კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის თამო ვაშალომიძისთვის აკრძალული ხილი გემრიელი და რას აყენებს ის სექსისა და სიყვარულის წინ #43

ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძე საზოგადოებას ახალი იმიჯით მოევლინა – მან 2 თვეში 9 კილოგრამი დაიკლო და ძალიან კარგად გამოიყურება. გარდა ამისა, მის ცხოვრებაში, ასევე, მნიშვნელოვანი რამ მოხდა –  წლების შემდეგ დედას შეურიგდა და როგორც თავად ამბობს: მას კიდევ ერთი შანსი მისცა.
თამო ვაშალომიძე: ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში ვიყავი და თეთრი, ფართე კომბინიზონი მეცვა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად მქონდა, მაინც არ მომეწონა ჩემი თავი. ამიტომ გადავწყვიტე – 2 თვეში 9 კილოგრამი  დამეკლო. მაშინ 69 კილო ვიყავი. მანამდე ყოველდღიურად თუ ვვარჯიშობდი, გადავწყვიტე, კვირაში რამდენიმე დღე მევარჯიშა. „ბოქსიც” დავიწყე, საუნაში ავდიოდი, სპაზეც. სახის აგებულება მაქვს მომრგვალო და  იმის გამო სულ მქონდა დისკომფორტი, რომ ლოყები არ მქონდა ჩავარდნილი. რა არ გავაკეთე, მაგრამ არაფერმა მიშველა – არა და არ ჩავარდა. პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი არ ვარ, ვისაც  სჭირდება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს. მაგრამ, მე ბუნებრივად მაქვს ასეთი ვიზუალი, მადლობა ამისთვის მშობლებს. ისეთი არ მაქვს არაფერი, რომ ოპერაცია გავიკეთო. ამიტომაც არ მინდოდა, რამე გამეკეთებინა – სახე დამეთხელებინა, მაშინ თამო ვაშალომიძე აღარ ვიქნებოდი. გავა დრო, 7 წელიწადში ოჯახს შევქმნი, შვილს გავაჩენ და მერე შეიძლება, მკერდზე დამჭირდეს ოპერაცია. ამას არც დავმალავ. ახლა 25 წლის ვარ, 59 კილოგრამი და ლოყებიც დამითხელდა. უკვე, იმასაც ვიცვამ, რაც მინდოდა. კვებას დიდ ყურადღებას ვაქცევდი, თუმცა, თუ რამე მომენატრებოდა, განსაკუთრებით ტკბილეული, რაზეც გართულება მაქვს, ვარღვევდი დიეტას. ვჭამდი ერთ დღეს და მეორე დღეს უკვე განტვირთვას ვაკეთებდი. როცა რაღაც აკრძალული გაქვს, ის უფრო გინდება.
– ამბობენ: აკრძალული ხილი გემრიელიაო.
– აკრძალულმა ხილმა დაგვღუპა კაცობრიობა. პირველი ადამიანი დაღუპა და ჩვენ არ დაგვღუპავდა? ბიჭისა და გოგოს ურთიერთობა ავიღოთ. როცა ბიჭი, რომელიც შეიძლება, სიმპათიურიცაა, კაცურიც, მაგრამ მთელი დღე რომ გწერს: თამო, თამო, რა ლამაზი ხარ, რა ლამაზი ხარ და უკვე კლანჭები გაქვს ჩავლებული, რა თქმა უნდა, აღარ გაინტერესებს. მაგრამ, თუ კაცი მიუწვდომელია, უფრო მეტად გაინტერესებს.
– კარგად გეხერხება კლანჭების ჩავლება?
– ზოგჯერ ვფიქრობ, რომ თუ არსებობს წინა ცხოვრება, მე კატა ვიყავი. მაქვს კატისებრი რაღაცეები, თუნდაც კლანჭების ჩავლება – კარგი გაგებით. მაგრამ, დიდი ხანია, პირადი ცხოვრება არ მაქვს. ეს ყველას უკვირს, მაგრამ რთულია, მე მყავდეს კაცი. პატარა ბიჭები არ მომწონს, არც ბებრები. ძირითადად მომწონს ჩამოყალიბებული პიროვნება, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული და არა ცანცარა, მამიკოს ბიჭები, რაღაცეებით რომ ბლატაობენ – ასეთებს ვერ ვიტან. კაცს შეიძლება, ბევრი მანქანა ჰყავდეს, რამდენიმე სახლი ჰქონდეს, რა თქმა უნდა, ეს კარგია, მე არ მჭირდება ისეთი კაცი, რომელიც მე უნდა ვარჩინო, უბრალოდ, კაცი კაცი უნდა იყოს. ვინც ასეთია, იმას ცოლი ჰყავს. მე, უპირველეს ყოვლისა, ქალი ვარ და ქალის პოზიციას ვიცავ. ვერავინ იტყვის ჩემზე, რომ ვიღაცამ მანქანის მინები ჩაუმტვრია, ან ვინმეს ცოლი ეჩხუბაო. ყველა ქალს პატივს ვცემ. გამიჭირდება, რომ ვინმეს საყვარელი ვიყო? მაგრამ, არ მინდა საყვარლობა, მირჩევნია, მარტო ვიყო. ჩემი ტრაკით გავაკეთო ყველაფერი, ამით უფრო მეტად ვიამაყებ. რა თქმა უნდა, რაღაცეებს მწერენ, ყვავილებს მიგზავნიან. თუმცა, მათ ფოტოებს არც ვდებ სოციალურ ქსელში, რადგან თუ დავდებ, ესე იგი, ვიღაც მყავს. მაგრამ, თუ არ მყავს, ეს რატომ გავაკეთო? ჩემი ახლობელი ან მეგობარი თუ მაჩუქებს, მაშინ ის გეი უნდა იყოს. რამდენიმე „პაკლონიკი“ მყავს, მაგრამ მათ იციან, რომ ჩემთან არაფერი ექნებათ. ჩემ დაკარგვას კი ურჩევნიათ, მეგობრები ვიყოთ. ძალიან მომთხოვნი ვარ, ძლიერი. პრინციპებს სიყვარულზე, გულზე, სექსზე წინ ვაყენებ. არ შემიძლია თამაში, პირდაპირ ვეუბნები: მე მიყვარს ყურადღება, რა თქმა უნდა, ყურადღებაში არ ვგულისხმობ მილიონიან „შანელის“ კაბას. როცა თამო ხარ, ვაშალომიძე – გაქვს სექსუალური ქალის იმიჯი და მთელი საქართველო შენზე „ანძ...ვს“, მერე ცოტა გბოჭავს ეს ურთიერთობაში. ხანდახან გინდა, ჩვეულებრივი იყო და უბრალოდ, ყურადღება გამოხატონ შენ მიმართ, მოგიკითხონ. მერე კი ყურადღების თუ  სხვა მხრივაც ვეღარ მიძლებენ. ან, ჰგონიათ რომ პირველივე შეხვედრაზე ჩავუწვები, რადგან ასეთი იმიჯი მაქვს და ეგრევე შემაბამენ. თან, რომ ელაპარაკები და გწერს რაღაცეებს...  ანუ იმის ინტელექტი არ აქვს, რომ რამეზე გელაპარაკოს. დღეში იმდენი კაცი მწერს... პრაისებს მიგზავნიან, გეხვეწები, წამოდიო. სხვებსაც წერენ, მარტო მე კი არა... რამდენჯერმე კომპანიის სახე რომ გავმხდარიყოვი, იმაზეც მითქვამს უარი. საქმე საქმეა და პირადი – პირადი. ხან ბარსელონაში მეპატიჟებიან, ხან კიდევ სხვაგან. ეგონათ, რადგან კომპანიის სახე გავხდებოდი, ჩემთანაც დაიჭერდნენ ურთიერთობას, მაგრამ მე ეს არ შემიძლია. ამიტომ უარს ვამბობ. თან, იმის შეყვარებულსაც ვიცნობ, ოჯახს და კარგი ურთიერთობა მაქვს. სულით დამპალი გოგო უნდა იყო, რომ ეს გააკეთო. ამიტომ, მირჩევნია, უარი ვთქვა და თავი ამაყად ვიგრძნო. ჩემი „წიკები“ მაქვს. ამიტომაც  დიდი ხანია, არავინ მყავს. ამპარტავანი ვარ ასეთ რაღაცებში, საერთოდ არაფერს ვთმობ. ერთადერთი, დედაჩემია, რომელსაც ვაპატიე. მეორე, მეხუთე შანსები არ ვიცი მე. თუ ერთხელ დააშავებს ადამიანი, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ის ისევ დააშავებს.
– შენი და დედაშენის შერიგების თემაც ძალიან აქტუალური გახდა.
– 10 წელია, მარტო ვცხოვრობ, 15 წლის ვიყავი, სახლიდან რომ წამოვედი. ყველაფერი ჩემით შევქმენი ზედმეტი ჩარევებისა და საყვარლების გარეშე.
– რატომ წამოხვედი მაშინ სახლიდან?
– მიზეზი ოჯახში კონფლიქტი იყო. მინდოდა, მარტო მეცხოვრა, თუმცა ეს  ოჯახში შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია. დედაჩემს 5 წელია საერთოდ არ დავლაპარაკებივარ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ სახლი გადავიფორმე. ძალიან დიდი სახლი მაქვს. 70 პროცენტი მე მეკუთვნის, 30 – დედაჩემს. მინდოდა, დავლაპარაკებოდი, თუ მომცემდა უფლებას, რომ მუშები მიმეყვანა. რომ მივედი, ეძინა, არც ვუნახივარ. სულ დალურჯებული იყო. მერე დავფიქრდი: ჯვარი სწერია და რაღაც რომ მოუვიდეს და მოკვდეს... ხან ვის ვეხმარები და ხან – ვის. ეს კი  დედაჩემია, მან გამაჩინა, საჭმელს  ან წამალს მაინც იყიდის ჩემი მიცემული ფულით-მეთქი.  ძალიან უჭირდათ.
– რატომ იყო დალურჯებული?
– როგორც მითხრა, წაიქცა. ფინანსური პრობლემებიც ჰქონდათ, სულ მესმოდა ეს სხვებისგან. თუმცა, ამას გარდა, სხვებისგან მომდიოდა ინფორმაცია, რომ ჩემზე რაღაც ცუდს ლაპარაკობდა. მეგობარი ბიჭიც ჰყავდა, ახლა დაშორდა. ის სულ მემუქრებოდა: აქ ჩამოსასვლელად ვიზა დაგჭირდებაო. ასეთ მდგომარეობაში რომ ვნახე, ბევრი ვიფიქრე და ერთი კვირის შემდეგ ვუთხარი: საკუთარი თავის, ღმერთის, ხალხის წინაშე, ამ ერთხელ მოგხედავ, გიპატრონებ-მეთქი. მაგრამ, მერე თუ  კიდევ ისეთი რამე იქნება, რაც ძველად იყო, ამას ყველა გაიგებს და მე მასთან სუფთა ვიქნები. ვუთხარი, რომ აღარ დაელია. აღარ სვამს. ჩამოვიყვანე, გავალამაზე, კოსმეტოლოგთან, სტილისტთან მყავდა, რაღაცეები ვუყიდე. ვუთხარი, თუ გინდა სახლსაც, გიგირავებ-მეთქი. მარტო ცხოვრებას ისე ვარ მიჩვეული, ისიც კი არ ვიცი, ქმართან ერთად როგორ უნდა ვიცხოვრო. მეგობრებიც კი არ ამომყავს, რადგან დაღლილი რომ მივდივარ, კიდევ ვიღაცის ნახვა აღარ მინდა, კატებიც მეყოფა. თვითონაც სოფელში ურჩევნია ცხოვრება. კარგად არის, რემონტს ვაკეთებთ. უხარია ჩემი წარმატება. დაინახა, რომ ხალხი პატივს მცემს, კარგად მხვდებიან და ესეც უხარია. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. კაკომაც თქვა – მიხარია, თამოს წარმატებაო.
– შენს ბიოლოგიურ მამასთან თუ გაქვს ურთიერთობა?
– მე ერთი მამა მყავს – ეს არის კაკო ვაშალომიძე, რომელმაც გამზარდა. 7 წლის რომ ვიყავი, მახსოვს, როგორ მოჰქონდა კანფეტები, სათამაშოები. ეს ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს, ვიდრე ის, რომ ვიღაცამ გამაკეთა. მაშინ გადაცემებში, ჩემს ოჯახზე რომ ვყვებოდი, ესეც იმან განაპირობა, რომ დედაჩემმა დაიწყო ჩემზე: ანტიქრისტე გამიჩენიაო. მინდოდა, ხალხს გაეგო, რომ არ ვარ ანტიქრისტე და საშინელი ადამიანი. ზოგმა მითხრა: რა კარგად დადგიო. არაფერი დამიდგამს და ეკლესიის თემასაც არასდროს გამოვიყენებ ცუდად. ან იმას, რომ მონასტერში წავედი და წამოვედი. იმდენი რამით შეიძლება გახდე პოპულარული, – ტვინი უნდა გქონდეს, რომ ეს გააკეთო, მხოლოდ გახდის თემა არ იყო. გადაცემაში რომ მამაზე ვილაპარაკე – ხუთმა კაცმა მომწერა ფეისბუქზე, მე ვარ მამაშენი, თუ გინდა, დეენემის ანალიზს გავიკეთებო. ხუთიდან ერთიც რომ ყოფილიყო მამაჩემი, არ მჭირდება. ახლა გავახსენდი, აქამდე სად იყო? ზოგი ციხიდან მირეკავდა, ზოგი – საიდან... ბავშვობაში, როცა გავიგე, რომ კაკო მამაჩემი არ იყო, მაშინ, რაღაც მომენტში დავინტერესდი. კაკოზე ცუდს არასდროს ვიტყვი, მისგან ბევრი კარგი და თბილი რამ მახსოვს. გვარი მომცა, სკოლაში დავდიოდი. მაცმევდა, შვილს მეძახდა და მეც მამას ვეძახდი. საჩუქარი მოჰქონდა. მამა ერთი მყავს და ეს კაკოა. 8 წელია, არ მინახავს, თუმცა დაბადების დღე მივულოცე. მას როგორც მამას და მუსიკოსს დიდ პატივს ვცემ.
– რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც 7 წლის მერე გათხოვება?
– ჩემთვის ოჯახი არ არის პიარი – სულ სხვა რამ არის, ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, თუ ვინმე მყოლია, არასდროს მილაპარაკია მასზე. სანამ ბეჭედს არ დაინახავენ ჩემს ხელზე, მანამდე ვერაფერს გაიგებენ. ახალ წლამდე ამერიკაში მივდივარ, ჰოლივუდში აღმოვაჩინე საერთო ნაცნობები. რიჩარდ გირის გერლფრენდი ჩემი მეგობრის მეგობარია. რამდენიმე ცნობილი ადამიანი გავიცანი. დამპატიჟეს და სერიოზული გეგმები მაქვს.
– „ჰოლივუდში“ გნახავთ?
– შეიძლება, ყველაფერი დაუგეგმავად მოხდეს. საქართველოში თამო ვაშალომიძე ვარ, რომელსაც ყველა იცნობს, მაგრამ მე რომ თვითმფრინავი მეყოლება, რაკეტაზე ვიფიქრებ, რაკეტა რომ მეყოლება – პლანეტაზე ვიფიქრებ. ვერასდროს გავჩერდები – ადამიანი უნდა განვითარდე. ახლა კარიერაზე ვარ გადართული. კარიერა კი ხელს შემიშლის გათხოვებაში. წავალ, ვნახავ, რა იქნება, რადგან აქედან სხვანირად ჩანს ყველაფერი. აქაც მაქვს სხვადასხვა შემოთავაზება. ხშირად ამბობენ: გახდით მოპოვებული პოპულარობა ადვილიაო. რამდენმა გაიხადა, მაგრამ მთავარია, ამ ყველაფერს როგორ განავითარებ, როგორ მიაწვდი საზოგადოებას. ზოგი ამბობს: ეს გავაკეთე იმიტომ და ამიტომო. მოდელი ვარ და ამიტომ გავაკეთე. „ვოგმა“ რომ შემომთავაზოს, გარეკანზე უნდა იყო გაიხადოო, გავიხდი კი არა, ეგრევე გავვარდები. თუ ამ პროფესიას ირჩევ, არ უნდა გქონდეს შეზღუდვები.

скачать dle 11.3