კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს აირზე მომუშავე ავტომობილი 2017 წლის პირველი იანვრიდან #43

გაზით მოსარგებლე მანქანებზე კონტროლი მკაცრდება. ამ ტიპის ავტომობილების მონიტორინგი  2017 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდება. რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ავტომანქანა ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემთხვევაში; რა მოხდება მაშინ, თუკი ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის, ამის შესახებ „ეკოტრანსპორტცენტრის” აღმასრულებელ  დირექტორს, ვასო ურუშაძეს გავესაუბრეთ.
– გაზით მოსარგებლე ავტომანქანებზე კონტროლის გამკაცრების მიზანი უსაფრთხოების დაცვაა, რაც თავისთავად, ძალიან  მნიშვნელოვანია. თუმცა, ხელისუფლებიდან  არავინ გვესაუბრება იმაზე, რა არის ამ რეფორმის მიზანი და რა პრობლემის წინაშე დგას საზოგადოება, მათი უსაფრთხოება. სამწუხაროდ, სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანა, ალერნატიულ საწვავზე, ბუნებრივ აირზე ხშირად კუსტარულად ხდება და თითქმის უმრავლეს შემთხვევებში, არაა დაცული საერთაშორისო სტანდარტი, ამიტომ საფრთხე მაღალია.
– ახალი რეგულაცია, რომელიც  აირზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირებას ეხება, ზუსტადაც რომ, გადაჭრის  არსებულ  პრობლემას. რატომ შეხვდით  არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ნოვაციას  სკეპტიკურად და პრეტენზიებით?
–   ჩვენ გვაქვს პრეტენზიები რამდენიმე მიმართულებით, უპირველესად, ეს არის   სახელმწიფოს დამოკიდებულება რეფორმებთან დაკავშირებით, რაც   ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას.  ჩვენ არ ვიცით, ვინ ატარებს რეფორმას, ვინ იქნება პასუხისმგებელი უწყება. აკრედიტაციის ცენტრია სახელმწიფოს პოლიტიკის გამტარებელი  ორგანიზაცია, რომელმაც უბრალოდ, უნდა გასცეს აკრედიტაცია კომპანიებზე, ვინც ინსპექტირებას მოახდენს. ახალი ინიციატივით,  აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური მონიტორონგი ავტომანქანების გამოშვების წლების მიხედვითაა გაწერილი და   დამოკიდებულია ავტომობილის ასაკზე.  რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო  გადაწეულია მისი   ინსპექტირების ვადა.  რეალურად, ავტომობილის გამოშვების წელს არანაირი კავშირი არ აქვს აირბალონთან და აირის მიმწოდებელ მოწყობილობასთან. შესაძლოა, ავტომობილი ახალი იყოს, მაგრამ ეყენოს ძველი აირბალონი, ან – პირიქით, ძველ ავტომობილს  ჰქონდეს დაყენებული  ახალი აირბალონი.  აირბალონებისა და სისტემების უსაფრთხოება ავტომობილების ასაკთან არაა დაკავშირებული. ავტომობილების დაყოფა ჯგუფებად, ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, არ არის სწორი,  როცა საქმე აირბალონების უსაფრთხოებას ეხება, თორემ, ზოგადად, ტექნიკური დათვალიერების დროს, რა თქმა უნდა, ავტომობილის ასაკი მნიშვნელოვანია. რაც უფრო ძველია ავტომობილი, მას ტექნიკურად მეტი პრობლემა  აქვს. ჩემი ინფორმაციით,    2017 წლის პირველ იანვრამდე დგას 24 წელზე და მეტი ასაკის ავტომობილების შემოწმების აუცილებლობა.  20-დან 23 წლამდე ავტომობილების შემოწმების დრო კი დადგება 2017 წლის ივლისში, და ასე შემდეგ. პროცესი გაწერილია სამწელიწად-ნახევარზე.  პრობლემაა ისიც, რომ რეფორმას ვატარებთ არათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რასაც ტექნიკური ცენტრებიც ადასტურებენ. ეს კი აღრმავებს კორუფციის რისკებს. ის, რომ მოქალაქე მიდის აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში და მას  პირდაპირი კომუნიკაცია  აქვს ადამიანთან, რომელიც  მის ავტომობილს ამოწმებს,  არცერთ ქვეყანაში არაა მიღებული. იქ,  სადაც არსებობს ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების ეგრეთ წოდებული  გვირაბის  სისტემა, ყვეალფერი დეტალურადაა აწყობილი. იქ  ტექნიკური პერსონალი არაა  პირდაპირ კომუნიკაციაში ავტომობილის მფლობელთან.  ავტომფლობელი მიდის, სპეციალურ ავტოსადგომზე ტოვებს ავტომობილს, შედის მოსაცდელ ოთახში, სადაც მონიტორზე ხედავს, როგორ გადის მისი ავტომობილი ტექნიკურ შემოწმებას. ტექნიკურ პერსონალს პირდაპირ შეჰყავს მონაცემები ელექტრონულ ბაზაში, რომელიც მიბმულია სახელმწფოს შესაბამის სამსახურებთან და მისი გაყალბება შეუძლებელია. ჩვენთან  შეიძლება, ავტომფლობელი შევიდეს  ახლო კონტაქტში ცენტრის პერსონალთან სასაურველი საბუთის მისაღებად,  ან მოხდეს კონფლიქტი მათ შორის.  როდესაც გაიცემა უბრალოდ ცნობა და მეტი არაფერი, მძღოლი  მივა  იმ  ტექნიკურ ცენტრში, სადაც  იპოვის  მეზობელს, ნათესავს და უპრობლემოდ აიღებს  ახალ ცნობას.    
  ის, რომ უნდა დაიწყოს აირბალონებისა და აირბალონების სისტემების შემოწმება 2017 წლის პირველი იანვრიდან და ეს  ბევრი ავტომფლობელისთვის   ჯერ არაა ცნობილი,  ესეც  ერთ-ერთი პრობლემაა. 2013 წელს,    როდესაც ხელისუფლებამ დააანონსა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შესახებ რეფორმის გატარება, კომუნიკაცია საზოგადოებასა და მთავრობას შორის, არც მაშინ იყო და ამ როლის შესრულება არასამთავრობო ორგანიზაციებსა  და მედიას გვიწევდა, რომ საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს პასუხები გასცემოდა. საზოგადოებას არავინ უხსნის, თუ რატომ ტარდება ესა თუ ის რეფორმა, მაგალითად,  ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების რეფორმა. ამიტომაც, ჩნდება ვერსია – ეს ხომ ჩემი პირადი ავტომობილია და როგორ მდგომარეობაშიცაა, ასეთში უნდა იყოსო.  ამ კითხვებს რომ პასუხები გაეცეს, საჭიროა,  ეფექტური საინფორმაციო კამპანია. დღეს იცის ვინმემ, სად უნდა მივიდეს? სად არის ეს აკრედიტებული ტექნიკური ცენტრები?  ჩვენი ინფორმაციით, სულ სამ ცენტრზეა საუბარი. ისმის შეკითხვა: ეყოფა კი ამ სამი ცენტრის რესურსი ამ პროცესს?  პრობლემაა ისიც, რომ, სამწუხაროდ, არ არსებობს სტატისტიკა. აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, ასეთი ავტომობილების რიცხვი, სავარაუდოდ, შეიძლება იყოს 250 000. მაგრამ, არ ვიცით, ზუსტად რამდენი ავტომობილი მუშაობს ბუნებრივ  აირზე. იქნებ ეს რიცხვი 300 000-ია?  წლების განმავლობაში ეს პროცესი  მიშვებული იყო თვითდინებაზე. რეალურად არ ხდებოდა არც აღრიცხვა და არც შემოწმება. არსებობდა ცენტრები, იურდიულად დარეგისტრირებული, რომლებიც ეწეოდნენ აირბალონიანი მოწყობილობის მონტაჟსა და მის შემოწმებას, მაგრამ,  ვერც ეს  აგვარებდა სტატისტიკის პრობლემას – ადამიანებს  საკუთარ  ავტოფარეხებში გადაჰყავდათ ავტომობილები აირზე.  თუ რამდენი ავტომობილია აირბალონზე, გავიგებთ მაშინ, როცა საბოლოოდ გატარდება ეს რეფორმა.
– რა იქნება  ავტომობილის ინსპექტირების   საფასური?
–  როგორც ამბობენ, ინსპექტირების ღირებულება იქნება  100 ლარამდე, სისტემა უნდა შემოწმდეს სამ წელიწადში ერთხელ; ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების შემთხვევაში – ხუთ წელიწადში ერთხელ.  ასეთი ინფორმაცია გვაქვს იმ ცენტრებისგან, რომელთაც გაიარეს აკრედიტაცია. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, აკრედიტაციის ცენტრი ავტომფლობელს   აძლევს გონივრულ ვადას, მის აღმოსაფხვრელად.    
– ვინ აღასრულებს მონიტორინგს, გავლილი აქვს თუ არა აირზე მომუშავე ავტომობილს ინსპექტირება?
– როგორც ინფორმაცია მაქვს, აღსრულება დაევალება საპატრულო პოლიციას. მას  ექმნება  ვალდებულება, თუ ავტომობილი ბუნებრივ აირზეა, ავტომფლობელს მოსთხოვოს შესაბამისი საბუთი. რთულია, საპატრულო პოლიციამ გარეგნულად ამოიცნოს, რომელი სატრანსპორტო საშუალებაა ბუნებრივ აირზე და რომელი –  არა. ამიტომაც  ვამბობთ, რომ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია უნდა მოხვდეს ელექტრონულ ბაზაში, რათა უფრო მარტივი გახდეს  მონიტორინგის აღსრულება. იყო საუბარი იმაზეც, რომ ავტომობილებს  ჰქონოდათ პატარა ფირნიში, რომლითაც უფრო მარტივი იქნებოდა გარჩევა. ჩვენი რეკომენდაციით, უკეთესი იქნება, კონტროლი მოხდეს თავად გაზგასამართ სადგურებზე, რათა არ დაიტუმბოს ის ავტომობილები, რომელთაც არ ექნებათ შესაბამისი სერტიფიკატი თუ ფირნიში. საჯარიმო სანქცია, თუ მანქანას არ აქვს გავლილი შემოწმება, იქნება 100 ლარი, რაც რეალურად დღესაც არსებობს. თუმცა, ჩვენ ერთი შემთხვევაც არ გვახსენდება, ვინმე ამის გამო დაეჯარიმებინოთ  ამას აკეთებდნენ ის კომპანიები,  რომლებიც თავად ახორციელებდნენ  მოწყობილობის მონტაჟს. ისინი გვაძლევდნენ ფორმალურ ხელშეკრულებას, სადაც ეწერა, რომ  სამი წლის შემდეგ უნდა მივიდეთ იმავე კომპანიაში, გადავიხადოთ 60 ლარი და მოგვცემდნენ შესაბამის საბუთს, რომ აირბალონი წესრიგშია. ეს იყო ფორმალობა, რაც დადასტურდა ჟურნალისტური გამოძიებებით.    ყველამ იცის, რომ 60 ლარის გადახდის შემთხვევაში, ავტომობილის ვიზუალური გასინჯვის გარეშეც, გასცემდნენ უსაფრთხოების დოკუმენტს. ჩემი აზრით, ამ რეფორმით ხდება ჩანაცვლება, რომ არ იყოს ინტერესთა კონფლიქტი – გამიჯნული იქნება კომპანია, რომელიც ამონტაჟებს და კომპანია, რომელიც ამოწმებს. თუმცა, ხომ არ იქნება ეს რეფორმა ისეთივე ფორმალობა, როგორც დღემდე იყო, ამას უახლოეს თვეებში გაეცემა პასუხი.

скачать dle 11.3