კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოუსწორებელი „სისულელის” ჩადენა შეუძლია ეჭვიან ცოლს

ყველას აქვს თავისი საიდუმლო, მაგრამ ზოგჯერ ძალიან რთულია ამ საიდუმლოსთან ერთად ცხოვრება. ეჭვი არის გრძნობა, რომელიც მთლიანად იპყრობს ადამიანის გულსა და გონებას. ისე ჩაგვავლებს კლანჭებს, მისგან თავის დახსნა ძალიან რთულია. ეჭვით შეპყრობილი ადამიანი კი ვერც საკუთარ საქციელს აკონტროლებს, ვერც ფიქრებს და ბუნებრივია, ვერც სწორ ნაბიჯებს დგამს. განსაკუთრებით მძიმეა ეჭვიანობით გამოწვეული სასოწარკვეთილის მდგომარეობა.

 რუსა (31 წლის): ვფიქრობ და ვერ ვხვდები, როდის დავუშვი გამოუსწორებელი შეცდომა. ფაქტია, რომ დიდი სისულელე ჩავიდინე. ვერ გამოვიჩინე გონიერება და გაწონასწორებულობა. ისიც კი არ ვიცი, დღეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო ეს ყველაფერი, თუ რეალობაში მოხდა.
– საუბარია ეჭვზე, რომ ქმარმა გიღალატათ?
– ეს არ იყო ეჭვები, მიღალატა და ადრეც მღალატობდა. ადამიანი ან არის ბუნებით მოღალატე, ან – არა. ამაში უკვე დავრწმუნდი. უბრალოდ, ისე სულელურად მოვიქეცი, რომ ხელ-ფეხი შემეკრა – ვეღარაფერს ვამტკიცებ. ჩემს ქმარს კი, პირიქით, ხელ-ფეხი გავუხსენი, რომ გიჟად გამომაცხადოს.
– ეს რას ნიშნავს?
– პირდაპირი მნიშვნელობით გიჟს არ მეძახის, მაგრამ საკუთარ თავში მაეჭვებს. დავიწყებ იმით, რომ ჩემმა ქმარმა მოახერხა, თავიდანვე ისე მოვექციე ზეგავლენის ქვეშ, რომ საკუთარ თავში ეჭვი შემპარვოდა. მთლიანად აიღო ინიციატივა ხელში და ნელ-ნელა მანადგურებდა. მთრგუნავდა და პიროვნულად მანგრევდა. შეიძლება, ვერ ხვდებით, რა იგულისხმება ამ ყველაფერში, მაგრამ ვეცდები, აგიხსნათ. მან მოახერხა ის, რომ დღეს ყველა ჩვენი ნაცნობისთვის და კიდევ უარესი, საკუთარი თავისთვისაც – სულელი და „ისტერიჩკა” ქალი ვარ. მე გამოვდივარ ყველაფერში დამნაშავე. მე ვერ „შევიფერე” კარგი ქმარი; ვერ „შევირგე” ის ცხოვრება, რომელიც ამ „კარგმა ქმარმა” შემიქმნა; ვერ მივხვდი, როგორი ბედნიერი ვიყავი და გავანადგურე დიდი სიყვარული.
– „დიდი სიყვარული” რაღაცნაირი ირონიით წარმოთქვით.
– ირონიად იქცა და იმიტომ. ისე გამოვიდა, რომ მე გავუცრუე იმედი ჩემს ქმარს. სინამდვილეში კი, პირიქითაა. სამწუხაროდ, უკვე მომეწება ეჭვიანი და „ისტერიჩკა” ცოლის იარლიყი და ეს ჩემი სისულელის ბრალია. მე „გავუჩალიჩე” საკუთარ თავს ასეთი პერსპექტივა.
– თქვენ ამბობთ, რომ თავი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში თვითონვე ჩააყენეთ.
– რა თქმა უნდა. მართლა სულელი კი არ ვარ, საკუთარი სისულელეები და შეცდომები სხვას, თუნდაც ქმარს დავაბრალო. ეს პრობლემისგან გაქცევა და ქვიშაში თავის ჩაყოფის ტოლფასი იქნება, მაგრამ ქმარსაც ვერ დავუკარგავ „ღირსებებს”. შეუძლებელი შეძლო – „მშრალად” ამოვიდა წყლიდან.
– ანუ, თავიდან უმიზეზოდ ეჭვიანობდით?
– უკვე ვეღარ ვიგებ, როდის ვეჭვიანობდი უმიზეზოდ და როდის – მიზეზით. რამდენჯერმე ისტერიკაშიც კი ჩამაგდო ჩემმა ეჭვებმა. ამაშიც ქმარმა ნახა სარგებელი. ირონიული სახით მიყურებდა და თავს ისე აქნევდა, თითქოს ამბობდა, მე დიდი ხანია, დაგისვი დიაგნოზი, რომ ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობ – იგონებ რაღაცეებს, იშლი ნერვებს და ჩვენც გვანერვიულებო. შვილებიც იგულისხმა. ანუ, მარტო მე კი არა, იმათაც აწამებო.
– შვილები გყავთ?
– დიახ, ორი. პატარები არიან, მაგრამ იმათაც უკვე მანიპულაციის საშუალებად იყენებს. რომ არ ვმუშაობდე და იქ არ „ვიცლებოდე”, ჭკუიდან შევიშლებოდი. კარიერაში წინ მივიწევ და ცოტა ეს მშველის. სხვათა შორის, ბავშვებზე ზრუნავს, მაგრამ მე აშკარად მღალატობს, მანადგურებს. ხმის ამოღებასაც ვერ ვახერხებ და ეს უფრო მიხეთქავს გულს.
– სად დაუშვით შეცდომა?
– თანაც, გამოუსწორებელი შეცდომა – დროზე ადრე ავყვირდი. ეს ნიშნავს, მისი ღალატის დამადასტურებელი ერთი ფაქტი მაინც უნდა მქონოდა ხელში, რომ ქმარი იმ ცინიზმისგან განმეიარაღებინა, ახლა ჩემ წინააღმდეგ რომ იყენებს. ქვეყანა შემიყარა. დედაჩემი დაიბარა, ჩემი უახლოესი მეგობრები და სპექტაკლი გაითამაშა. ისე კარგად გაითამაშა შეურაცხყოფილი, პატიოსანი კაცის როლი, რომ ლამის დავიჯერე მისი უდანაშაულობა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი „საბრალო” და ამავე დროს ამაყი იყო. მე, გადაყოლილი ვარ ოჯახზე, მეტი საფიქრალი არ მაქვს, მარტო ჩემს ცოლ-შვილზე ვზრუნავ და სანაცვლოდ უნდობლობას ვიღებ. ჩემი ცოლი, რომელსაც ფუფუნებაში ცხოვრების ყველა პირობა შევუქმენი, თვალთვალის მანიით დაავადდა. დაიჯერა, რომ ვღალატობ, ჩემგან მტრის ხატს ქმნის, მეც მაწვალებს და საკუთარ თავსაცო.
– დაუჯერეს?
– სამწუხაროდ, დაიჯერეს. მე მომდგნენ. ბედნიერება არ დაინგრიო, ცოტა აზრზე მოდიო. მოკლედ, მარტო დავრჩი ჩემს ტკივილთან და პრობლემებთან. გვერდით არავინ მყავს ისეთი, ვისაც დარდს გავუმხელ და მხარზე თავს დავადებ. ქმარი თითქმის მტრად მექცა. ერთად ვცხოვრობთ, გვივლის, ზრუნავს ჩვენზე, მაგრამ ჩვენ შორის დამაკავშირებელი ძაფები გაწყვეტილია. არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს ადამიანი, იმ სიცარიელეს რომ შემივსებს, რომელშიც აღმოვჩნდი.
– საყვარელს გულისხმობთ?
– ადამიანს, რომელიც გამიგებს და არ მომატყუებს. თქვენ თუ გნებავთ, საყვარელი დაარქვით. თავს ვიმტყუნებ იმაში, რომ მე, შეყვარებულმა ქალმა, ჩემი ეჭვები ვერ ვმართე. თითქოს ადვილი იყოს. დიახ, სისულელე ჩავიდინე, რომ დამნაშავე დროზე ადრე გამოვააშკარავე. ჭკვიანი ცოლი ჯერ ფაქტებს აგროვებს და მერე იწყებს ყვირილს.
– ამდენ წვალებას, ალბათ, აჯობებს გაშორდეთ.
– მიფიქრია მაგაზეც, მაგრამ ვერ ვხვდები, რა მაკავებს. ნუთუ ასეთი სიყვარულიც არსებობს – სადომაზოხისტური? მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ამდაგვარი მჭირს.

скачать dle 11.3