კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

მოქცეული შურისმაძიებელი
ერთი ბერი, რომელიც ძლიერ გააჯავრა მეორე ბერმა, მივიდა მოხუცებულ მეუდაბნოესთან და ყოველივე უამბო, მას რაც შეემთხვა. ბოლოს გაჯავრებით უთხრა: „მე უსათუოდ მის ჯავრს ამოვიყრი, შურს ვიძიებ მასზე“. მეუდაბნოემ ბევრი ელაპარაკა, ბევრი ურჩია, რომ შურისძიება ღვთისთვის მიენდო, მაგრამ გაჯავრებული ბერი ყურს არ უგდებდა და მუდამ იმეორებდა: „არ შემიძლია, მოვისვენო, სანამ შეურაცხყოფისთვის მას შეურაცხყოფას არ მივაყენებ“.
გამოიტირა მოხუცმა ბერის ცდომილება, ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე უთხრა: „ლოცვის დროა, შევწიროთ, ძმაო, ღმერთს მსხვერპლი“. ბერი ადგა და მოხუცმა წარმოსთქვა შემდგომი: „უფალო ღმერთო ჩვენო! ჩვენ შენი იმედი არა გვაქვს, ნუ ზრუნავ, ჩვენთვის ნუ მიაგებ შურს, ჩვენ თვითონ ყოველივეს დავიწყებთ და გავათავებთ“. გაიგონა რა ესე, ბერს თავზარი დაეცა და დავარდა მოხუცის ფეხებქვეშ. – „არ მინდა ჩხუბი ჩემს ძმასთან, – ცრემლებმორეული ამბობდა ის, – არ მინდა შური ვიძიო მისგან“. მერე მიიქცა ღვთისადმი და წარმოსთქვა: „ერთ არს შურისმგებელი უსამართლოებისა! მომიტევე შეცოდებანი ჩემნი“. მოხუცმა განიხარა ბერის სინანულისა გამო და უთხრა მას: „დარწმუნებული იყავ, შვილო ჩემო, ვინც დაითმენს წყენას, უშრომლად ცხონდება. წინააღმდეგ ამისა, ურისხდება ძმისა თვისსა, ის ღუპავს ყოველივე თავის მოქმედებას და ემონება ეშმაკს.
ქრისტიანენო! შურისძიება იმ შეურაცხებისათვის, რომელთაც შეგამთხვევენ თქვენ მახლობელნი, მიანდვეთ უფალს. ის მიაგებს ყველას საქმეთაებრ მათთა; ხოლო თქვენი საქმეა – მიუტეოთ შეურაცხმყოფელს.
„ნუ იტყვი: რომელითა სახითა მეყო მე, უყოფ მას, და მივაგებ მას, რომლითა შემაჭირვა მე“ (იგავ. 24, 29). „ნუ ვინ ბოროტსა ბოროტის წინ მიაგებთ, ნუ თავით თვისით შურს ეძიებთ... ჩემი არს შურის გება და მე მივაგო. იტყვის უფალი“ (რომ. 12,17-19). „გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა, და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა“ (მათ. 5,44).

დასჯილი მოძულე
კიევის ლავრაში ცხოვრობდა სხვათა შორის ორი ბერი – მღვდელმონაზონი ტიტე და დიაკონი ევარგი. რამდენიმე წელიწადს ისინი ისე მეგობრულად ცხოვრობდნენ, რომ სხვა ბერებს უკვირდათ მათი ერთობა... მაგრამ კაცთა ნათესაობის მტერი ძველი დროიდგან სთესს ღვარძლს იფქლთა შორის! მან დათესა მათ შორის მტრობა. რისხვითა და სიძულვილით ისე დააბრმავა ისინი, რომ ზიზღით უყურებდნენ ერთი მეორეს. ღვთის მსახურების დროს ერთი რომ საცეცხლურით აკმევდა ეკლესიაში, მეორე განზე მიდგებოდა, რომ საკმევლის სუნი არ ეგრძნო და თუ ეს ხანდახან თავის ადგილზე დარჩებოდა, პირველი, რაც შეიძლებოდა შორს გაუვლიდა. მათ შორის სიძულვილმა დიდხანს გასტანა და ისინი შეურიგებლად ბედავდნენ ღვთისადმი უსისხლო მსხვერპლის შეწირვას. ბევრი ურჩიეს მათ სხვა ბერებმა, რომ დაეტოვებინათ შური, მტრობა, ეცხოვრათ მშვიდობიანად და თანხმობით, მაგრამ ყოველმა რჩვევამ ამაოდ ჩაიარა. ერთხელ მღვდელ-მონაზონი ტიტე მძიმედ ავად გახდა. მან გადაიწყვიტა სიცოცხლის იმედი. დაიწყო ტირილი თავისი შეცოდების გამო და შეუთვალა მტერს შერიგება. ევარგიმ არც კი მოისმინა შენათვალი და დაუწყო მას საშინლად წყევა. სხვა ბერებს ამის გამო გული სტკიოდათ და ძალით მიიყვანეს ევარგი მომაკვდავთან. ტიტემ დაინახა თუ არა თავისი მტერი, სხვების დახმარებით ადგა ლოგინიდან, დავარდა მის წინ და ცრემლით სთხოვდა შეცოდების მოტევებას. მაგრამ, ევარგი ისეთი შეუბრალებელი იყო, რომ ზურგი შეაქცია მას და მრისხანედ წამოიძახა: „არც აქ და არც მომავალ ცხოვრებაში არ მინდა მაგის შერიგება“. ის გამოუსხლტა ბერებს ხელში და მიწაზე დაეცა.
ბერებს უნდოდათ მისი აყენება, მაგრამ როგორ განცვიფრდნენ, როცა ნახეს, რომ ის მკვდარია და ისე გაშეშებულიყო, თითქოს რამდენიმე ხნის წინ მომკვდარაო. იმათი განცვიფრება გაორკეცდა, როდესაც დაინახეს, რომ ტიტე იმავე დროს სრულიად განკურნებული წამოდგა ლოგინიდან და თითქოს ავად არასდროს ყოფილიყო. ამგვარ არაჩვეულებრივ შემთხვევისგან თავზარდაცემული ბერები გარსშემოეხვივნენ ტიტეს და ერთი მეორეს ეკითხებოდა: „რას ნიშნავს ეს?“ ტიტემ უთხრა მათ: „როცა მძიმედ ვიყავ ავად, სანამ მე, ცოდვილი, გულძვირად ვიყავ ჩემს ძმასთან, ვხედავდი: ჩემგან გაბრუნდნენ ანგელოსნი და ტიროდნენ ჩემი სულის დაღუპვაზე, ხოლო ბოროტნი სულნი ხარობდნენ – აი, მიზეზი, ყველაზე უფრო რისთვის მოვინდომე მისი შერიგება. როცა ის აქ მოიყვანეს და მე თავი დავუკარ, მან კი წყევლა დამიწყო, მაშინ დავინახე: ერთმა მრისხანე ანგელოსმა დასცა მას ცეცხლის ალის ლახვარი და საცოდავი მიწაზე მკვდარი დაეცა. იმავე ანგელოსმა მომკიდა ხელი და ამაყენა ცხედრისგან სნეულებისა.
ბერებმა იტირეს ევარგის სასტიკი სიკვდილი და იმ დროიდან უფრო ყურადღებით იყვნენ, რომ არავის ერთმანეთში გულძვირობა არ ჰქონოდა. გულში ძვირის ჩანერგვა საშინელი ბიწიერება და იმდენადვე საძაგელი არის ღვთის წინაშე, რამდენადაც მავნებელი საზოგადოებაში. ქრისტიანენო! კაცი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, რაც უპირატესობაა! მაგრამ დარწმუნდით, რომ გულში ძვირის ჩამტანს არა აქვს ხატება და მსგავსება ღვთისა: ის უფრო მხეცს წააგავს, ვიდრე კაცს.
„უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან, ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი“ (მათ. 6,14-15).
„უკეთუ მხიარულ ვიქმენ დაცემისათვის მტერთა ჩემთასა და რქვა გულმან ჩემმან: კეთილ, რათა ისმინოს უკვე ყურმან ჩემმან წყევა ჩემი“ (იობ. 31,29).
ყოველსა, რომელსაც სძულდეს ძმა თავისი, იგი კაცის მკვლელი არს“ (I იოან. 3,15)

скачать dle 11.3