კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიზარდა სუროგატი დედებისა და კვერცხუჯრედის დონორების ანაზღაურება საქართველოში

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბოლო ორი თვეა, რაც საქართველოში სუროგატი დედების ანაზღაურება გაიზარდა და თითქმის ორმაგია წინა წლებთან შედარებით. რამ გამოიწვია ფასების ზრდა და ვინ არიან ეს სუროგატი დედები, ამ და სხვა საკითხებზე, ჟურნალი „თბილისელები“ „ნიუ ლაიფ ჯორჯიას“  ექიმს, პაციენტთა კოორდინატორს, თამუნა გაბუნიას ესაუბრა:
– ქალბატონო თამუნა, ძირითადად, რა მოტივაციით მოგმართავენ სუროგატი დედები და   კვერცუჯრედის დონორები?
– ძირითადი მოტივაცია მაინც ფინანსურია. უჭირთ ოჯახების შენახვა – ზოგს ბინის პრობლემა აქვს, ზოგს მეუღლე არ ჰყავს და შვილები მისი სარჩენია.
– ვინ არიან ეს ქალბატონები, შემდეგში  სუროგატი დედები რომ ხდებიან?
– ესენი არიან სხვადასხვა სოციალური სფეროს წარმომადგენლები: დიასახლისები, პედაგოგები, გათხოვილი თუ ქმარს გაცილებული მარტოხელა დედები.
– როგორც ჩვენთვის ცნობილია, სუროგატი დედების ანაზღაურება გაიზარდა. 
– ზოგადად, ყველა კლინიკაში გაიზარდა ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით, თუმცა ჩვენ, სხვა კლინიკებისგან განსხვავებით, კიდევ 2000 დოლარით მეტს ვუხდით. ანუ, ჯამში, ისინი იღებენ 15 200 დოლარს. ამ თანხიდან – 200 დოლარს  ემბრიო გადატანაზე და ყოველთვიურად – 300 დოლარს. სამი-ოთხი წლის წინ, პაციენტები მათ მხოლოდ 7000-8000 დოლარს უხდიდნენ.
კვერცხუჯრედის დონაცია მარტივი, 15 წუთიანი პროცედურაა.
დონორები  ეხმარებიან უშვილო წყვილებს. ისინი მოგზაურობენ  ჩვენს კლინიკებში ინდოეთში, ტაილანდში, კამბოჯაში, მექსიკაში და იღებენ  ანაზღაურებას – 3 500 ლარს.
საქართველოში დონაციის შემთხვევაში კი, მათი კომპენსაცია 2 300 ლარია.
– რამ გამოიწვია ფასების გაზრდა და არის თუ არა სუროგაცია კონფიდენციალური?
– ფასების გაზრდის მიზეზი, თავისთავად, პაციენტების რაოდენობის მომატებაა. გარდა ამისა, შედეგები ძალიან კარგია და ისინი სწრაფად ორსულდებიან. რა თქმა უნდა, კონფიდენციალურობას და სუროგატი დედის ანონიმურობას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
ასევე, ჩვენი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების გლობალური ქსელი „ნიუ ლაიფ ჯორჯია” გთავაზობთ უმოკლეს და გარანტირებულ გზას, გახდეთ მშობლები. ჩვენი სერვისი მოიცავს ხელოვნურ განაყოფიერებას (ინ-ვიტრო), სუროგატებისა და დონორების უკონკურენტო მონაცემთა ბაზას (უკრაინელი, პოლონელი, ქართველი, ჩეხი დონორები), ევროპული ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.
– სად შეიძლება, მოგმართონ დონორობისა და სუროგატობის მსურველებმა?
– ჩვენი კვალიფიციური და გამოცდილი კადრები თქვენს სამსახურში იქნებიან 24 საათის განმავლობაში. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 0 32 262 01 01 ან 595 570109.
ჩვენი ვებ-გვერდის მისამართია: http://www.newlifegeorgia.com
E-mail: tamuna@newlifegeorgia.com

скачать dle 11.3