კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რას ვერ ივიწყებს თიკა რუხაძე მაია რჩეულიშვილისგან და რა რისკზე მიდიოდა მასთან ერთად ბადრი პატარკაციშვილი #43

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, რომელსაც იმის მიუხედავად, რომ პიონერული ეპოქა დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს, ტრადიციულად, მაინც  „პიონერთა სასახლე” ჰქვია. მას  ახალი დირექტორი ჰყავს – კულტურის გამოცდილ მენეჯერს, თიკა რუხაძეს, რომელიც ბევრი წარმატებული და გახმაურებული პროექტის ავტორია, ახლა იქაურობაზე მოუწევს ზრუნვა. ის ათეული წლების წინ პირველად მოხვდა აქ. რა სენტიმენტები აკავშირებს თიკა რუხაძეს  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან და   რა იყო მის „შრომის წიგაკში” ყველაზე რთული საქმე, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ. 
– თიკა,  რატომ გადაწყვიტეთ  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის დირექტორობა? რა გაკავშირებდათ აქაურობასთან?
– ჩემი კანდიდატურა ამ პოზიციაზე კულტურის  სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.  თავად მე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მივიღე – უპირველესად, იმიტომ რომ,  კულტურის დარგის მენეჯერი ვარ და მაქვს  27-წლიანი გამოცდილება.  ამას გარდა,  როგორც ყველა თბილისელს, მეც მიყვარს ეს სასახლე.  აქაურობა ბავშვობიდან იყო   ასოცირებული  სილამაზის, ესთეტიკის, გემოვნების, პროგრესულობის ადგილად. მეგობრებთან ხუმრობით  სულ  ვამბობდი, ბეზეს ტორტივით დგას ეს სასახლე რუსთაველის გამზირზე-მეთქი (იცინის). თავად მე, ძალიან ბევრი ჩემი მეგობრისგან განსხვავებით, არ ვყოფილვარ „სასახლელი”. აქ პირველად ძალიან პატარა მომიყვანეს, როდესაც „მზიურისთვის” ეძებდნენ წევრებს.  ისე შემრცხვა, რომ დედას კაბის ქვეშ შევუძვერი,  დავიმალე და არ ვიმღერე.  მე ეს არ მახსოვს, მშობლები იხსენებდნენ  სიცილით ამ ისტორიას და ამას წინათ, მეც გავახსენე ეს ბატონ გურამ ჯაიანს. ეს იყო ჩემი ემოციური კავშირი სასახლესთან, რომლის აღსაზრდელთაგანაც ბევრმა დიდ წარმატებას მიაღწია კულტურის სხვადასხვა სფეროში. შესაბამისად,  უზარმაზარია  სასახლის  როლი ჩვენი კულტურის განვითარებაში. ჩემი ბავშვობიდან ბოლო პერიოდამდე მე მქონდა აქტიური კავშირი სასახლესთან. დავდიოდი უამრავ ღონისძიებაზე, რომელიც სასახლის ეგიდით ტარდებოდა, ან მერე, უკვე  თავად  ვაკეთებდი  სხვადასახვა პროექტს.        
–  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე,  ყოველთვის  იყო განსაკუთრებული ადგილი თბილისში, სადაც არაერთი თაობა აღიზარდა. თუმცა, ბოლო წლებში თითქოს დაიკარგა მისი მნიშვნელოვნება. რა შეიცვლება აქ თქვენი მოსვლის შემდეგ?
–   პროფესიით პიანისტი და მუსიკათმცოდნე ვარ.  ჯერ მუსიკალური სკოლა დავამთავრე, შემდეგ მუსიკალური სასწავლებელი და გავხდი პიანისტი.  ამის შემდეგ კი  ჩავაბარე კონსერვატორიაში, გავხდი მუსიკათმცოდნე.  ჩემს საახლობლო წრეში იყვნენ ხელოვანები, ისინი,  ვინც მთელი ცხოვრება იყვნენ აქაურობასთან დაკავშირებული. შესაბამისად, ვიცი  იმ პრობლემების შესახებ, რაც ჰქონდათ სასახლეში წლების განმავლობაში. ვიცი, როგორ იბრძოდა კოლექტივი ამ პრობლემების გადასაჭრელად. ვიცი, რამ გადაიარა მათ მხრებზე.  ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მქონდა აქტიური შეხება და ინტერესი სახელოვნებო განათლებისა  და მისი განვითარების კუთხით. ეს კარგად იციან  მათ,  ვისთან ერთადაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მიმუშავია. სწორედ მათ გამიწიეს რეკომენდაცია ამ პოზიციაზე.  მათ შორის ისეთი პიროვნებები არიან, ვისთან მუშაობაც  დიდი პასუხისმგებლობაა  და  რეკომენდაციაც.  ეს წერილი, უბრალოდ, რეკომენდაცია იყო,  თუმცა მის საფუძველზე არ დავნიშნულვარ. მე გავიარე დიდი კონკურსი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.  რადგან საკონკურსო კომისიამ არჩევანი ჩემზე შეაჩერა, როგორც ჩანს, მათთვის მისაღები აღმოჩნდა ჩემი კონცეფცია და ხედვა სასახლის განვითარებასთან დაკავშირებით. ზუსტად ეს არის  დედაქალაქის ხელმძღვანელობის სურვილიც –   ისევ მაღალ დონეზე იყოს სახელოვნებო განათლება და მოგვარდეს ის პრობლემები, რაც აქვს სასახლეს. ჩემი აქ მოსვლის შემდეგ შეიცვლება მიდგომები. აუცილებელია  ახალი სასწავლო მეთოდიკების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სიახლეების დანერგვა. უფრო მეტად ვიზრუნებთ იმ ღვაწლმოსილ კოლექტივზე, რომელიც მუშაობს სასახლეში. მათ შორის ბევრია ადამიანი-ლეგენდა, რომლებმაც სახელოვნებო  დარგი დღემდე მოიტანეს. ის, რომ დღემდე სასახლეში 4000-მდე მოსწავლე დადის, სწორედ  მათი დამსახურებაა,  მათ გადაარჩინეს სასახლე 90-იან წლებს და შემდგომ, ბევრ  რთულ პერიოდს, რის ფასად, ეს მხოლოდ მათ იციან.    
–  თქვენი „შრომის წიგნაკი” საკმაოდ მრავალფეროვანია. დირექტორიც ყოფილხართ, მაგრამ ეს, ალბათ, მაინც სხვა რანგის სამსახურია.
–  არასდროს მხიბლავდა ადვილი ამოცანები. ისე გამოვიდა, რომ  რთული გზით ვიარე მთელი კარიერის განმავლობაში. ნებისმიერ სფეროში, სადაც მიმუშავია, გავლილი მაქვს ყველა საფეხური, რიგითიდან დაწყებული. სანამ კარგი მენეჯერი დადგები, ეს გზა უნდა  გაიარო.  ჩემი ამბიცია არ არის, მერქვას სასახლის დირექტორი, ჩემი ამბიციაა, გავაკეთო საქმე და სასახლემ დაიბრუნოს ძველი დიდება. ბუნებით ძალიან ოპტიმისტი ვარ. სულ მაქვს  ჩემი შრომისა და იმ ხალხის იმედი, ვისთან ერთადაც საქმეს ვიწყებ.  უფრო მძიმე  ვითარებებშიც მიმუშავია.  წლების განმავლობაში ვიყავი მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი. მე, დოი და ნიკოლოზ რაჭველი ერთად მივედით იმ დროს დანგრეულ მუსკომედიაში, სადაც უმძიმესი  ვითარება იყო, ელემენტარული პირობები არ არსებობდა. არ იყო სცენა, არაფერი... ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დღეს მუსიკისა და დრამის თეატრი ათწლეულზე მეტია, არსებობს და საკმაოდ წარმატებულადაც. 1998 წელს, როდესაც კონსერვატორიაში ჩავაბარე,  პარალელურად,  ვმუშაობდი მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად, „ბასტი-ბუბუს” სტუდიაში – კონცერტმაისტერ-პედაგოგად და  კულტურის სამინისტროში – თბილისის კამერული  ორკესტრის მენეჯერად. არ იყო ეს იოლი პატარა გოგოსთვის, არც  გადაცემა „ჭორ-ნიუსის” გაკეთება იყო მარტივი. იმ დროს ტელესივრცეში ჩემს სახელს და გვარს,  ერთ-ერთ პირველს ეწერა კადრში სიტყვა – პროდიუსერი. მაშინ მედიასივრცეში  ლევან ხეთაგურის გარდა, მგონი, არავინ იცოდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვა. ეს იყო ჩემი, როგორც პროდიუსერის, სატელევიზიო დებიუტი. თუმცა, იქამდე  უკვე ვმუშაობდი მედიამენეჯმენტში – მეორე არხზე, ვიყავი „ტი ბი სი ტივის” გენერალური პროდიუსერი. ასევე,   სატელევიზიო ფესტივალ „მანას” დირექტორი, ზაზა შენგელიასთან ერთად, რომელსაც დიდი წვილილი მიუძღვის, ჩემი, როგორც მენეჯერის ჩამოყალიბებაში.   შემდეგ იყო   „მელოდია-არტი“,  „ცენტრ-პოინტი“. ეს იყო   ჩემი კარიერის „ავღანეთი” – მძიმე წლები გავიარე ადამიანებთან ურთიერთობისა და კრიზისული მენეჯმენტის მხრივ.   
– როგორია დღეს თქვენი დამოკიდებულება  დებთან, რომელთაც ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი აქვთ.
– ეს ჩემთვის უმძიმესი თემაა.  წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ ადამიანებთან. მათთან დღემდე  ახლო, ადამიანური ურთიერთობები მაქვს. ჩემი მეგობარია  ნინო დარასელი. თავადაც  ბევრი სიკეთე მახსოვს ამ ოჯახისგან და ბევრი სიკეთის შემსწრეც ვარ.  წარმოიდგინეთ, როგორი უნდა იყოს ჩემი ემოცია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ახლა ციხეშია. თუმცა, ამაზე საუბარი არ მიმაჩნია სწორად.   სულ ვამბობ, როდესაც საუბარია პროფესიონალიზმზე, ეს  ცნება  არ შედგება განყენებული კომპონენტებისგან. კარგი პროფესიონალი კარგ ადამიანობას  აუცილებლად მოიცავს. მიმაჩნია, რომ ჩემი მორალური და პიროვნული ვალდებულებები ღირსეულად მოვიხადე. ვისთანაც კი მიმუშავია, მისთვის არ მიღალატია – არ მიღალატია ბიძინა კვერნაძისთვის, რომელთანაც უთბილესი ურთიერთობა მქონდა; არ მიღალატია  ზაზა დარასელისთვის, ბადრი პატარკაციშვილისთვის,  ვალერი ასათიანისთვის,  მურაზ მურვანიძისთვის და  ზოგადად, მათთვის,  ვისთან ერთადაც ცხოვრების სხვადსხვა ეტაპზე  ვიმუშავე. როდესაც მე  „ცენტრ პოინტში” მივედი, მაშინ ეს იყო ერთ-ერთი, ყველაზე  მზარდი და დიდი დეველოპერული კომაანია.  შემოთავაზება მივიღე რუსუდან კერვალიშვილისგან, რომელიც ზაზა დარასელისგან მიცნობდა. მე მის ხელში  გავიზარდე, თუმცა ამ კომპანიაში რომ მივედი, ის ცოცხალი აღარ იყო. მე ვერ ვუღალატებ  ვერც რუსუდანს, ვერც მაიას. იმედი მაქვს, რომ  მათი ოჯახი ამ განსაცდელიდან ღირსეულად გამოვა. ეს, ალბათ, მათი კიდევ ერთი, ცხოვრებისეული გამოცდაა.    
– აქვე გკითხავთ, თქვენს  ურთიერთობაზე  ბადრი პატრაკაციშვილთან, ვისთანაც ასევე დიდხანს მუშაობდით.
–  ჩვენ გვქონდა ახლო, საქმიანი ურთიერთობა. მასთან ერთად  გავაკეთე ბევრი დიდი პროექტი – დაწყებული რიყის უზარმაზარი კონცერტებიდან,  დამთავრებული ოლიმპიური კომიტეტის დიდი  ღონისძიებებითა და ურეკის ქალაქის გახსნით. მადლიერი ვარ ბატონ ჯუმბერ ბერაძის, რომელმაც მასთან მიმიყვანა. ამის შემდეგ „მელოდი-არტში” მოვხვდი.   ბადრი პატარკაციშვილთან მუშაობა არ იყო რთული. ის ძალიან კომფორტული ადამიანი გახლდათ, მისგან ბევრი  რამ ვისწავლე. ის პატივს სცემდა სხვის აზრს, თუ პროფესიონალად აღგიქვამდა, ბოლომდე გენდობოდა.  გაძლევდა სრულ  შემოქმედებით და ადმინისტრაციულ თავისუფლებას. შენთან ერთად მოდიოდა რისკზე, რაც მუშაობაში ძალიან საინტერესო პროცესია. გამიმართლა, რომ ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია მუშაობა, რაც, უპირველესად, ჩემი ოჯახის დამსახურებაა. დედა, ბებია, ყველა კულტურასთან იყო დაკავშირებული. ჩვენთან, როგორც ყველა ტრადიციულ თბილისურ ოჯახში, იკრიბებოდნენ საოცარი  ადამიანები. ბებია მეგობრობდა  ქალბატონი ნანი ბრეგვაძის დედასთან  და დეიდასთან.  ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ ჩიტოლია ჩხეიძე, გუგული თორაძე, ლიანა ასათიანი. ეს იყო ბებიას დიდი სამეგობრო და სანათესაო წრე. ასეთ ოჯახში თითქოს  გენეტიკურად განისაზღვრება შენი  გზა, არჩევანი.  გამიმართლა, რომ მოვხვდი ძველი და ახალი თაობის ნიჭიერი ადამიანების წრეში. ბასა და თამრიკო ფოცხიშვილები, დოი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, ზაზა ორაშვილი... არ ვიცი, ვერ ჩამოვთვლი ამ ხალხს. ვფიქრობ, მათთან ერთად  საინტერესო ცხოვრება გამოვიდა. თუმცა, მჯერა, რომ წინ კიდევ  ბევრი საინტერესო ისტორია იქნება.  ვფიქრობ, წარმატებამდე კიდევ მაქვს გზა, ფორა. ვარ აქტიური, ახალგაზრდა და მგონია, რომ ჩემი „შრომის წიგნაკი” აქ არ დასრულდება (იცინის).
–  წარმატებული კარიერის მიღმა ცხოვრებაც საინტერესო იყო?
–   საქმის მიღმა ცხოვრება, მგონია, არც არსებობს ჩემთვის (იცინის).  ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ჩემს კარიერას შეეწირა. მყავდა მეუღლე, რომელსაც წლების წინ დავშორდი. თუმცა, მასთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. არ ვფიქრობ, რომ საქმე და პირადი ცხოვრება ერთმანეთს ხელს უშლის და ჩემს საქმიანობას  ჩემი პირადი შეეწირა.  ბევრი მეგობარი მყავს, რომელსაც, წარმატებულ  კარიერასთან ერთად, კარგი ოჯახიც აქვს. ჩემს შემთხვევაში, ასე არ მოხდა. რა იქნება ხვალ, არავინ იცის.

скачать dle 11.3