კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გმირი – დაფნის გვირგვინის გარეშე

მოტივზე: და თუ ეს სიყვარულია

 თუმცა, თავდაპირველად, დიდი სიყვარულის ბუშტი ამ ჩვენს ნომერ პირველ „ლეიბორისტსა“ (შალვა ნათელაშვილს) და ამ ჩვენს ნაპროკურორალს, აწ კი თავისუფალი სიტყვის მებაირახტრეს (ნიკა გვარამიას) გაუსკდათ, ამ ამაღლებული გრძნობის მარცვალი კიდევ უფრო გაღვივებულა.
იმდენადაც კი, რომ თვით დავით კირკიტაძეს (აწ „ნაცმოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატს, ოდესღაც კი ნაპარლამენტარსა და ნაგუბერნატორალს) ამოათქმევინა: „ვინმეს გჯერათ დღეს, რომ ამ ბატონმა (იგულისხმება ზაქარია ქუცნაშვილი), რომელიც ხელისუფლებაში იყო ოთხი წლის განმავლობაში და არაფერი გაუკეთებია, პირველივე ტურში მოუგო დუშეთში, თიანეთში და ყაზბეგში შალვა ნათელაშვილს?!“
ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობდა ბ-ნი კირკიტაძე ბ-ნი ნათელაშვილის პოლიტიკურ პოტენციალზე 2012 ან 2016 წლამდე (ვინაიდან ის მუდამ იმ ოლქში იყრიდა კენჭს მაჟორიტარად და მუდამ აგებდა), მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცით (სერგო რატიანის ბაგეებმა გვამცნო), რომ „დათო არის საოცარი ადამიანი (ვითომ ესეც სიყვარულია?!)“.
მეტიც, თუ ბ-ნ რატიანს ვერწმუნებით, „ძალიან ინანებს (საოცარი დათოს დაბრუნებას პოლიტიკაში) „ქართული ოცნება“. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნ კირკიტაძეს ერთხელ უკვე უწოდეს გმირი (მას შემდეგ რაც ჯერ ცემა პარლამენტის დაცვის წევრი, შემდეგ კი ბოდიში მოუხადა), ვითომ ბ-ნი რატიანი ოპონენტებს დათოს (კირკიტაძე) საოცარი კუნთებით აშინებს?! –

скачать dle 11.3