კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააგროვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მეუღლემ ნაღდ ფულად 150 000, მიმდინარე ანაბარზე კი – 180 000 აშშ დოლარი #44

აწ უკვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე 1975 წელსაა დაბადებული ზესტაფონში. 1996 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2001-2002 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის  გერმანულენოვან მაგისტრატურაზეც სწავლობდა და 2004 წელს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდაც ჩააბარა. 2008-2010 წლებში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზეც გაიღრმავა ცოდნა და მიიღო ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მისი შრომითი ბიოგრაფია 1999 წელს დაიწყო ზესტაფონის რაიონის საკრებულო-გამგეობაში, ჯერ – აპარატის  იურისტად, შემდეგ კი – საორგანიზაციო  განყოფილების  უფროსად. 1999-2000 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობის იმერეთის რეგიონალური სამსახურის  მრჩეველი იყო; 2000-2004 წლებში კი თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში გადაინაცვლა – სამართლებრივ საკითხთა სექტორის წამყვან სპეციალისტად. 2004 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს  იურიდიული დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. თუმცა, იმავე წელს გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც 2007 წლამდე საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ. 2008-2010 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010 წლის 30 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. 2010 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  მოადგილედ აირჩიეს; ისევე, როგორც 2015 წელს. აწ კი, როგორც მოგახსენეთ, თვით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც გახდა.
რაკი ხანგრძლივი ჩინოვნიკური გზა გაუვლია, ბ-ნი თავაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლები, ძმა და ბებია. ოჯახის უძრავი ქონება ზაზა თავაძის მამას ეკუთვნოდა – მიწის ნაკვეთი და სახლი ზესტაფონის რაიონში. შემოსავლები მითითებული არ არის.
ზაზა თავაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ. ოჯახის წევრებად მიუთითა: 1984 წელს დაბადებული მეუღლე თეა ძოწენიძე და სამი შვილი: გიორგი, იოანე და ნოდარი.
ოჯახის ერთადერთი საკუთრება: საცხოვრებელი ბინა თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე (125 კვ. მ.) თეა ძოწენიძეს ეკუთვნის. თუმცა ზაზა თავაძის საკუთრებაა – სანადირო თოფი (James Purdey and sons) და კარაბინი (Sig Sauer 716 Patrol).
თეა ძოწენიძეს „პროკრედიტბანკის“ მიმდინარე ანაბარზე 180 000 აშშ დოლარი ერიცხება, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში (2016 წლის მაისში) ნაღდ ფულად 150 000 აშშ დოლარი ჰქონდა. ოღონდ ოჯახში დასაქმებული მხოლოდ ზაზა თავაძეა და 2015 წლის განმავლობაში მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, 120 552 ლარი აიღო.
მის ანგერიშზეა ორი იპოთეკური სესხი – 182 000 ლარისა და 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 2015-ში 35 168 ლარი და 94 834 აშშ დოლარი დაუჯდა. ასევე, 30 000 ლარი დაუჯა საკრედიტო ბარათის და 1 971 ლარი სამომხმარებლო სესხის მომსახურება.
ამას გარდა, თეა ძოწენიძემ 140 000 აშშ დოლარად შეიძინა ბინა თბილისში, ზაზა თავაძემ კი 250 000 აშშ დოლარად გაყიდა ბინა ბათუმში (ოღონდ ეს თანხა არც შემოსავლშია მითითებული და არც გასავალში). თუმცა ბ-ნ თავაძეს შვილების სწავლის საფასური 7 500 ლარი დაუჯდა, ბინის რემონტი – 27 000 აშშ დოლარი, ავეჯის შეძენა კი – 18 000 აშშ დოლარი.

скачать dle 11.3