მრუშობის ან სხვა რომელიმე მძიმე ცოდვაშია, ამას იმეორებენ მერე მის ქვემოთ მდგომნიც. ეს კი ხდებოდა როგორც ადრე, ასევე დღესაც – ერშიც და  ეკლესიაშიც. მაგალითად, როდესაც  გაიგებენ, რომ ეპისკოპოსი ან მღვდელი მრუშობს, მერე მისი მრევლიც მრუშობს. ამიტომაც, არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში. ასე რომ, ჩაციკლულები კი არ უნდა ვიყოთ წარსულზე, რა ხინჯიც გვქონდა, ის უნდა გამოვასწოროთ. რაც მთავარია, ზნეობა უნდა ამაღლდეს ჩვენში – ჩვენი ქვეყნის მომავალი და ბედნიერება პირდაპირპროპორციულია ჩვენს ზნეობასთან. წარსულით კი არ უნდა ვიამაყოთ, კარგად უნდა გადავხედოთ აწყმოს და მერე მივხვდებით, როგორი იქნება მომავალი.
– მამაო,  ყველა ადამიანის ბოლო მაინც სიკვდილია, დაგვირგვინება ჩვენი დედამიწაზე არსებობისა.
– წმიდა წერილი სიკვდილის არსის ზუსტ განმარტებას გვაძლევს: „მიიქცეოდეს მტვერი მიწად, როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“. აქედან გამომდინარე, სიკვდილი არის სულის გაყრა ხორცთან. როდესაც სული ტოვებს ხორცს, ასეთ დროს ვამბობთ, რომ კაცი მოკვდა. სხეული აღარ არის ადამიანი, ის გვამია და არა კაცი. ამის თქმა შეგვიძლია სულის შესახებაც. სხეულის გარეშე ის სულია და არა კაცი. თავისთავად, უსულოდ დარჩენილი ადამიანის სხეული მკვდარია. სულის გარეშე ის ხრწნას იწყებს.

скачать dle 11.3