კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დასდევდა პარტიული კომიტეტი და „კაგებე“ რეზო ჩხეიძეს „ტაშტების“ აღმოსაჩენად

ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „კომუნისტების დროს რომ ფილმს იღებდი, სცენარს „ზემოთ“ ამტკიცებდა მკაცრი ცენზურა. კანონით,  რაც სცენარში არ იყო, ისეთ ეპიზოდს ვერ გადაიღებდი. გახსოვთ, ალბათ, „ჯარისკაცის მამის“ ეპიზოდი, როდესაც ქალები ხის ვარცლებში („ტაშტებში“), მდინარის პირას სარეცხს რეცხავენ. თავიდან ეს ეპიზოდი დამტკიცებულ სცენარში არ ყოფილა. ჩვენ ჩავამატეთ და სპეციალურად, რამდენიმე ხის ვარცლიც დავამზადებინეთ. რუსთავში პატარა ეპიზოდი გვქონდა გადასაღები და ვიფიქრე, ბარემ ვარცლების ეპიზოდსაც აქვე, მტკვრის პირას გადავიღებთ-მეთქი. მაგრამ, როგორც კი გადასაღებად მოვემზადეთ, მოულოდნელად, ადგილობრივი პარტიული კომიტეტი და „კაგებე“ წამოგვადგა თავს. გვითხრეს: თქვენ, თურმე, „ტაშტების“ ეპიზოდს, უსანქციოდ იღებთ და გაგვარკვიეთ, რატომო. მაშინ ყველგან „კაგებეს“ ინფორმატორი იჯდა და როგორც ეტყობა, მან „ჩაგვიშვა“... ვარცლების გადამალვა მოვასწარით და ზემდგომები მშვიდობიანად გავისტუმრეთ. სანქციონირებული ეპიზოდი გადავიღეთ და თბილისში ჩამოვედით. იგივე განმეორდა საქართველოს დედაქალაქში და ვერც აქ გადავიღეთ ვარცლები, რადგან აქაც „კაგებე“ და პარტიული კომიტეტი გამოგვეცხადა... ეს ცნობილი ეპიზოდი, როგორც იქნა, რიგაში გადავიღეთ, მხოლოდ იქ ვერ მოგვწვდნენ, თუმცა ჩვენს „ტაშტებს“ საკმაოდ ბევრი სდიეს.“

скачать dle 11.3